მამაკაცების ბადის ზედა ნაწილში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვლავ სეტის წაუგებლად ითამაშა
მამაკაცების ბადის ზედა ნაწილში მერვედფინალური მატჩები დაიწყო და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვლავ სეტის წაუგებლად ითამაშა, თუმცა უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩის პირველ პარტიაში ძალიან ახლოს იყო დამარცხებასთან. ამ სეტში ჯოკომ არც ისე დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

განსაკუთრებით ეს ეხება ტაი-ბრეიკს, რომელშიც დოლგოპოლოვი 4:0 დაწინაურდა, თუმცა სერბისგან ნებისმიერ დროს შეიძლება ხიფათს ელოდო. ნოვაკმა მეტოქის გარღვევას ზედიზედ ხუთი ქულით უპასუხა და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი საჩოგბურთო ლატარია.

დოლგოპოლოვს 6:5-ზე, 7:6-ზე, 10:9-სა და 14:13-ზე ჰქონდა სეტბოლები, ჯოკოვიჩმა კი ოთხი ასეთი შანსი დაკარგა - 8:7-ზე, 11:10-ზე, 12:11-სა და 13:12-ზე. ბოლოს, 14:15-ზე დოლგოპოლოვმა ფორჰენდი კორტს ააცილა და 76-წუთიანი სეტი ჯოკოვიჩმა მოიგო.

მატჩის შემდეგ უკრაინელმა აღიარა - ეს ტაი-ბრეიკი რომც მომეგო, ნოვაკი მაინც გაიმარჯვებდა, რადგან ჩემზე კარგად თამაშობდაო. დოლგოპოლოვის სიტყვები მომდევნო ორ სეტში დადასტურდა. მეორე პარტიაში ჯოკოვიჩმა პირველ და მესამე გეიმებში აიღო ბრეიკი და 3:0 დაწინაურდა.

შემდეგ დოლგოპოლოვმაც მოიგო მეტოქის მოწოდება და 2:3 გახადა ანგარიში, მაგრამ სერბმა შეძლო ერთბრეიკიანი უპირატესობის სეტის ბოლომდე შენარჩუნება - 6:4. ჯოკოვიჩი მესამე სეტშიც 3:0 გავიდა წინ და უკრაინელმა ამჯერად ერთი ბრეიკითაც ვერ უპასუხა - 6:2.

ნოვაკი ზედიზედ მეათედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში, სადაც მისი მეტოქე ასევე სერბი იანკო ტიპსარევიჩი იქნება, რომლისთვისაც ეს არის კარიერაში პირველი მეოთხედფინალი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირების სერიაში. ასევე პირველად "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში მეოთხედფინალში ითამაშებს ორი სერბი. იანკოსა და ნოვაკის ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი 2:0-ს იგებს.

27 წლის ტიპსარევიჩი ესპანური ჩოგბურთის ვეტერანს ხუან-კარლოს ფერეროს ხვდებოდა. პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც სერბმა მე-12 გეიმში აიღო - 7:5. მეორე პარტიაში ფერერომ ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, თუმცა ტაი-ბრეიკზე სრული უპირატესობა მოიპოვა და "შემოკლებული გეიმი" 7:3 მოიგო.

მესამე სეტშიც ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-11 გეიმში იანკომ მეორედ მატჩში აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგი გეიმი ეისით დაასრულა - 7:5. ფერეროს გატყდა და მეოთხე სეტში

ორი საკუთარი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს - 6:2.

ტიპსარევიჩმა სამი საათისა და 43 წუთის განმავლობაში 20 ეისი, 54 "ვინერსი" და ოთხი ბრეიკი (10 ბრეიკ-პოინტიდან) მიითვალა.

გუშინვე ტურნირს გამოეთიშა ამერიკული პუბლიკის მთავარი იმედი, ამერიკული სერიის ტურნირების გამარჯვებული მარდი ფიში, რომელიც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. ამ უკანასკნელმა ნავსი გატეხა და პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში.

ორივე ჩოგბურთელს ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, რამაც თამაშის ხარისხზეც იქონია გავლენა. პირველ სეტში ყველაფერი ბოლოსკენ გაირკვა, როცა ამერიკელმა ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება დათმო. ამის შემდეგ მარდიმ ინიციატივა მოიპოვა და მცირე იღბალის წყალობით ტაი-ბრეიკი მოიგო, მესამეში კი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა და ორი ბრეიკით გაიმარჯვა.

მაგრამ მეოთხე სეტში ფიშს აშკარა დაღლილობა დაეტყო - თავი იჩინა ამერიკული სერიის ტურნირების გადატვირთულმა გრაფიკმა. თანაც ცონგამ თავისი თამაში იპოვნა. ფრანგს მთელი პარტიის განმავლობაში მცირმე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და მისი გამოყენება კვლავ ბოლოსკენ შეძლო.

სეტებს შორის შესვენებისას ფიშს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა მარჯვენა ფეხი ბოლომდე ვერ მოირჩინა. მიუხედავად ამისა, ამერიკელი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ცონგამ ორი ბრეიკი მიითვალა და მეოთხე მატჩბოლზე თავის სასარგებლოდ დაასრულა მატჩი.

ახლა, ფრანგი შეეცდება როჯერ ფედერერის ზედიზედ მესამედ დამარცხებას - წინა ორ გამარჯვებას მან ამ ზაფხულზე - უიმბლდონსა და მონრეალში მიაღწია. შვეიცარიელს გუშინ ყველაზე იოლი გასეირნება გამოუვიდა არგენტინელი ხუან მონაკოს წინააღმდეგ. საათნახევრის განმავლობაში ფედერერმა ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს. არადა, ეს მატჩი შეიძლება მეორე დღისთვის გადაედოთ.

ცენტრალურ კორტზე გაწელილი პროგრამის გამო ჩოგბურთელები კორტზე ადგილობრივი დროით 23 საათსა და 48 წუთზე გავიდნენ. წესების მიხედვით კი ორგანიზატორებს შუაღამის შემდეგ მოთამაშეების კორტზე გაშვების უფლება არ აქვთ. ჩოგბურთელებმაც შეიცოდეს მაყურებელი და მაქსიმალურად სწრაფად დაასრულეს შეხვედრა - ეს ფედერერის კარგი ფორმის დამსახურება იყო.

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22) 7:6(14), 6:4, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 20)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 7:5, 6:7(3), 7:5, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მონაკო (არგ) 6:1, 6:2, 6:0; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 11)-მარდი ფიში (აშშ, 8) 6:4, 6:7(5), 3:6, 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა