დევისის თასის ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი სერბეთის ნაკრები არგენტინას ბელგრადში საჩემპიონო შემადგენლობით დაუხვდება
გუშინდელ ნომერში გაგაცანით დევისის თასის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა. მოგვიანებით ამ ეტაპზე გასული დანარჩენი სამი გუნდის ხელმძღვანელთა არჩევანის შესახებ გახდა ცნობილი.

მოქმედი ჩემპიონი - სერბეთის ნაკრები საჩემპიონო შემადგენლობით დაუხვდება ბელგრადში არგენტინას. მასპინძელთა კაპიტნის ბოგდან ობრადოვიჩის განკარგულებაში ყველა ის ჩოგბურთელია, ვინც შარშან ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვა ისტორიული პირველი ტრიუმფი. ესენი არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი, იანკო ტიპსარევიჩი და ნენად ჟიმონჟიჩი.

შემადგენლობა დაასახელა სერბების მეტოქის - არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ტიტო ვასკესმა. ამ შემთხვევაშიც შემადგენლობა ოპტიმალურია.

ბელგრადში მიემგზავრებიან: ხუან მარტინ დელ პოტრო, დავიდ ნალბანდიანი, ხუან მონაკო და ხუან იგნასიო ჩელა. ოთხივეს უკვე შეუძლია მზადება დაიწყოს მომავალი ნახევარფინალისთვის, რადგან ისინი გამოეთიშნენ ამერიკის ღია პირველობას. სერბებს კი "დიდი სლემის" ბოლო ტურნირის მეოთხედფინალში ორი წარმომადგენელი ჰყავთ - ჯოკოვიჩი და ტიპსარევიჩი, რომლებსაც გუშინ, გვიან ღამით უნდა ეთამაშათ ერთმანეთში.

შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე სერბებმა სტუმრად გაანადგურეს შვედეთის ნაკრები - 4:1, არგენტინამ კი ასევე იოლად ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა. სამხრეთამერიკელებს ჯერ არასოდეს მოუგიათ დევისის თასი, თუმცა სამჯერ - 1981, 2006 და 2008 წლებში ითამაშეს ფინალში.

სერბეთსა და არგენტინას ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშიათ.

ოპტიმალური შემადგენლობით ჩავა ესპანეთში საფრანგეთის ნაკრები. პირველად წლევანდელ სეზონში ამ გუნდის კაპიტანმა გი ფორჟემ საუკეთესო ჩოგბურთელების შეკრება მოახერხა. ფრანგების ოთხეული ასე გამოიყურება: გაელ მონფილსი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი და რიშარ გასკე. ოთხივენი ATP-ის რეიტინგის TOP15-ის წევრები არიან. სათადარიგო მოთამაშეები იქნებიან მიკაელ ლოდრა და ჟულიან ბენეტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა