"პარი სენ-ჟერმენის" წლევანდელი სატრანსფერო კამპანია მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული
"პარი სენ-ჟერმენის" წლევანდელი სატრანსფერო კამპანია მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ხალმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უზარმაზარი სამუშაო გასწია და გუნდში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გადაიბირა.

სატრანსფერო სეზონის დასრულების მიუხედავად ბრაზილიელი აქტიურ მუშაობას აგრძელებს. იანვრისთვის მას საფუძვლის ჩაყრა აქედანვე სურს. როგორც იტალიური პრესა წერს, პარიზელები "პალერმოსთან" კიდევ ერთი გარიგებასთან ახლოს არიან.

სიცილიელთაგან ხავიერ პასტორესა და სალვატორე სირიგუს შეძენის შემდეგ "პარკ დე პრენსზე" სათამაშოდ შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს - იტალიის ნაკრების 29 წლის განაპირა მცველი ფედერიკო ბალცარეტი. მხარეებს ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სპორტული ვებგვერდების ვარაუდით, პსჟ-ს ფეხბურთელის გადაბირება 8-დან 10 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი გიიომ ოარო ფეხბურთს ორი თვით ჩამოშორდა. ამის მიზეზი მარჯვენა მხრის ტრავმაა, რომელზეც ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ბედშავ გიიომს ტრავმა რამდენიმე თვე ტანჯავდა.

მედიკამენტებმა მას ვერაფერი არგო. საბოლოოდ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო. რამდენიმე დღის წინ ლორან ბლანმა ფეხბურთელის თხოვნას ყური ათხოვა და ალბანეთთან და რუმინეთთან ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო შეხვედრების წინ შეკრებიდან გაათავისუფლა. ოპერაცია მას პარიზში დაბრუნებისთანავე ჩაუტარეს. ოაროს, სავარაუდოდ, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრისა და ლიგა 1-ის 8-9 ტურის გამოტოვება მოუხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა