ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან დრამატულ მატჩში 63:65 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან დრამატულ მატჩში 63:65 დამარცხდა

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. ვილნიუსი. F ჯგუფი
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. ვილნიუსი. F ჯგუფი.

საქართველო-მაკედონია 63:65

(12:13, 14:16, 18:25, 19:11)

საქართველო: გამყრელიძე (1), ვ.ბოისა (4), ა. ბოისა, ფაჩულია, ცინცაძე (1), შერმადინი (1), ფარღალავა, მარკოიშვილი (8), ჰეინსი (6), სანიკიძე (15), შენგელია (7), ცქიტიშვილი (20).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მაკედონია: მირაკოვსკი, ილიევსკი (6), სოკოლოვი (3), მაკალები (27), ვ. სტოიანოვსკი (8), დ. სტოიანოვსკი (4), სიმონოვსი, გეჩევსკი (4), ანტიჩი (8), დიმცევსკი, ჩეკოვსკი, სამარძინსკი (5)

მწვრთნელი: მარინ დოკუზოვსკი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა მაკედონიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო

ძალზე დრამატულ მატჩის კულმინაცია შეხვედრის დასრულებამდე 16 წამით ადრე ნიკოლოზ ცქიტიშვილის მიერ შესრულებული ორი ზუსტი საჯარიმო გახდა, რომლის დროსაც ანგარიში 63:63 გახდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი კალათბურთელებისგან შეუჩერებელმა ბო მაკალებიმ ამჯერადაც გაიბრწყინა და ორქულიანით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თამაში იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა არცთუ ურიგოდ დაიწყეს, თავიდან დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ინიციატივა დათმეს და პირველი მეოთხედი ერთქულიანი სხვაობით დათმეს. თითქმის იმავე სცენარით წარიმართა მეორე მეოთხედიც და ქართველი კალათბურთელები დიდ შესვენებაზე მეტოქესთან 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეტოქემ მესამე მეოთხედიც თავის სასარგებლოდ (25:18) დაამთავრა და სხვაობამ ათ ქულას შეადგინა. შეიძლება ითქვას, მაკედონიელთა გუნდში გამორჩეული სწორედ ზემოთ ხსენებული მაკალები იყო, რომელმაც ჯამში 27 ქულას მოუყარა თავი.

ბოლო მეოთხედი კოკოშკოვის შეგირდებმა ძალიან კარგად დაიწყეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, თუმცა როგორც მთელ მატჩში, ისე შეხვედრის ბოლო წამებზე მაკალების შეჩერება ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნა შემატა. 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ვიქტორ სანიკიძემ.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი ზეგ, 10 სექტემბერს, ფინეთის ნაკრებთან გამართავს, რომელიც დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღის ბოლოს სლოვენიის ნაკრები ბერძნებს ეთამაშება.

• zviadi

პირშიდაც ვეტყვი სათითაოდ თუ მომეცემა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა შენ არხეინად იყავი. ცუდია რეალობის გრძნობა რომ დაკარგე. მაგრამ არა უშავს დრო ყველაფრის მკურნალია. 16 წამი რომ არის დარჩენილი და ერთადერთ კალათბურთელს ვერ დააკავებს გუნდი ჯარიმით ნაკრები კი არა ნახიკია ამას ნებისმიერი გუნდი მოახერხებდა საქართველოს ჩემპიონატიდან. ამხელა ლოკაუტში ნატურალიზებულ კალათბურთელს რომ მოიყვან და ძირითადში ადგილს ვერ მიუჩენ ეს ნახირი კი არა ღალატია ყველას წინაშე. სწორი დასკვნების გამოტანა ვისწავლოთ ხალხო და ნუ იქნებით სხვისი თოჯინები. რაც გუშინ ნაკრების თამაშზე შეიგინებოდი ჩემო ზეზვა მიდი და პირში უთხარი. ძოძუაშვილზე რომ ირონიით ისაუბრებ ფეხბურთიც ფეხებზე გკიდია მაშინ და კალათბურთიც.

• ზეზვა

ზვიად, ამათ მწვრთნელადაც ძოძუაშვილი ხომ არ დავნიშნოთ? :) თუ ეგ იქ არის ქეცბაია ყველაფერში დამნაშავე, თორემ აქ ნაკრებია ნახირი? (ეს შენი მოსაზრებებია - ჩემი არავის ეგონოს :)) სამარცხვინოა ეგეთი კომენტარები. მაინცდამაინც თავს თუ ვერ იკავებ, მიდი და პირში უთხარი რომელიმეს, ნახირი ხართო. :) მადლობა ნაკრებს იმისთვის, რაც უკვე გააკეთა! (უიჰ, წამომცდა :)) პ. ს.: საა, საინტერესო მოსაზრებაა.

• დავითი (საბერძნეთი)

თორნიკე ნეტა უმრავლესობა შენნაირად ფიქრობდეს ძმაო,სამწუხაროდ ან ლანძღავენ ან კიდე ადიდებენ,ლოგიკურად არავინ აფასებს!

• irina

სანამ სპორტის ძალით თამაში არ მოიშლება და ყველაფერს პაკაზუხის და რუსების ჯინაზე გაკეტებას არ მოვრჩებით მუდამ ესეთი უსუსურები ვიქნებით,მატრაბაზები და დიდ ენიანები, საცოდავი ქუმარიტაშვილი მახსენდება ციგაზე უკუღმა რომ დაჯდა და ნაცმოძრაობის გასახარად თავი თვითმკვლელობაზე წავიდა

• oldcoyot

ვერაფერი გამიგია...ერთი ნაკრებს ნახირს უწდებს, მეორე ამ ქვეჯგუფში 3 მგების მქონე გუნდს ყველაზე სუსტს,მესამის აზრით საერთოდ გუნდიც არ ყოფილა ნაკრები,მეოთხე უკვე რაგბისტებს ემუქრება?!...ერთი მაინტერესებს ბატონებო,თავად თქვენ როგორ ასრულებთ საკუთარ მოვალეობას, ან დაფიქრდით ქვეყნისა თუ ხალხის გასახარად რამე თუ გაქვთ გაკეთებული.ერთი ის შეგიძლიათ რეალურად, რომ ეროვნულ ნაკრებებს უგულშემატკივროდ,მუდამ!აგებს თუ იგებს,ულხინს თუ უჭირს,ძლიერია თუ სუსტი,თქვენ კი ამის ნორმალურად გაკეთებაც კი არ შეგიძლიათ ან არ გინდათ...ერთი კრიტიკა იცით,ლანძღვა და ჭკუის სწავლება... მართალი გითხრათ მომბეზრდა ეს დომხალი და ვაიკომენტარების კითხვა. ფეხბურთელთა ნაკრების უსახური თამაშების ყურება მირჩევნია სტადინზე აქ შემოსვლას და ნერვების შლას.გემშვიდობებით.ჩვენს ყველა ეროვნულ ნაკრებს და მათ ნამდვილ გულშემატკივარს გაუმარჯოს!

• Tornike

ხალხნო, მესმის, რომ ჯერ ძალიან ბევრი ხარვეზია და ამას სასწრაფოდ გამოსწორება ჭირდება, მაგრამ ნუ ვიქნებით არაკონსტრუქციულად კრიტიკულები. სად ვიკავიტ 3-4 წლის წინ? B დივიზიონში. სად მოვხვდით შარშანწინ? A დივიზიონში. სად მოვხვდით შემდეგ წელს? ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეხლა სად ვართ? საუკეთესო 12-ეულში - ანუ ყოველ ეტაპზე პროგრესია. შემთხვევით გუნდები ასეთ დონეზე ვერ ხვდებიან, უბრალოდ არასერიოზულია ეს შემთხვევითობას დავაბრალოთ. საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა და კონსტრუქციული კრიტიკა.

• lady gaga

daviti - გეთანხმები, ეგ ტოტალიტარული ქვეყნების თვისებაა - პირობითი წარმატებები სპორტში და ვიღაცა ხარა-ხურა ოფიციოზი ტრიბუნებზე :(((

• lady gaga

საბერძნეთელი დავითის ოპტიმიზმი მახარებს. მიდი ძმაო, იხარე. მეც დავწერა მეგრები არიან მეთქი, მაგრამ შენი კომენრატები იმენნა ვულგარულად პატრიოტულია :( ეგრე არ შეიძლება.

• daviti

ეს ჩვენი მთავრობა და პარლამენტი,ამდენ ფულს ჩარტერით ლიტვაში გულაობაში რომ ხარჯავს,ამის მაგივრად ფული ერთ კარგ ამერიკელში დაეხარჯა და ნორმალური გამთამაშებელი გვყოლოდა არ ჯობდა?ერთმა გამაკედონებულმა ამერიკელმა არ მოგვიგი დღეეს?ამ ნბაში ლოკაუტის დროს ნუთუ არ შეიდლებოდა ვინმეს მოძებნა?

• დავითი (საბერძნეთი)

ტურნირზე პირველად თამაშობს გუნდი და ევროპა აალაპარაკა,ამასწინათ ერთმა ქაჯმა კრიზისში მყოფი ბანჯგვლიანები უწოდა ჩემს მეგობრებს,რუსეთის თამაშის მერე რო მოეწონათ ნაკრები,ბიჭებისთვის რო მეთქვა არ დამიჯერებდნენ,მის მაგივრად მე შემრცხვა

• saa

14წამზე ჯარიმა უნდა აეღოთ.მწრთვნელის შეცდომააბ

• benga

детский мат-ის მაგივრად дестий мат დამეცერა...

• benga

ვეტანხმები ლევანის!გულიტ იტამასჰეს,მაგრამ დიდი ცუნი იკო. 3ქულიანების სასტიკი პრობლემა,ნერვიულობა და უამრავი ხარვეზი გადაცემებსჰი.ზაზას გარესჰე გუნდი არაა. მტავარი- 15ცამი რცჰებოდა და იკო ფრე.კველა საკალატბურტო კანონიტ არ უნდა მიეცად სჰეტევა,უნდა დაჯარიმებულიკვნენ რომ გაცჰერებულიკო დრო,იმის იმედიტ რომ ბოლო სჰეტევა ცჰვენი ყოპილიყო. ამატ ტავისუპლად გაუსჰვეს სჰეტევა და მიიგეს საკალატბურტო дестий мат! ეს იკო კველაზე დიდი ტაქტიკური სჰეცდომა. სჰანსს ბოლომდე უნდოდა გამოკენება.

• levani kaxeti

ჩვენში საუბედუროდ დამკვიდრდა ასეთი ავადმყოფური ტენდენცია. კარგზე ცუდი ვთქვათ და ცუდზე კარგი; სამარცხვინოდ წაგებული ომი მოგებულად გავასაღოთ, შიმშილით რომ ბავშვები იხოცებიან, და არნახულ ეკონომიკურ წინსვლაზე გვაკვრევინებენ ტაშს,ქვეყანა ახალგაზრდებისაგან დაიცალა და გვარწმუნებენ, უკან ბრუნდებიანო, და ა.შ. იგივე ხდება სპორტშიც; ფეხბურთელები მთელ მსოფლიოში თავს გვჭრიან, და წინსვლა გვაქვსო, გვარწმუნებენ; კალათბურთელები თამაშს თამაშზე აგებენ და, გმირები არიანო, გვიმტკიცებენ; ხალხნო, სანამ არ ვისწავლით ობიექტურ შეფასებას და ყველაფერს თავის სახელით არ მოვიხსენიებთ, არაფერი გვეშველება, ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა მაამებლური სტატიები კი არ უნდა წერონ, არამედ განგაშის ზარები უნდა დაარისხონ, რომ მომდევნო თამაშებზე გუნდებმა გაითვალისწინონ, მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი ობექტურობით მივაღწევთ შედეგს, სხვანაირად საქმე არ გამოდის, მგონი ვხედავთ ამას ყველა. და კიდე ერთი: გუნდი რომელიც ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ლიდერზე, არის დამოკიდებული, ჩემი აზრით არ ვარგა.

• zag

ტატო-ს ვეთანხმები და ზვიადისაც მესმის... ეს ტელევიზორი კიდევ მაინც არ გამტყდარიყო((((((

• tato

zviadi!!! გეთანხმები ძმაო, შენ როგორ ფიქრობ მე მომწონა დღეს ბიჭების თამაში??? არა ძმაო, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის რისთვისაც დაიმსახურეს და ვაკრიტიკოთ იმისთვის რისთვისაც დაიმსახურეს და არა ნახირი და კიდევ სხვა რაღაცეები ვუძახოთ, ჯანსაღი კრიტიკა მეგობარო!!!! არც ის შეიძლება ხელი ვკრათ და ყველაფერი წყალში ჩავუყაროთ. მაკედონიამ ძმაო ხორვატია ჯგუფში ჩატოვა, რა ქნან ეხლა ხორვატებმა თავისი გუნდი მიწასთან გაასწორონ და ნახირი უწოდონ???? ლიტვამ ესპანეთთან 30 ქულით წააგო, რა ექნა გულშემატკივარს მიწასთან გაესწორებინა???? დღეს რომ ზაზა გვყოლოდა ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით, დაიმტვრა ძმაო ნახევარი გუნდი ესეც ხომ გასათვალისწინებელია!!!!! მაკედონია კიდევ არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი.. გეთანხმები ბევრი შეცდომაა მაგრამ ეს მოაქვს გამოცდილებას, რომელიც ჩვენს ბიჭებს არ აქვთ... ასე რომ ჯანსაღი კრიტიკა ძმაო, ყველაფრისთვის ხაზის გადასმა არ შეიძლება, ისიც გაითვალისწინეთ 1 წლის წინ სად ვიყავით სადღაც ბ დივიონში და დღეს სად ვართ,ეს მათი დამსახურებაა.

• giorgi giorgadze

მაკედონია არაფერი რომ არაა მისი ნატურალიყებული გამტამაშებლის გარეშე ხომ კარგად ვნახეთ! და დროა გადადგეს ბესიკ ლიპარტელიანი!!!!!!!!!!! ყველა გუნდის საუკეთესო თუ არა 2ე მოთამაშე მაინცაა ნატურალიზებული, აი ჩვენი დეგენერატი კიდე სასტარტოშიც ვერ ხვდება და თამაშს აფუჭებს! მე თუ მტყუანი ვარ მითხარით ყოჩაღ ბიჭებო, ნამდვილად იბრძოლეს და ამდენ ბურთს რომ კარგავენ იმის ბრალია რომ გამთამაშებელი არ გვყავს!!! და გავაგებინოთ იქნებ ბესიკ ლიპარტელიანს რომ ჩვენ გამთამაშებელი ზანგი გვჭირდება და არა ქუჩის მოთამაშე როგორიც ჰეინსია და მოეშვას ფულის კეთებას ამ ვითომ გაქაჩვებით. მისი მაფიოზობით ჩვენი ბიჭები იჩაგრებიან!!!

• lady gaga

მაგრები არიან. მთავარი მოგება არ არის. მთავარი ისაა, რომ არსებულ რეალობაში რაც შეუძლიათ აკეთებენ და ცდოლობენ. ისე 6-დან 4-ს რომ წააგებს ნაკრები, ევროპაზე არ უნდა თამაშობდესო, მაგარი კომენტარი იყო :) ვიიიიიიიშ, როგორც ერთი ტელეწამყვანი იძახის.

• zviadi

ჩემო ტატო ჯერ იყო და ევროპაზე შემთხვევით მოვხვდით, მერე იყო და შემდგომ ეტაპზე შემთხვევით გავედით. დღეს იყო და ერთმა კაცმა მოუგოთ თამაში რა გმირობაზე მესაუბრები. ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან კი არა ვიდრე სიმართლეს არ გავუსწორებთ თვალებს და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ არაფერი გვეშველება. რაგბისტებიც თუ ამდენ შეცდომებს დაუშვებენ მაგათზეც იგივეს ვიტყვი. ისე მაქვს ნერვები დაწყვეტილი დარწმუნებული ვარ თქვენც კიდევ კარგად ვსაუბრობ მაგათ უნიათობაზე და უაზრო შეცდომებზე. კომენტატორმაც იგივე გაიმეორა ან თქვენ რას იწყვიტავთ ნერვებს ან ჩვენ რას გვაწყვიტავთო. დამიჯერეთ რაც უფრო კრიტიკულები და მაქსიმალისტები ვიქნებით მაქსიმუმს თუ არა მინიმუმს მაინც მივიღებთ.

• levani kaxeti

ამნაირი უხარისხო გუნდი ამ ჩემპიონატზე ერთი ბულგარეთი იყო და იმასთანაც კაი გვარიანი ანგარიშით წავაგეთ; შემთხვევით, სხვისი დახმარებით და სხვისი "ხარჯით" გავძვერ-გავხოხდით და ლამის გმირებად შევრაცხეთ ეს ჩვენი ქარაქუცა კალათბურთელები, იმდენი ილაპარაკეს, აქეს და ადიდეს ჩვენმა ჟურნალისტ-სპეციალისტებმა, რომ ამ საცოდავებს თავი მართლა გუნდი ეგონათ; აი შედეგიც, ამდენ შეცდომას ვინ გაპატიებს ევროპის ჩემპიონატზე, ახლა, არც მაკედონია იყო დღეს ფორმაში, თორემ გენახათ ჩვენი შერცხვენა, მაგათ ბერძნებს არ აპატიეს შეცდომები, როცა საბერძნეთს ჩვენზე ათჯერ კარგი გუნდი ჰყავთ.კაცო, ფაქტიურად ერთმა შავმა კაცმა დაამარცხა ჩვენი გუნდი, აი ჩვენი შავტუხა კი რაღაც არ ჩანდა. ან ეს კონტრშეტევაზე სწრაფი გადასვლა რა გახდა კაცო, ისე დინჯად და არხეინად მიიზლზნებოდნენ, თითქოს ჭიგოს საჭრელად მიდიოდნენ სოფლის ჭალაში. ერთი სიტყვით, უიმედო აუტსაიდერები ვართ და ვაღიაროთ; გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ექვსი თამაშიდან ოთხს წააგებს, ის არ არის ღირსი ჩემპიონატზე თამაშისა.

• anatoli

თავდადება კარგია იცოცხლე ჟინიც მაგრამ პატარაბავშვივით ბურთის დაკარგვა არ შეიძლება ყოველ თამაშში 20-ზე მეტი შეცდომა დაბალ დონეზე მეტყველებს. რას ნიშნავს მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის გაიყვანეთ ჩემპიონატის რომელიმე გუნდი და ისინიც თავდადებით ითამაშებენ. კლასია ძამიკო მთავარი კლასი და სწორი დასკვნების გამოტანა. ბურთის უაზრო დაკარგვას ფარში მაინც ესროლე შეკაცო არ ჯობია. არა რა ბევრი აკლიათ ბევრი. თანაც მაკედონია ყველაზე სუსტი გუნდი იყო.

• tato

zviadi!!!! მაპატიე ძმაო შენ თუ იგივე ზვიადი ხარ ვინც დღეს ფეხბურთზეც წერდა მინდა მოგმართო: ქართული ფეხბურთი არ გევასება, ქართული კალათბურთი არ გევასება, შენ მემგონი ჩასაფრებული ხარ და ხარვეზებს ეძებ, კალათბურთელებზე ცუდი ვის უნდა მოუბრუნდეს, ბიჭები გმირები არიან, 12 გუნდში მიოხვდნენ, ფაჩულია გუნდის კაპიტანი და ჯიგარი დაემტვრათ, არც ეს ეყოთ და ცინცაძეთ დაიმტვრა, და მაინც ჯიგრებმა ბოლომდე იბრძოლეს იმ გუნდთან რომელმაც საბერძნეთს გადაურა. ჯიგრები არიან, მემგონი შენ მალე რეგბისტებზეც დაწერ ღმერთმა ნუ ქნას და ინგლისთან რომ წააგონ ნახირიაო. ძმაო ცოტა თვალი გაახილე და არ გინდა ეს ჩასაფრებულ პოზაში ყოფნა და მინუსების მოძებნა. გეყოს.... ჩვენი კალათბურთელები არიან ჯიგრები და ძაან მაგრბი.

• oldcoyot

ნეტა ასეთივე ბრძოლის ჟინი ქჰონდეთ ფეხბურთელებსაც:(.დაცვაში თამაში კარგათ ისწავლეს ბიჭებმა, ცოტა მეტი სროლის სიზუსტე და შეტევითი კომბინაციების დამუშავებაც და ერთერთი საუკეთესო ნაკრები გვეყოლება.მადლობა თითოეულ კალათბურთელს ასეთი თავდადებისათვის.

• zviadi

არავის წამოცდეს მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვისო უბანძესი ნაკრები გვყავს ნაკრები კი არა ნახირია.

• zviadi

მართალია რა ზაზა ფაჩულია და სხვები ზუსტი შეფასება ჩვენი ნაკრების.

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა