"ასტონ ვილას" თავმჯდომარემ რენდი ლერნერმა "მანჩესტერ სიტისაც" გაჰკრა კბილი და ისიც თქვა, რომ მარტინ ო'ნილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მის დროებით შემცვლელ კევინ მაკდონალდს შესაძლოა მუდმივი კონტრაქტი შესთავაზოს.

"ასტონ ვილას" თავმჯდომარემ რენდი ლერნერმა "მანჩესტერ სიტისაც" გაჰკრა კბილი და ისიც თქვა, რომ მარტინ ო'ნილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მის დროებით შემცვლელ კევინ მაკდონალდს შესაძლოა მუდმივი კონტრაქტი შესთავაზოს. მოდი, დავიწყოთ "სიტით", რომელიც უკვე რა ხანია ბირმინგემელთა ნახევარმცველს ჯეიმს მილნერს დასდევს გადასაბირებლად. ლერნერი ამბობს, რომ ისტლენდერები "თამაშის წესებს" არღვევენ. მათ გასაგებად უთხრეს, რომ მილნერი არ იყიდება, ისინი კი ჰაფბეკს არ ეშვებიან.

"დიდი, ცუდი "მანჩესტერ სიტი" ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ჯეიმს მილნერის ყიდვა უნდა, რაზეც ჩვენ არა ვუთხარით. წესით, როდესაც არას გეუბნებიან, უნდა ადგე და წახვიდე, მაგრამ "სიტიმ" ეს წესი მხოლოდ ორი დღით დაიცვა. გავიდა ორი დღე და ისტლენდელებმა ისევ მოგვიკაკუნეს კარზე".

მილნერმა, მოგეხსენებათ, "ვილას" შემადგენლობაში, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ითამაშა. ეს შეხვედრა ბირმინგემელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა და მესამე გოლი სწორედ `სიტის~ მიერ მიზანში ამოღებულმა ფეხბურთელმა შეაგდო. ლერნერმა განაგრძო:

"ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომელიც თავის ფეხბურთელებს ჰყიდის. ასეთი კლუბები აგენტების დახმარებით თუ სხვა ხერხებით სხვებს ატყობინებენ, რომ მათ ამისა და ამის გაყიდვა სურთ. ჩვენ ასეთი რამ არც გარეთ ბერისთან დაკავშირებით გაგვიკეთებია და არც მილნერთან დაკავშირებით ვაკეთებთ. რაც შეეხება ეშლი იანგს მის წასვლაზე ხომ არასდროს არ ყოფილა ლაპარაკი".

შემდეგ კი ლერნერმა ო'ნილის წასვლის შემდეგ დარჩენილ ვაკანსიაზე ჩამოაგდო სიტყვა:

"ამქვეყნად არიან მწვრთნელები, რომელთაც შოუ და წამოდგენა სჭირდებათ. ისინი თავად არიან ვარსკვლავები და ყურადღების ცენტრში ექცევიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ კევინის ნაირებიც. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და საკმარისია ერთი "კი" წამოცდეს, რომ კონტრაქტი ჯიბეში ედება, მაგრამ რამდენად წამოუდგენია თავი "ვილას" მწვრთნელად, ნამდვილად გვაინტერესებს. ის ძალიან კარგი კაცია, ფეხბურთელებსაც უყვართ, ფანებსაც და ჟურნალისტებსაც. ერთი სიტყვით, ვნახავთ, როგორ შეეგუება დიდ თანამდებობას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა