რომის სახელგანთქმულმა უნივერსიტეტმა "ტორ ვერგატამ" სერ ალექს ფერგიუსონი მიიწვია, რათა მისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა
რომის სახელგანთქმულმა უნივერსიტეტმა "ტორ ვერგატამ" სერ ალექს ფერგიუსონი მარადიულ ქალაქში მიიწვია, რათა მისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა. ბუნებრივია, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ შოტლანდიელი სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პასუხი გასცა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი თქმით, პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. გასაკვირი არ არის, რომ შეხვედრა სწორედ ფერგის მომავალ მემკვიდრეზე ლაპარაკით დაიწყო. ბოლო 10 წელიწადია, ამ შეკითხვას მას ხშირად უსვამენ. "ბოლო წლების განმავლობაში ხშირად მისვამდნენ შეკითხვას, ვის შეეძლო ჩემი შეცვლა "მანჩესტერ იუნაიტედში".

და მოვიდა დრო, როცა რამდენიმე მწვრთნელი, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, ფეხბურთიდან უკვე წავიდა. ასე რომ, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ახლაც ძალიან რთულია. ჩემი შემცვლელი უნდა იყოს გამოცდილი და ამასთან ისეთ ასაკში, რომ მუშაობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს.

ასეთი კანდიდატურა კი მე ნამდვილად არ მყავს. არ მყავს უპირველესად იმიტომ, რომ პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ. გირჩევთ ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნით თავს ნუ დაიღლით. მწვრთნელი ჯერ მე ვარ, ვიქნები ხვალაც და ზეგაც. არ ვიცი, შეიძლება მალევე წავიდე, შეიძლება კიდევ დიდხანს ვიმუშაო," - განაცხადა ვეტერანმა.

წარმოგიდგენიათ იტალიაში ვესლის სნეიდერის შესახებ შეკითხვა რომ არ დაესვათ? "სნეიდერი სქოულზის იდეალური შემცვლელი ნამდვილად არ არის. ჰოლანდიელი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის, ვისაც ჩვენ ვეძებთ. პოლთან ახლოს მხოლოდ ჩავი და ინიესტა თუ მოვლენ", - მიუგო შოტლანდიელმა და იქვე მეორე შეკითხვასაც უპასუხა:

"ჩემთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან ადვილია, რადგან მუდამ წინ ვიყურები. ზოგადად ძალიან მიჭირს ფეხბურთელებთან გამოთხოვება, განსაკუთრებით ისეთებთან, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მიხდება ამასთან შეგუება, რადგან ჩემი ვალია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩემს გუნდში და სხვაგანაც, რათა მოვნახო ისეთი, რომელიც წასულს ღირსეულად შეცვლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა