ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლით, კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის ბოლომდე რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნების შანსი მიიღო
ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლით, ტურნირის შარშანდელმა ნახევარფინალისტმა კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის ბოლომდე რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნების ძალიან კარგი შანსი მიიღო. აშშ-ის ღიაზე მეოთხედფინალური ეტაპის დაწყებამდე WTA-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა:

1. კაროლინ ვოზნიაცკი - 8935

2. მარია შარაპოვა - 6226

3. ვიქტორია აზარენკა - 6055

4. ვერა ზვონარევა - 5920

5. ნა ლი - 5870

6. პეტრა კვიტოვა - 5530

7. ფრანჩესკა სკიავონე - 4775

8. კიმ კლაისტერსი - 4501

9. მარიონ ბარტოლი - 4225

10. ანდრეა პეტკოვიჩი - 4025

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის შემდეგ WTA-ის წლევანდელ კალენდარში მხოლოდ სამი დიდი ტურნირია დაგეგმილი - ტოკიოში, პეკინსა და სტამბოლში (წლის შემაჯამებელი ტურნირი).

წვიმის გამო გაუქმებულ დღეს ვოზნიაცკიმ გართობა გადაწყვიტა და ესპანელი რაფაელ ნადალი გააჯავრა, რომელსაც კვირას, პრესკონფერენციის დროს კუნთი დაეჭიმა და მაგიდის ქვეშ შეძვრა. დანიელმა ასევე პრესკონფერენციაზე ნადალის პაროდია შეასრულა - სკამიდან იატაკაზე ჩაფოფხდა და ტკივილისგან იმანჭებოდა.

ამასთან, ვოზნიაცკიმ იმედი გამოთქვა, რომ მას სწორად გაუგებენ და ამ საქციელს ბოროტ ხუმრობად არ შეაფასებენ.

"პრესკონფერენციაზე საკუთარ თავს ოდნავი გართობის უფლება მივეცი. იმედია, ყველა ხვდება, რომ არავის წყენა არ მქონდა ჩაფიქრებული. უდიდეს პატივს ვცემ რაფას და აღრფთოვანებული მისი მიღწევებითა და თამაშით", - დაწერა "ტვიტერზე" მსოფლიოს პირველ ჩოგანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა