ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მომაბეზრებელი სტაბილურობა

მომაბეზრებელი სტაბილურობა

ამ ბოლო დროს ინგლისის პრემიერლიგაში პოპულარულები გახდნენ "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემიც"
ზოგადად ყველგან ასე ხდება. თუკი ინგლისური პრემიერლიგის კლუბებზეა ლაპარაკი, ყველაზე ხშირად "დიდი ოთხეულის" წევრებზე იწერება, რადგან მათ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ მთელ მსოფლიოში. ამ ბოლო დროს ასევე პოპულარულები გახდნენ "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემიც".

თუმცა ინგლისური ფეხბურთი არ არის მხოლოდ "დიდი ოთხეული", პლუს აღნიშნული ორი კლუბი. დღეს ჩვენ გვინდა სტატია "ევერტონზე" შემოგთავაზოთ. "გუსისონ პარკის" მკვიდრებზე ეს ნაშრომი უცხოურ სპორტულ ვებგვერდზე ვნახეთ.

მთელი ზაფხული სიტუაცია "გუდისონ პარკზე" გვაგონებდა ოკეანეს აბსოლუტური სიწყნარის დროს, მაგრამ ამის მიუხედავად გემი სახელად "ევერტონი" მაინც სერიოზულად შეირყა. გაუგებრობა მერსისაიდის ლურჯ ნაწილში მაშინ დაიწყო, როცა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ბილ კენრაიტი "ევერტონის" გულშემატკივრებს შეხვდა.

"სახალხო კლუბი" ხომ ერთ-ერთი ყველაზე პასიური იყო სატრანსფერო ბაზარზე. სხვა რა შეიძლება ითქვას, როცა მთელი ზაფხული კლუბს "სპორტინგიდან" ერიკ დირის მეტი არავინ დაუმატებია და ისიც იჯარით. მხოლოდ ბოლო დღეებში მოხერხდა როისტონ დრენტესა და დენის სტრაკალურსის გადაბირება და რაც მთავარია, მათიც იჯარით. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ფონზე დევიდ მოიესი და ბილ კენრაიტი დუმდნენ.

ამ დროს "ევერტონის" გულშემატკივრები შურით ტუჩებს ილოკავდნენ, როცა ხედავდნენ, იმას, რაც ლივერპულის წითელ ნაწილში ხდებოდა - მათი გუნდის შემადგენლობა ხომ რა ხანია, სერიოზულად არ გადახალისებულა. "ევერტონი" ხომ ბოლო წლებში მეტნაკლებად სტაბილურად ინარჩუნებს შემადგენლობას.

დუმილი კლუბის ადმინისტრაციის მიერ ორი კვირის წინ დაირღვა და რაც ითქვა, ნამდვილად არ გამოუწვევია დადებითი ემოციები. კენრაიტი გამოტყდა, რომ ამ ეტაპზე გაყიდული ფეხბურთელებისთვის მიღებული თანხების ახალ მოთამაშეებში დახარჯვის უფლებას კლუბი საკუთარ თავს ვერ მისცემდა, რადგან ბანკი მათგან ვალების დროულად დაფარვას ითხოვდა. საქმე ის არის, რომ "ზამბახების" ვალი 45 მილიონ ფუნტს უდრის.

ბუნებრივია, ამ პირობებში შემადგენლობის რაიმენაირ გაძლიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ბანკი კლუბისთვის დამატებით თანხების გამოყოფაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. სხვათა შორის, სტივენ პიენაარის გაყიდვით მიღებული ფული კლუბმა პირდაპირ მიმართა ვალის დასაფარად.

პრინციპში "ლურჯების" ფანები რაიმე დამაიმედებელის მოსმენას შეხვედრის დაწყებამდეც არ ელოდნენ. ისინი უკვე შეეგუვნენ, რომ კლუბი მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით საზრდოობს და შეეგუვნენ იმასაც, რომ დევიდ მოიესს ახალი ფეხბურთელის შეძენის შანსი მაშინ ეძლევა, როცა ძვირადღირებულ მოთამაშეს გაყიდის. დევიდს ტყუილად ხომ არ უწოდებენ გენიოსს? უკვე წლებია, ის შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში ახერხებს პრემიერლიგის ლიდერთა შორის დატოვებას.

ამ პირობებში ყველაზე მეტი ზეწოლა, რა თქმა უნდა, კენრაიტზე მოდის და ეს სამართლიანიც არის. თუმცა მან რამდენადაც არ უნდა მოინდომოს რადიკალურად სიტუაციის შეცვლა, არაფერი გამოვა. ყველაზე იოლი პირველივე მყიდველისთვის "ევერტონის" მიყიდვა იქნებოდა (სხვათა შორის მისტერ ბილმა უკვე განაცხადა, ერთი ასეთი შარლატანის წინადადება შორს დავიჭირეო), თუმცა რეალურად ეს არ არის გამოსავალი.

ძალიან ძნელია ადამიანის ნახვა, ვინც რეალურად არის დაინტერესებული კლუბის წარმატებებით. ყველას ხომ ისე არ უმართლებს, როგორც "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" - ჰკითხეთ "პორტსმუთის" ფანებს და გეტყვიან, როგორია უუნარო ხელმძღვანელების ატანა. ხოლო იქამდე, ვიდრე ღირსეული ინვესტორები არ გამოჩნდებიან, კლუბის მართვა ისევ და ისევ კენრაიტს მოუწევს. ის, რომ "ევერტონის" მყიდველი არ ჩანს, ამას ორი ძალიან გავლენიანი ქალბატონი ადასტურებს.

ესენი არიან ცნობილი ინგლისელი ფინანსისტი, წარსულში საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე, ახლა კი საინვესტიციო კომპანია "სეიმურ პირსის" ხელმძღვანელი კეიტ ჰარისი და საფინანსო-კონსალტინგური კომპანია "პისიპი კეპიტალ პარტნერსის" თავმჯდომარე ამანდა სტეივლი.

კლუბის მმართველებმა დაადასტურეს, რომ სამწვრთნელო შტაბმა ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას თავიდანვე დაადო ვეტო - ლეიტონ ბეინსი, ფილ ჟაგიელკა, მარუან ფელაინი და ტიმ ჰოვარდი, რადგან ისინი ულაპარაკოდ მიიჩნევიან გუნდის უმთავრეს აქტივებად.

რაც შეეხება "ზამბახების" კიდევ ერთ ლიდერ ჯეკ როდუელს, ვისი გადაბირებაც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" სურდათ, მასზე მოიესს არ უთქვამს ხელშეუხებელიაო. ახალგაზრდა ინგლისელი 20 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

მისი წასვლა არ მოჩანს ისეთ მომაკვდინებელად გუნდისთვის, რადგან მოიესისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ვერ იქცა. მით უფრო, რომ ბოლო სეზონში წინსვლა შეანელა. საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ გუნდი დატოვა არა როდუელმა, არამედ მიკელ არტეტამ.

ერთი შეხედვით ენა არ გვიბრუნდება ვთქვათ, რომ ეს დანაკლისი აუნაზღაურებელია-თქო... მიუხედავად ტალანტისა, ესპანელი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად იყო ტრავმირებული, თანაც ნახევარდაცვის ცენტრი ნამდვილად არ არის "ევერტონის" ყველაზე სუსტი ხაზი - გუნდს საკმაოდ ჰყავს ამ პოზიციაზე კარგი შემსრულებლები, თუმცა ეს მაინც ნახევრად თავის დამშვიდებაა. ისინი ვინც გუნდში რჩებიან, თამაშის სტილით მიკელისგან ძალიან განსხვავდებიან. ყველაფერს ისიც უნდა დავამატოთ, რომ მერსისაიდელებმა ესპანელში არცთუ ისე დიდი თანხა აიღეს.

საშიში სხვა რამ არის. ხომ არ იქცევა არტეტას გაყიდვა გემის ჩაძირვის პირველ საგანგაშო სიგნალად. მოიესმა უკმაყოფილება გამოხატა ბოლო მომენტში ფეხბურთელის გაყიდვის გამო, რადგან შემცვლელის მოყვანის კი არა ფიქრის დროც კი აღარ დარჩა, ვინ შეიძლებოდა ეყიდა მის ადგილას.

გუნდი დატოვა ასევე ორმა ფორვარდმა - ჯერემი ბეკფორდმა და იაკუბუ აიგბენიმ, ისინი "ევერტონის" დონეზე უბრალოდ ვერ "ქაჩავდნენ". მათ ადგილზე ერთადერთი თავდამსხმელი მოვიდა: არგენტინელი დენის სტრაკალურსი, მაგრამ განა ადაპტაციის პრობლემებისგან ვინმე დაზღვეულია? თავდასხმაში ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს.

ლუის საა საავადმყოფოში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ბაზაზე, ვიქტორ ანიჩებე ნამდვილად ვერ ბრწყინავს (გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიგერიელიც სერიოზულად დაიმტვრა.რედ), მაგე გაიეს კი დიდ შანსი აქვს, ბეკფორდისა და აიგბენის გზას გაჰყვეს.

მოიესს გულზე მალამოდ ეფინება 17 წლის როს ბარკლის თამაში, რომელიც ასაკის გათვალისწინებით უჩვეულოდ დაბრძენებულად თამაშობს. არტეტას შეცვლა ალბათ სწორედ მას დაევალება. საფეხბურთო ექსპერტები მას უკვე ასახელებენ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად. ბარკლი ალბათ უკვე ძალიან მალე მიიპყრობს მდიდარი კლუბების ყურადღებას.

ნადვილად არ იქნება გასაკვირი, თუკი "ევერტონი" მის მიმართაც ისეთივე პოზიციას დაიჭერს, როგორც რუდუელის მიმართ, როცა ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს ტრანსფერზე უარის თქმას.

შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, რა თანხას გამოუყოფენ მოიესს შემადგენლობის გასაძლიერებლად უახლოეს სატრანსფერო პერიოდში, ერთი კი უკვე ვიცით, შოტლანდიელს ნახევარდაცვისა და თავდასხმისთვის სურს ახალი სისხლის გადასხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა

ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა

"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ