საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განცხადება გადადგომის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს სფფ-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა
ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ოთარ გაბელიამ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, 9 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების ესპანეთში თამაშის შემდეგ მიიღო.

"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს სხვამ უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ოთარ გაბელიამ.

მან ფეხბურთის თანადგომისა და ქომაგობისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ნაკრებში ოთარ გაბელიას, რომელიც მთავარ მწვრთნელად სამი წელი მუშაობდა.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინვას ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის ვინაობა დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის შესარჩევ ციკლში ესპანელ თანატოლებთან ზედიზედ ორი თამაში წააგო, პირველი - 2:7; მეორე კი - 0:2.

GIA
ოთარი, თავმოყვარე კაცი ყოფილა არ აპატია თავს ესპანელებთან მარცხი, აი მესმის მწვრთნელის ვაჟკაცობა. იგი კვლავ იტყვის თავის სიტყვას. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები.
უძლევი
მადლობა ბატონო ოთარ; სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) სფფ ფრთხილად უნდა იყოს თუ ვის დანიშნავს U-21-ის ახალ მწვრთნელლად! ძალიან დიდი ავანსია გაცემულ ჩვენი ნაკრების მომავალ ფეხბურთელებზე. აჩქარებით არ გადადგათ ნაბიჯი, კარგად აწონდაწონეთ ვინ მოგყვავს! Geo-4ever*** 100% ხარ :) სად იყო როცა განგაში უნდა აეტეხა? სად და ფულებს აკეთებდა! ძოძუაშვილი, ხმმ...
Geo-4ever***
რეზო ძოძუაშვილი ერთი მყვირალა ,ენატლიკინა გაბერილი სპეციალისტია რა,ქეცბაიამმდე მას ბევრი უკლია,ერთი მოვიდეს აბა და მერე ნახეთ წარუმატებლობის დროს ყველა იქნება დამნაშავე ტავისთავის გარდა.ეხლა რომ აყვირდა ,ჟორდანიას დროს რატომ არ ყვიროდა ,მაშინ სად იყო.
kaxa
რეზო ძოზუაშვილი და კიდევ რეზო ძოძუაშვილი,მიუშვით და აცალეთ ამ კაცს
malxazi
დინამოდან უამრავი ნიჭიერი ბავშვი გაუშვა დევდარიანმა და თავისი ბიჭები მოიყვანა ეს სამართლიანია?
Shuqri qantaria zugdididan
აუცილებლად მოიწვიეთ ორშაბათს რევაზ ძოძუაშვილი გოლში რათა ფარდა ახადოს იმას რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში.
Burton
otari, ნორმალურ თამაშს რას ეძახი?? სომხებმა თბილისში 0:2 რომ მოგვიგეს??? ძალიან კარგი, რომ წავიდა, იმედია დევდარიანს დანიშნავენ!!!!
medea
კოცჰაგ გაბელია,რომ ეგ ნაბიGი გადადგი,ოგონდ ახლა Gირსეული უნდა მოვიდეც,ბატონო ოტარი უმუშევარი არ დარჩება
lady gaga
ყოჩაღ გაბელია. შეიძლება არც იმსახურებდა გაშვებას და 2:7-იც შემთხვევითი იყო, მაგრამ არის რაღაცეები რის შემდეგაც გადადგომა აუცილებელია.
dudu
ესპანეთთან ვის არ წაუგია. არ ღირდა ამბის ატეხვა. რეალურად რა რესურსიც აქვს საქართველოს, იმას თითქმის მაქსიმალურად იყენებდა გაბელია. რაც მოხდა, მოხდა. ეხლა გეგუჩაძე თუ ჩაიბარებს მაგ ნაკრებს, კარგი იქნება.
levani kaxeti
თემურ ქეცბაიამ წესით უნდა მიბაძოს თავის უფროს კოლეგას და მეგობარს; გაბელიას საქციელი სწორია, ვნახოთ რა ნაბიჯს გადადგავს ქეცბაია; კარგი იქნება, თუ ამას დროულად გააკეთებს, რათა საბერძნეთთან სხვამ მოასწროს გუნდის მომზადება, რომ კიდევ ერთი სიცხვილი არ ვჭამოთ. ისე უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს, ისეა ჩაბღაუჭებული თანამდებობას.
jibzu
ukve tviton gabeliastvis iqneboda fsiqologiurad mdzime am shemadgenlobisagan brdzolisunariani gundis sheqmna, torem cudi mcvrtvneli namdvilad araa. kidev ityvis tavis sityvas da imedia ufro carmatebuls. qecbaias casvlit ki ra sheicvleba roo? shemadgenlobaa shesacvleli, arsebitad gadasaxalisebeli
otari
ძალიან ცუდი გუნდმა წინა შესარჩევში ნორმალური თამაში აჩვენა - ახლაც მოიგეს შეხვედრა ხორვატებთAნ მაგრამ ეს მარცხი ესპანელებთან პრინციპში ხომ მაინც მოსალოდნელი იყო. ერთი თამაშის გულისთვის მწვრთნელის გამოსვლა არ ვიცი რამდენად ღირს. კარგი იქნება თუ მის ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ - მეეჭვება მასზე უკეთესი მწვრთნელი იშოვონ ადვილად.
dima
ყოჩაღ გაბელია, ეყო კაცს ვაჟკაცობა, ეხლა ჯერი ქეცბაიაზეა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა