ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ფრედ ითამაშა
გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრა მალტის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-15 წუთისთვის გათამაშებული კუთხურის შემდეგ ჯაბა კანკავას გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

გატანილი გოლის შემდეგ ბურთს კვალავაც ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სუსტ მეტოქესთან შეხვედრას სოლიდური გამარჯვებითაც დაასრულებდნენ, თუმცა მალტელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა მაიკლ მიფსუდმა გოლად აქცია. მასპინძელთა მეცხრე ნომერმა შეხვედრის 25-ე წუთზე ოსტატურად ჩამოიტოვა კახა კალაძე და ნუკრი რევიშვილს აუღებელი დაურტყა (1:1).

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის ბოლომდე ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა და რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად თემურ ქეცბაიამ მეორე ტაიმში ცვლილებებს მიმართა, თუმცა დვალიშვილის, გრიგალაშვილისა და კობახიძის მოედანზე გამოსვლამ შედეგი ვერ მოიტანა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში მალტა-საქართველოს მატჩის პარალელურად სხვა შეხვედრებიც გაიმართა. ჯგუფის ლიდერმა საბერძნეთის ნაკრებმა ლატვიასთან სტუმრად ქულის მოპოვება შეძლო. არადა, მასპინძლები თავიდანვე ცაუნიას გოლის სწყალობით დაწინაურდნენ და ბერძნებმა მხოლოდ მატჩის მიწურულსღა პაპანოპულოსის გოლით შეძლეს გათანაბრება.

ხორვატებმა შინ ისრაელის ნაკრები მიიღეს და მართალია, პირველი გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ბილიჩის შეგირდებმა ამის შემდეგ სამჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება და გამარჯვებასთან ერთად F ჯგუფში პირველი ადგილზეც გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

ევრო 2012. შესარჩევი ციკლი

მალტა - საქართველო 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25)

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ხოგი (90+4)

არბიტრი: პოლ ვან ბუკელი (ჰოლანდია)

მალტა: ენდრიუ ხოგი, ჯონატან კარუანა, გარეტ შიბერასი, ანდრე აგიუსი, რაიან ფენეკი (ბოგდანოვიჩი 60), როდერიკ ბრიფა, მაიკლ მიფსუდი (კ), ენდრიუ კოენი (ვუდსი 90+1), ჯონ ხათჩინსონი, ანდრე შემბრი (პეისი 76), კლეიტონ ფაილა.

მწვრთნელი: ჯონ ბატიჯიგი

საქართველო: ნუკრი რევიშვილი, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, კახა კალაძე (კ), გია გრიგალავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (კობახიძე 77), ოთარ მარცვალაძე (გრიგალაშვილი 66), ალექსანდრე იაშვილი (დვალიშვილი 61), ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ჯგუფი F

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19

2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4.. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8

6. მალტა 8 0 1 7 4-17 1

zviadi
იმიტომ რომ სიცრუეს და ორპირობას ხვდება ხალხი. ეს ლანძღვა კი არა რისხვაა. ხალხო გავიხსენოთ ფაქტები. ერთადერთი კაცი ვინც დაეტაკა სიჭინავას მიხიჩა იყო ყველამ კარგად დაინახა. ასე უთხრა შენ რისთვისაც ხარ საკლოუნოდ მოსული კარგად ვიციო. რატომ არ ვარ მე შენს გვერდით ბევრი გყავს ჩემნაირებიო. იმ კლოუნმა უპსუხა აგერ საშა ჩივაძე ხომ მყავსო. ხალხო ჩივაძე პირველი მაფიოზაა ფეხბურთში ბუსავით არის სულ გაყურსული საერთოდ თასების თასის მოგების შემდეგ გახდნენ ეგენი მაფიოზები და შეჭამეს და დაასამარეს ქართული ფეხბურთი. ამაზე მერე დავწერ. ქეცბაიამ იმ შეხვედრაზე მიხიჩას მამის ტოლა კაცს დაუწყო ბლატავი და იქ დამეკარგა მაგის კაცობაზე წარმოდგენა. ხალხო ერთადერთი მწვრთნელი რომელიც ნაკრებს უშველის მიხიჩაა კაცი ეხვეწებოდა ფედერაციას უხელფასოდ ვიმუშავებ ნაკრების მწვრთნელად ნუ ყრით ამდენ ფულს უცხო მწვრთნელებშიო და ვინ შეისმინა. კაცმა გაიხსენეთ პირდაპირ უთხრა ფედერაციას მე თქვენსავით მერსედესებით და ბეემვეებით არ მოვსულვარ ფეხბურთში ჩემი შრომით და საქმით მოვედიო მაგრამ საქმის გამკეთებელი ამათ არ უნდათ მერე ვეღარ შექანქლავენ ფულებს. მიხიჩას კი ათას უბედურებას უგონებენ. დანიშნეთ რევაზ ძოძუაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად თქვე მაფიოზა ნაძირლებო!
დავითი (საბერძნეთი)
რატომაა მაინცდამაინც ან უნდა ვლანძღოთ ვინმე,ან კი ვეტენებოდეთ? უეფაც დიდი შოუბიზნესია რა!
zviadi
სულ არ გვაინტერესებს მიზეზები ჩვენ შედეგი გვინდა ქვა უნდა გახეთქონ და შედეგი დადონ არ დადებენ შედეგს და უნდა წავიდნენ ხელმძღვანელობიდან აი ეს არის გულშემატკივრის დევიზი სიამოვნებით გავროზგავდი ფედერაციის მესვეურებს და არველაძეებს უფრო მეტად. ჩააბარეთ ნაკრები მიხიჩას თორემ ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით თქვე მაფიოზა ნაძირლებო
ave avtush
სირაძე თამაშობდა ერთი წინ და ისიც ამოაგდო,გოგუა თამაშობდა ისიც გააგდო. დვალიშვილს და იაშვილის იმედად რომ გაგყავს ნაკრები,წააგე და პასუხი აგე. ანანიძეს კიდე რას აწვალებ,არ არის მზად ეგ დიდი ნაკრებისთვის. მიხიჩა მარტო ზესტაფონის და დინამოს ფეხბურთელებით გაარღვევდა ლატვიასაც და მალტასაც
ave avtush
სწორედ ეგ არის,დემეტრაძეს რომ აწამებენ და ხმას არ იღებენ მისი თანაგუნდელები.ქეცბაია და სიჭინავა მიხიჩას რომ ებლატავებიან და ნაცებს უძვრებიან. ქეცბაიაა უხარისხო მწვრთნელი და ფეხბურთელებს ნუ აბრალებთ,რამდენჯერ უნდა შეცვალო თაობა? 17წლისები დავაყენოთ ბარემ ნაკრებში.
DEME
დემეტრაძეს ციხეში აწამებენ და ეს ჩმორები (ერთის გარდა) არც იმჩნევენ არაფერს. მაგათი მოგებული რა უნდა იყოს? ბილიარდი შარვალში.
zviadi
და ამისათვის მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს სამი წაგება გვაქვს მეტი არა საყაიმო ანგარიშები რომწაგებას ნიშნავს ვოვას ეს არ ესმის მასე რომ აზროვნებს ფედერაცია მიტომ არის აწყობილი საქმე სად არიან ჟურნალისტები მშიერმუცელა მონები ხმა ამოიღეთ და საკადრისი მიუზღეთ ფედერაციას რისი გეშინიათ? პირიქით თქვენი უნდა ეშინოდეს ყველას. ხალხო თუ ცოტა ნამუსი გაქვთ შეჩენილი დანიშნეთ მიხიჩა ნაკრების მწვრთნელად გაიგონეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ
vova
რა უმადურობაა?შეხედეთ რეზულტატს,სტატისტიკას!მხოლოდ 3წაგება გვაქვს
zviadi
ფეხბურთში უნდა მოვიდეს ყაველაშვილის გუნდი ჯიგრიანი და მართალი ხალხი და დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი ამაზე მეტს ხომ არაფერს გააფუჭებს. თანაც მსოფლიოს შესარჩევში უმძიმეს ჯგუფში ვართ დანიშნეთ მიხიჩა თქვე მაფიოზებო
უძლევი
მეც თქვენსავით იმედგაცრუებული ვარ :( ქეცბაიამ დაკარგა ეროვნული ნაკრების სადავეები; ჩაძირული გემის კაპიტანივით მარტო ასხამს გემიდან წყალს; ომში მიტოვრბული მხედართმთავარივით მარტო იქნევს ხმალს. რა უნდა ვქნათ? ფაქტია რომ თაობათა ცვლა უნდა დაიწყოს. კობი მალე 100-ე თამაშს ითამაშებს ნაკრებში... კალა დაბერდა, იაშკაც, ხიზანაც. ახალი გუნდის და ახალი ოცნებების შექმნა უნდა დაიწყოს.
udzlevi gvitxari rame
რაღაც "უძლევი" არ ჩანს. მაინტერესებს რას გვეტყვის.
nikjaaa
აუ თუ წავიდე საბერძნეთთან მატჩზე რა ეს რა ვქენიტ გუშინ რა... სომხეთს რო დავცინით გუშინ 0-4 გასვლაზე მოუგო სლოვაკეთს და 70% შეუDზლია პლაი ოფში გასვლა ჩვენ კიდევ გული იმით დავიმშვიდოთ რო 10ქულა ავიღეთ ჯამში და ბოლოზე არ გავედით!!!! მთელ ფედერაციას და ფეხბურთელებს არმატურა უნდა ურტყა ფეხებში რო ბურთს ხელი აღარ მოკიდონ!!!
vato
ქეცბაიას დაანებეთ თავი!!! რაც კი მწრვთნელი ყოლია ნაკრებს ყველას რომ აკრიტიკებთ, ეს ფეხბურთელები არიან უხარისხოდ გაკეთებულები, ფუ მაგათი...
Temo
რას ერჩით ისწავლეს თამაში (სომხებმა), არა მართლა რას ვერჩი, კეთილად მშურს. პოსტ-საბჭოური გუნდების უმეტესობას ჩვენზე მეტი ქულა აქვს დაგროვილი, სომხეთს კი მართლა რეალური შანსი აქვთ
ave avtush
ქეცბაია წადი და გაიყოლე სიჭინავა,არველაძე! არავინ წახვიდეთ საბერძნეთთან თამაშზე. ფულს რაში ყრით?გვამასხარავებენ,დანიშნული პრეზიდენტი და "უალტერნატივო" ქეცბაია. მალტელებს რა უხაროდათ,ჩვენ უნდა გაგვეხარა,ქულა რომ მოვიპოვეთ..
oldcoyot
საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრების თამაში მაქვს ნანახი,მაგრამ ყველაზე უარეს წლებშიც კი,ბევრად უარესი შედეგისას, მსგავსი უნიჭო ფეხბურთი არ უთამაშია ჩვენს პირველ გუნდს. მაშინაც კი, როცა წაუგებელი სერია გვქონდა ვინმეს მოგწონდათ მისი თამაში? ამ ფეხბურთის მისადაგება რომელიმე სტილთან შეუძლებელია, რადგან ამნაირი სტილი არ არსებობს.და საერთოდ ამას ფეხბურთი არ ქვია.ბატონო სიჭინავა სასწრაფოდ გაუხანგრძლივეთ კონტრაქტი ქეცბაიას(გაბელიაც არ დაგავიწყდეთ). სტადიონზე წასვლა-არწასვლის საკითხი კი თითოეულმა თვითონ გადაწყვიტოს.ბოიკოტის ფორმა ბევრნაირი არსებობს.
nino barca
მე მეგონა საქართველოს ნაკრები ასეთ მოედანზე მიჩვეული იყო თამაშს:)))))))) მალტელებს როგორ უხაროდათ ნახეთ? აი ესეთ გუნდთან ვერ ვიგებთ!!
zura
მე მაქვს ნამუსი!!! და მე არ წავალ საბერძნეთთან თამაშზე იქონიე შენც ნამუსი!! ბოიკოტი დასამარებულ ნაკრებს!
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს