ბაქოს "ინტერის" მცველის თქმით, თუ ჩემპიონატის დონე გაიზრდება, ბევრი ლეგიონერი სამშობლოში დაბრუნდება
მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქოს "ინტერის" მცველი ილია კანდელაკი ავსტრიის ჩემპიონ "შტურმში" ბრუნდებოდა. გუნდს მარცხენა მცველის პრობლემა რომ ჰქონდა, შემდგომ ირიბად დადასტურდა - გრაცელებმა კანდელაკის ნაცვლად გიორგი ფოფხაძე აიყვანეს.

თბილისში შეკრებაზე ჩამოსული "ინტერის" მცველი ამ მოლაპარაკებაზე, აზერბაიჯანულ კლუბსა და სხვა თემებზეც გვესაუბრა:

- "შტურმი" მართლაც იყო დაინტერესებული, მაგრამ მანამდე "ინტერს" შევუთანხმდი და ავსტრიელებთან მოლაპარაკება აღარ დამიწყია. ბაქოელებთან კი სეზონის დაწყებამდე ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

- დასამალიც რა არის, 30 წელს მიუახლოვდი, ასეთ დროს კი გადამწყვეტი ფინანსური ფაქტორია.

- რა თქმა უნდა, ევროპულ კლუბებს კი საკმაოდ დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ. სახლთანაც ახლოს ვარ და ოჯახურმა ფაქტორმაც გავლენა მოახდინა. "ინტერში" რომ ქართველი ფეხბურთელები არიან, ესეც არაა უმნიშვნელო ამბავი. თითოეული ჩვენგანის ოჯახს ასე უფრო უადვილდება ცხოვრება.

- თამაშიც უფრო ადვილია?

- სხვათა შორის, ასე ვეღარ იტყვი. ავსტრიული კლუბები ფინანასურმა კრიზისმა დაასუსტა და ისეთი დონის აღარ არიან, როგორც ხუთი და ათი წლის წინ. აზერბაიჯანს კი ფინანსური კრიზისი არ შეხებია, პირიქით, კლუბები გაძლიერდნენ და დამიჯერეთ, თამაში სასიამოვნო მხოლოდ ხელფასის გამო არ არის, დონეც საკმაოდ გაიზარდა.

- თბილისური შეკრების დროს "დინამო"-"აეკის" შეხვედრას დაესწარი. ნახეთ - ქართულ საკლუბო დონეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

- მართალია, "დინამო" შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ჩვენი გუნდი ასეთი დონის კლუბს წინააღმდეგობას თუ გაუწევდა. იგივეს ვიტყვი "ზესტაფონზეც". ვთქვი და ვიმეორებ, ავსტრიული ფეხბურთი კრიზისმა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაში დაავიწყდათ. ამიტომ დასაფასებელია, ჩვენებმა "შტურმს" დიდი წინააღმდეგობა რომ გაუწიეს და მოგებაც შეეძლოთ.

"დინამოში" ბევრი ლეგიონერია და მათზე ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია, განსაკუთრებით, ალვაროზე.

- მართალია, რომ "დინამოში" დაბრუნებას გთავაზობდნენ?

- მე ვერაფერს გეტყვით. თუმცა საქართველოში დაბრუნებაზე მიფიქრია და მინდა კიდეც. აქ ვარ გაზრდილი, ფეხბურთელი კი უცხოეთში მეტის მიღწევის, გაზრდისა და რა თქმა უნდა, უკეთესი ანაზღაურების იმედად მიდის. კარგ გუნდში და მაღალ დონეზე ფულიც მეტია, მაგრამ დგება დრო, როდესაც სახლი გენატრება და ახლა მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ. ხშირად გვილაპარაკია ბიჭებს, საქართველოს ჩეპიონატის დონე თუ გაიზრდება, ბევრი დავბრუნდებით.

- დონე სასურველი არ არის, მაგრამ ბევრად მდიდარმა აზერბაიჯანულმა გუნდებმა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე ვერ მიაღწიეს, ჩვენი კი ორი გუნდი გავიდა.

- ადრეც ასე არ იყო? ჩვენი გუნდები ევროთასებზე ყოველთვის უკეთ და რაც მთავარია, უფრო ლაღად თამაშობდნენ, ვიდრე აზერბაიჯანელები. ეს ჩვენი ფეხბურთელების ნიჭსა და შესაძლებლობაზე მეტყველებს. სხვათა შორის, აზერბაიჯანელებს ევროპაში თამაშის პრობლემა აშკარად აქვთ. შეიძლება, ქართულ კლუბზე ძლიერი იყოს, მაგრამ ევროთასებზე ვერ თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rustavi
კაი კაცი ხარ ილია იმედია გადმოხვალ რუსთავის მეტალურგში. ეს ჩემი სურვილია ისე სხვა გუნდშიც რომ გადახვიდეთ გული არ დამწყდება იმიტომ რომ ისევ ქართულ ფეხბურთს გამოადგება თქვენნაირი ფეხბურთელები
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის