შემოგთავაზებთ მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდებსა და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს
მსოფლიოს ერთი და ჩემპიონატების ოთხი რეკორდი, 41 ეროვნული რეკორდი და სხვა სტატისტიკური მონაცემები ტეგუში დასრულების მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ.

1 - პირველად თავის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგეს გრენადისა და ბოტსვანის ნაკრებებმა. თანაც ორივე ტრიუმფი 400 მეტრ დისტანციაზე შედგა. კაცებში გაიმარჯვა გრენადელმა კირანი ჯეიმსმა, ქალებში - ბოტსვანის წარმომადგენელმა ამანტლე მონტშომ.

1 - პირველად ქალთა მარათონში ყველა მედალი ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. პოდიუმის სამივე საფეხურზე კენიელები ავიდნენ.

2 - ორ სპორტსმენს ჩამოართვეს მედალი. 110 მეტრზე თარჯრბენში დაირონ რობლესმა დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ გარბენის დროს ხელით შეეხო ლიუ სიანს. მას ოქრო მედალი დათმობა მოუწია. იმანე მერგას ბრინჯაოს მედალი კი იმის გამო წაართვეს, რომ 15 მეტრი ბილიკის მიღმა გაიბრინა.

2 - ვივიან ჩერუიოტი მეორე ქალია, ვინც ერთ ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა 5000 და 10000 მეტრს დისტანციებზე. ადრე იგივე გააკეთა ტირუნეშ დიბაბამ.

4 - ტეგუში მსოფლიოს ჩემპიონატების ოთხი რეკორდი დამყარდა. მათი ავტორები გახდნენ: მარია აბაკუმოვა, ვალერი ადამსი, სალი პირსონი და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკის მამაკაცთა ნაკრები, რომელმაც თან მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.

4 - დუაიტ ფილიპსმა მეოთხედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული სიგრძეზე ხტომაში. ტექნიკურ სახეობებში მასზე მეტი ოქრო მოგებული აქვს სერგეი ბუბკასა (6) და ლარს რიდელს (5).

8 - მსოფლიოს ჩემპიონატის რვა ოქრო აქვს მოგებული ელისონ ფელიქს. 25 წლის ამერიკელი მორბენალი ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია. ტეგუში ფელიქსმა ორი ესტაფეტა მოიგო (4x100 მ და 4x400 მ), აგრეთვე ვერცხლი და ბრინჯაო მიიღო 200 და 400 მეტრზე გარბენებში.

11 - ამდენმა მძლეოსანმა შეინარჩუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული: ბოლტი (200 მ), კემბოი (სტიპლჩეზი), კირუი (მარათონი), ბორჩინი (20 კმ სიარული), ფილიპსი (სიგრძე), ჰარტინგი (ბადრო), ჰარდი (ათჭიდი), ჩერუიოტი (5000 მ), კანისკინა (20 კმ. სიარული), რიზი (სიგრძე), ადამსი (ბირთვი).

18 - ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩინეთმა პირველი ოქრო მოიპოვა ტექნიკურ სახეობებში - იანფენ ლიმ მოიგო ბადროს ტყორცნა.

18 - ამ ასაკში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი გრენადელმა კირანი ჯეიმსმა. ის ამ პირველობის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

20 - პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერც ერთი ამერიკელი ვერ მოხვდა მამაკაცებს შორის ბირთვის კვრაში პოდიუმზე. ამასთან, ასევე ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ის ნაკრებმა მოიპოვა მედალი სიმაღლეზე ხტომაში - პირველ ადგილზე გავიდა ჯესი უილიამსი.

28 - მო ფარა პირველი ევროპელია ბოლო 28 წლის განმავლობაში, ვინც 10 ათას მეტრზე გაიმარჯვა. 1983 წელს, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე პირველი მივიდა ფინიშთან ირლანდიელი იმონ კოგლანი.

28 - სამხტომში გამარჯვებულმა, ამერიკელმა კრისტიან ტეილორმა 28 სანტიმეტრი დაუმატა პირად რეკორდს. მისი საბოლოო შედეგი - 17,96 მეტრი - საუკეთესოა მსოფლიოს ჩემპიონატებზე 1995 წლის შემდეგ, როცა ჯონათან ედვარდსმა დაამყარა რეკორდი.

31 - ამდენმა ათლეტმა პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო.

31 - ამ ასაკში კარმელიტა ჯეტერმა პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატების ინდივიდუალური ოქრო. ამერიკელი 100 მეტრ დისტანციაზე ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა.

41 - ამდენმა ქვეყანამ მოიპოვა მინიმუმ ერთი მედალი.

100 - სიმაღლეზე მხტომელმა ბლანკა ვლასიჩმა მეასე სტარტი ჩაატარა კარიერაში, რომელშიც ორმეტრიანი სიმაღლე დაძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა