რატომ არ ითამაშა "უიგან ატლეტიკის" ფრანგმა მარცხენაფლანგელმა 24 წლის შარლ ნ'ზოგბიამ პრემიერლიგის პირველ ტურში, "ბლექპულთან" შეხვედრაში?

რატომ არ ითამაშა "უიგან ატლეტიკის" ფრანგმა მარცხენაფლანგელმა 24 წლის შარლ ნ'ზოგბიამ პრემიერლიგის პირველ ტურში, "ბლექპულთან" შეხვედრაში? ვერ გეტყვით, ნ'ზოგბია რომ ყოფილიყო რა გამოიცვლებოდა, მაგრამ მის გარეშე რობერტო მარტინესის გუნდმა პრემიერლიგის დებიუტანტთან სამარცხვინოდ წააგო 0:4.

ესპანელი მწვრთნელის ვერსიით ნ'ზოგბია თამაშისთვის არ იყო განწყობილი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად არ იყო მზად, ტაბლოიდებმა კი გამოიკვლიეს, რომ ფრანგმა გაფიცვა გამოაცხადა. საქმე ის გახლავთ, რომ "ბირმინგემმა" "უიგანს" უკვე კარგა ხანია გაუგზავნა ოფიციალური წინადადება, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ფუნტს იხდის. "უიგანი" ვაჭრობს. დაუჩემებია ნ'ზოგბია უფრო მეტი ღირსო და ბირმინგემელებს პასუხს არ აძლევს, რამაც ფეხბურთელს მოთმინების ფიალა აუვსო. ნ'ზოგბიას მავანმა მეგობარმა ჟურნალისტებს უთხრა:

"შარლს ერთი სული აქვს როდის წავა "უიგანიდან". მას ახალი ამოცანები სწირდება და თან გრძნობს, რომ კლუბი მის მიმართ პატიოსნად არ იქცევა".

"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა კი მოგეხსენებათ, პირველ ტურში, გაძლიერებულ "მანჩესტერ სიტისთან" თამაში დააჭაშნიკა და დაასკვნა, რომ ისტლენდელებს დიდი არაფერი გუნდი ჰყავთ. გამოცდილი მწვრთნელის ვარაუდით რობერტო მანჩინის შეგირდებს ამ სეზონშიც ძალიან გაუჭირდებათ ოთხეულში მოხვედრა. "უაით ჰართ ლეინზე" ნათამასები 0:0-ის შემდეგ რედნაპმა თქვა:

"იმის მიხედვით, რაც ვნახე "სიტის" მომავალ ჩემპიონს ვერ დავუძახებდი. ასეთ დონემდე მანჩესტერელებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" საოცარი გუნდებია. იქ მომუშავე ხალხი უდიდეს შედეგებს აღწევს. ხომ ხედავთ, ერთიცა და მეორეც თამაშს თამაშზე იგებს. ამ გუნდებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები და ფინალისტები თამასობენ. სავსეა ასეთი ხალხით. სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ "სიტის" ცხრილში მათზე მაღლა ვერ ვხედავ. აი, მეოთხე ადგილისთვის კი შეუძლია იბრძოლოს, ოღონდ, გარანტირებული აქაც არაფერი ექნება.

საერთოდ, ოთხეულში მოსახვედრად დაახლოებით შვიდი გუნდი იბრძოლებს. აშკარაა, რომ როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით "ლივერპული" გაძლიერდება. რასაკვირველია, ძლიერია "არსენალიც". კიდევ, სათვალავში ჩასაგდები ვართ ჩვენ და "ასტონ ვილა". მოკლედ, საკმაოდ მჭიდრო კონკურენციაა მოსალოდნელი".

ნაქები "ჩელსის" თავკაცი კარლო ანჩელოტი კი მეტოქეებს აფრთხილებს, რომ მისი ბიჭები დუბლის შესასრულებლად კვლავ მზად არიან. მოგეხსენებათ, "ლურჯებმა" გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და ფეხბურთის ასოციაციის თასსაც გამოკრეს ხელი. შეგახსენებთ იმასაც, რომ დასავლეთ ლონდონელებმა ახალი ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყეს - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" 6:0 მოუგეს.

ანჩელოტიმ თქვა: "ჩვენი მიზანია რაც შეიძლება კარგად გამოვიდეთ. თუ გამოგვივა დუბლზე მეტსისთვისაც ვიბრძოლებთ. კარგი ის იყო, რომ ახალი სეზონი გასულზე უკეთ დავიწყეთ. ვატყობ, საკუთარი თავის რწმენა არ გვაკლია და შარშანდელზე უკეთესი გუნდიც უნდა ვიყოთ.

თუ გახსოვთ, გასულ სეზონში პირველი ექვსი თამაში მოვიგეთ და ჩვენი ჩემპიონობის გასაღებიც სწორედ აქ იყო ჩადებული. ახალ სეზონშიც იმავეს ვფიქრობთ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა