სასწავლებელს სტანდარტული (96/63 მ) ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედანი შეემატა
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონია, მანანა სანაძე, მაგრამ ისეთ საქმეებს აკეთებს, ბევრ მამაკაც რექტორს შეშურდება. სასწავლებელში მანამდეც იყო საფეხბურთო მოედნები და სპორტული დარბაზები, რომელთაც ახლა სტანდარტული (96/63 მ) ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედანი შეემატა. ამავე დროს ამუშავდა ოთხი საშხაპე, დარბაზი გათბობით...

"გეპეიში" ეს სტადიონი ადრეც მოაწყვეს, მაგრამ მოედანი ისე გაფუჭდა, მტრისას... დიდი ხანია, მუშაობს საფეხბურთო სკოლა "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი", რომლის სპორტული დირექტორიც გივი ნეფარიძეა. სკოლაში მუშაობენ ლიცენზირებული მწვრთნელები ზაზა დიდებაშვილი, ლევან ანდღულაძე, პაატა კირთაძე, ირაკლი გორგოშიძე, გოჩა ერაძე, გია ბუაძე.

სკოლის გუნდი ჭაბუკთა ლიგაზე "ვიტ ჯორჯიას" სახელით გამოდიოდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მალე საკუთარი საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბონ და რეგიონულ ლიგაში იასპარეზონ - ესეც ქალბატონი მანანას ინიციატივაა.

გუშინ, სტადიონის გახსნის შემდეგ, მანანა სანაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და დაინტერესდა, როგორ, რა ფორმით შეიძლება ფედერაციისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა, ფიფა-უეფას პროგრამებში უნივერსიტეტს მონაწილეობა, ურთიერთდახმარება...

"გვაინტერესებს, რა სახით შეგვიძლია ფიფა-უეფას პროგრმებში მონაწილეობა, რათა მიზნობრივი დაფინანსება სკოლისა და, აქედან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმაროთ. უეფასა და ფიფას სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩვენს აუდიტორიებს დაგითმობთ. ცხადია, გვაინტერესებს სტადიონის ხარისხის შეფასება, რა დონის ტურნირების მასპინძლობის უფლებას მივიღებთ და ბევრი სხვაც. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ფეხბურთი წამყვანი სახეობაა და ვალდებულნი ვართ, სტუდენტებში მის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ", - თქვა რექტორმა.

"მიხარია, რომ სასწავლებელი ფეხბურთით დაინტერესდა და სტადიონი განაახლეთ. ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდება, თუ სტადიონები და მთლიანად ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესდება.

ჩვენი თანამშრომლობის შესახებ უფრო დეტალური მსჯელობისთვის ვთხოვ გრიგოლ ცაავას, შეგხვდეთ და მოილაპარაკოთ. შემოგვთავაზეთ კონკრეტული წინადადებები, როგორ შეგიძლიათ ჩვენს პროგრამებში მონაწილეობა ისე, რომ სწავლების პროცესში პრობლემები არ შეიქმნას, რომ ეს იყოს წმინდა საფეხბურთო და ფედერაციასთან დაკავშირებული პროექტები", - განაცხადა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა