მაკედონიასთან მატჩის შემდეგ გიორგი ცინცაძე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინეს
8 სექტემბერი, ლიტვა, ვილნიუსი

საქართველო-მაკედონია 63:65

12-13, 14-16, 18-25, 19-11

3000 მაყურებელი

მსაჯები: რობერტ ლოტერმოსერი (გერმანია), ადემირ ზურაპოვიჩი (ბოსნია), მარიუს ჩიულინი (რუმინეთი)

ბუ

მეორე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ძალიან ცუდი რამ მოხდა: ტრავმა მიიღო გიორგი ცინცაძემ, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. თამაშის დასრულების შემდეგ "ბუ" საავადმყოფოში წაიყვანეს და მივიღეთ არასახარბიელო დიაგნოზი: გიორგის ფეხზე ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დასჭირდება.

ბო

ბო მაკალები მაკედონიის ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელია, რომელმაც მთელი მაკედონია გაახარა: მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე, ანგარიშზე 63:63, ბურთი ბოლომდე გაათამაშა საქართველოს ნაკრების ფარქვეშ შეიჭრა და ზედ საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. მაკალებმა საბოლოოდ 27 ქულა მოაგროვა, მაშინ, როცა ვერც ერთი მაკედონელი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს.

პრესკონფერენციაზეც მთავარი თემა სწორედ ბო იყო. საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა თქვა:

- მაკალები შეხვედრის საკვანძო ფიგურა გახლდათ. მაშინ, როცა მის გუნდს შეტევაში უჭირდა, სწორედ ბო მაკალები აგდებდა. ჩვენ კი არ აღმოგვაჩნდა ასეთი კალათბურთელი. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე ვერ შევძელით ბოს შეჩერება და გადამწყვეტი ბურთიც მან ჩააგდო. ძალიან რთული მატჩი იყო, ჩემმა ბიჭებმა ბოლომედე იბრძოლეს. მათ მიმართ სასაყვედურო არ მაქვს.

ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ბოლომდე იბრძოლეს, გიორგი ცინცაძისა და ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ბოლო წუთებზე 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, სირენამდე 16 წამით ადრე ნიკა ცქიტიშვილმა ორი საჯარიმოთი ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მაკალებმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. ვიდრე ბო კალათისკენ დაიძრებოდა, მასზე ჯარიმის აღებაც შეიძლებოდა და ბოლო იერიშის უფლება საქართველოს დარჩებოდა, მაგრამ ჩვენები ასე არ მოიქცნენ.

იყო კიდევ ერთი ნიუანსი: ყველამ იცოდა, რომ მაკალები ფარისკენ დაიძვრებოდა. ასეთ დროს კი ზონების გადაკეტვის სპეციალისტი ვლადიმერ ბოისაა, რომელიც გადამწყვეტ მომენტს სათადარიგოთა სკამზე შეხვდა...

ნამატჩევს მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გამოუცდელობა ახსენა. ევრობასკეტზე მიღებული გამოცდილება ქართველ კალათბურთელებსაც ძალიან გამოადგებათ და მწვრთნელებსაც. ვფიქრობ, იგორ კოკოშკოვი ნანობს, რომ ნაკრებში გამოუცდელი მარკიზ ჰეინსი ჩამოიყვანა. არადა, ევროპაში მაკალებისა და როულანდის დონის კალათბურთელი არაერთია, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ნამდვილად არ იტყოდა და მგონია, არც ბულაგრეთთან წავაგებდით, არც მაკედონიასთან და სლოვენიასთანაც შეიძლებოდა მოგება.

სკიტა

ნიშნის მოგებით არ ვამბობ: ტურნირის მსვლელობისას გვერდით მყოფ ჟურნალისტს გადავულაპარაკე - მწვრთნელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილი მეტად უნდა გამოიყენოს. იგი რაც ნაკლებ ნდობას გრძნობს, მით ინერტულია. გავიხსენეთ, რომ პორტუგალიაში შარშან სასტარტო ხუთეულში მოხვედრა 15 მოხსნით აღნიშნა.

იგორ კოკოშკოვმა მაკედონიასთან ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა და არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. პირველი მოულოდნელობა ცქიტიშვილის სასტარტო შემადგენლობაში ცენტრის პოზიციაზე გამწესება იყო. შესაბამისად მივიღეთ მობილური ხუთეული, რომელმაც მაკედონელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ნიკა ფარქევშაც კარგად იბრძოდა და პერიმეტრზე სამქულიანების სატყორცნადაც ადიოდა. გამოჩნდა, რომ ასეთი ტაქტიკით თამაში მაშინაც შეიძლებოდა, როცა ზაზა ფაჩულია ჯანმრთელად იყო. გუშინ ნიკა მაკალების შემდეგ მოედანზე საუკეთესო იყო - 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ქართველთა მიერ რეალიზებული 4-დან 3 სამქულიანი სკიტას ანგარიშზე მოდის.

- ბოლომდე ვიბრძოლეთ, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კალათბურთელები (ცინცაძე და ფაჩულია) გვაკლდნენ, ურიგოდ არ გვითამაშია. კარგად გამოვიყურებოდით დაცვაში, მაგრამ ბო მაკალებმა დიდი თავსატეხი გაგვიჩინა და საბოლოოდ მოგვიგო კიდეც, - აღნიშნა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

ციფრები

იცით კიდევ რა არის დასანანი? - მაკედონელებმა ვერც ტყორცნებში გვაჯობეს და ვერც ფარქვეშ. მეტსაც გეტყვით, - მოხსნებში საქართველოს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა: 46:32, რაც ლოგიკურად გამარჯვების საწინდარი უნდა გამხდარიყო... მაგრამ ეს უპირატესობა ჩვენმა გუნდმა შეცდომებით გადაფარა (21:10).

აქვე უნდა ვთქვათ: წაგების მიუხეადვად, ქართველებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავთ. ამისთვის აუცილებელია ბოლო ორი მატჩის მოგება, 10 სექტემბერს ფინეთთან და 12-ში საბერძნეთთან.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არაუშავს , არაუშავს , ნუ მოვთხოვთ ახლა დებიუტანს მეოდხეთფინალში გასვლასს
shalva
ჩვენს კალათბურთელების უმეტესობა ხშირად არ ატარებს დღეში 5 თამაშს, თან როგორ მონიშვნელოვანს, ზოგიერთი მათაგი არ არის მიჩვეული ასეთ დატვირთვებს,რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა წამყვანი ევროპული კლუბისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ NBA-ზე, სწორედ ამით აიხსნება ეს ტრამვები, კონტრშეტევისას ძუნძული 2 საჯარიმოს ჩაგდება, პერიმეტრზე სწრაფად ასვლა და ა.შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ჩვენმა ბიჭებმა დასამახსოვრებელი დღეები გვაჩუქეს და მადლობა მათ ამისთვის.
ალექსანდრე გედევანიშვილი
გმადლობთ, რომ ექსკლუზიურ რეპორტაჟებს აკეთებთ ლიტვიდან. მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს: რას ნიშნავს "ვფიქრობ, იგორ კოკოშკოვი ნანობს, რომ ნაკრებში გამოუცდელი მარკიზ ჰეინსი ჩამოიყვანა. არადა, ევროპაში მაკალებისა და როულანდის დონის კალათბურთელი არაერთია"??? გასაგებია ჟურნალისტი ასე ფიქრობს, მაგრამ რედაქტორი, ხომ ყავს ამ გაზეთს, სისულეები რომ არ წეროთ??? რატომღაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის(მონტეპასკის ვგულისხმობ) კალათბურთელების დონის მოთამაშეები არაერთია ევროპაში თანაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილით რომ იწვიან:)))
დათო
გულდასაწყვეტი დამარცხებაა. მეტოქემ კი არ მოგვიგო, ჩვენვე დავამარცხეთ ჩვენი თავი. უზუსტო გადაცემები და აუჩქარებელი კონტრშეტევები უნდა მოვიშოროთ. ისე კი, მთლიანობაში კარგი გუნდი გვყავს, რომელიც არც ერთი ტიტულოვანი გუნდის ხელწამოსაკრავი არ არის.შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში. ეს მწვრთნელის დიდი დამსახურებაა და მას აუცილებლად უნდა გაუგრძელდეს კონტრაქტი.
sakireli
მეც, ისევე როგორც სხვა ბევრი მოვითხოვთ ჟურნალისტებისაგან, რომ ყველა დამსახურებასა და ქებასთან და ''ბიჭებმა-ყველაფერი-გააკეთეს''-ებთან ერთად მკვეთრად მიუთითონ ორ ფაქტზე: აუტანლად ბევრი შეცდომები ''ნა როვნომ მესწე'', ანუ იქ სადაც პატარა ბავშვებმაც არ უნდა დაუშვან შეცდომა და გაუგონრად ზანტი მოძრაობა მაშინ როცა სწრაფი კონტრშეტევაა გასავითარებელი. რა გაუხდათ ეს ორი კომპონენტი ??????? ნუ კარგი, შეცდომებიო-მეტყვიან-ნერვიულობით მოსდითო. და ეს ძუნძUლით კონტრშეტევა რა უბედურებაა, რა მოხერხება უნდა ამას ??? :( რაც აშკარად შეუძლიათ მაგაზე მწყდება გული თორემ, 20 ქულით გამარჯვებას ხომ არ ვთხოვთ, ეგეთი უმადურობაც არ შეიძლება. რაც აშკარად შეუძლიათ ეგ აუცილებლად უნდა გამოასწორონ და მეტი ფოკუსირება და კონცენტრაცია გამოავლინონ ამ მიმართულებით.
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა