ჩოგბურთი
დევისის თასის ოთხგზის ჩემპიონის ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ალბერტ კოსტამ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანეთი 16-18 სექტემბერს, ქალაქ კორდობაში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

ამ მატჩში ესპანელთა ლიდერი იქნება მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი. "დიდი სლემის" ტურნირების 10-გზის ჩემპიონის გარდა, მასპინძელთა ღირსებას დაიცავენ: დავიდ ფერერი, ფერნანდო ვერდასკო და ფელისიანო ლოპესი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჯგუფის მეოთხედფინალში ესპანეთმა სტუმრად დაამარცხა აშშ-ის ნაკრები - 3:1, შარშანდელმა ფინალისტმა საფრანგეთმა კი 4:1 გაანადგურა გერმანია.

ესპანეთსა და საფრანგეთს შვიდჯერ უთამაშიათ დევისის თასზე და ჯერჯერობით ალბერტ კოსტას გუნდი წინ არის - 5:2. თუმცა მათი ბოლო შეხვედრა 2010 წელს, საფრანგეთის ქალაქ მასპინძლებმა 5:0 მოიგეს. ეს იყო მეოთხედფინალური ეტაპი.

ესპანეთს ოთხივე ტიტული XXI საუკუნეში აქვს მოგებული - 2000, 2004, 2008 და 2009 წლებში.

მეორე ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი სერბეთი და არგენტინა ითამაშებენ. მატჩი ბელგრადში გაიმართება.

ნახევარფინალების პარალელურად მსოფლიოს ჯგუფში გადასასვლელი მატჩებიც ჩატარდება. ერთ-ერთ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები შინ ბრაზილიას მიიღებს. ამ შეხვედრისთვის რუსების კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა შემდეგი ჩოგბურთელები გამოიძახა: მიხაილ იუჟნი, დმიტრი ტურსუნოვი, იგორ კუნიცინი და იგორ ანდრეევი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა