"დაჩიადან" წამოსულმა 30 წლის ნახევარმცველმა საქართველოში გუნდი ვერ მოძებნა და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ლევან კორღალიძემ რუმინულ "გაზ მეთანში" გადასვლაზე უარი თქვა. 30 წლის ნახევარმცველმა გვითხრა, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელობას სწორედ აქ წააწყდა.

"რუმინეთში აღარ წავედი, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ოჯახი ვერ მიმყავდა. სიმართლე ითქვას, განსაკუთრებულ პირობებსაც არ მთავაზობდნენ და აქეთ-იქით სიარული არ მიღირდა. ვფიქრობდი, ცოტა ნაკლებს შემომთავაზებენ და საქართველოში ვითამაშებდი.

თავიდან იყო კონკრეტული მოლაპარაკებებიც, მაგრამ ბოლო დროს არავინ დამკავშირებია და უსიამოვნო ფიქრები მაქვს, ეტყობა, იმდენად ცუდი მოთამაშე ვარ, რომ არავინ ინტერესდება, თორემ განსაკუთრებულ პირობებს არც ვითხოვ", - ამბობს კორღალიძე.

ტრავმის გამო ლევანს ევროსეზონი გაუცდა და თავის ყოფილ კლუბს, "დაჩიას" "ზესტაფონთან" ვერ დაეხმარა, შემდეგ კი მოლდოვური გუნდიც დატოვა და ვარჯიში მხოლოდ სექტემბერში განაახლა: "ერთი თვე მოედანს არ გავკარებივარ და ახლა მსუბუქად ვიტვირთები. ისე, ვარჯიში კი დავიწყე, მაგრამ, რა აზრი აქვს? არავინ არ მიწვევს, უცხოეთში წასვლის ხალისიც არ მაქვს, რადგან ოჯახიდან შორს ყოფნა მომბეზრდა და თუ არაფერი გამოჩნდა, ფეხბურთს თავს დავანებებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
ამ კაცის დაკარგვა როგორ შეიძლება, თქვე ღორისშვილო მაფიოზებო.
givi
ჩამეიყვანეთ ეს კაცი ქუთაისში კარგი მოთამაშეა ტყავაძეებო იქნებ რამე გვეშველოს შემქმნელი ფეხბურთელების ნაკლებობა გვაქვს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა