ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე მესამე წრეში ჯობავა რუს დმიტრი იაკოვენკოსთან დამარცხდა
ხანტი-მანსიისკში გრძელდება მოჭადრაკეთა ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც 128 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება. ოთხი რაუნდის შემდეგ შეჯიბრებას მხოლოდ რვა უძლიერესი შემორჩა.

მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა გალელი ბაადურ ჯობავა. შეგახსენებთ, რომ მან ზედიზედ ორი მეტოქე დაამარცხა - აზერბაიჯანელი ნამიგ გულიევი (2:0) და პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (1,5:0,5), მესამე წრეში კი რუს დმიტრი იაკოვენკოსთან წააგო (0:2) და ასპარეზობას გამოეთიშა.

თასის გათამაშებაში სენსაციურად მიიწევს წინ უნგრელი ქალბატონი იუდით პოლგარი. ვაჟთა შორის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ოთხი მოჭადრაკე მამაკაცი ჩამოაცილა კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკებს: სტარტზე კუბელი ფიდელ კორალესი დაამარცხა - 2:0, მერე მის გზას გაუყენა სომეხი სერგეი მოვსესიანი - 1,5:0,5.

მესამე წრეში ასეთივე ანგარიშით სძლია ტურნირის რეიტინგფავორიტ სერგეი კარიაკინს (რუსეთი), მეოთხეში კი კიდევ ერთი კუბელი შეიწირა - ლეინერ დომინგესი, საამისოდ მას 8 პარტიის თამაშმა მოუწია. საბოლოოდ 4,5:3,5 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში რუს პიოტრ სვიდლერს დაუპირისპირდება. მე-5 წრეში ასევე ითამაშებენ: რუსლან პინომარიოვი (უკრაინა)-ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა