ბოიან კრკიჩი "ბარსელონადან" "რომაში" ახლახან გადავიდა და რომაელთა შემადგენლობაში ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია
ბოიან კრკიჩი "ბარსელონადან" "რომაში" ახლახან გადავიდა და "ჯალოროსის" შემადგენლობაში ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია, მაგრამ კატალონიური გრანდი უკვე ძალიან ენატრება, რასაც არც მალავს.

21 წლის თავდამსხმელი, რომელიც "ბარსას" აღზრდილია, რომში თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ ამბობს, "ბარსელონა" სულ სხვა იყო და "ნოუ კამპს" ვერაფერი შეედრებაო. კრკიჩი იმასაც აღიარებს, "ბარსაში" სათამაშო პრაქტიკა რომ მქონოდა, არასდროს არსად გადავიდოდიო.

"ბარსელონადან" ყველაფერი მენატრება, აბსოლუტურად ყველაფერი! - ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი "კატალუნია რადიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მენატრებიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები და ყველა, ვისაც "ბარსასთან" რაიმე შეხება აქვს. ზუსტად ვიცი, რომ ნოსტალგიის განცდა არც არასდროს დამტოვებს."

ამასთან, ბოიანი გულახდილად საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი აზრით "რომა" "ბარსასთან" ახლოსაც ვერ მიდის: "დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს კლუბი, რომელიც "ბარსელონასთან" თუნდაც ახლოსაა. "ბარსას" ყველაფრის მოგება უნდა და შეუძლია. "რომაც" ძალიან კარგი, ამბიციური გუნდია და ქალაქზე აღარაფერს ვამბობ - იტალიის დედაქალაქი გენიალურია, მაგრამ "ბარსელონა", კლუბიც და ქალაქიც, პირადად ჩემთვის სულ სხვაა."

თუმცა კრკიჩისთვის "ბარსელონა" უკვე წარსულია და ახლა მთლიანად რომაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. 11 სექტემბერს კი ალბათ მისი რომაული დებიუტიც შედგება - "ოლიმპიკოზე", "კალიარისთან" პირველ კალენდარულ შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა