არგენტინის ნაკრების ექსთავკაცმა დიეგო მარადონამ "ასტონ ვილას" მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა.

არგენტინის ნაკრების ექსთავკაცმა დიეგო მარადონამ "ასტონ ვილას" მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ამტკიცებს დიეგოს წარმომადგენელი ევროპაში ვალტერ სორიანო "სანის" ჟურნალისტთან საუბარში:

"დიეგოსთვის ძალიან ახლობელია ინგლისური ფეხბურთი და თქვენი ქვეყნის ცხოვრების წესი. ზუსტად ვიცი, რომ მარადონა სიამოვნებით იცხოვრებდა ინგლისში. მას ძალიან მოწონს ინგლისის ბუნება და ის, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან ამ ქვეყანაში ადამიანების კერძო საკუთრებას. დარწმუნებული ვარ, მარადონა ბედნიერი იქნებოდა, ინგლისში და კერძოდ "ასტონ ვილას" დონის დიდ კლუბში მუშაობის საშუალება თუ მიეცემოდა. თუკი "ვილას" მეპატრონე რენდი ლერნერი დიეგოს სერიოზული წინადადებით მიმართავს, ეჭვიც არ მეპარება, რომ დადებით პასუხს მალევე მიიღებს".

სურვილი ერთია და რეალობა - სხვა. დიეგო მარადონას "ასტონ ვილას" თავკაცობა კი სურს, მაგრამ ლერნერს არჩევანი ისედაც დიდი და სოლიდური აქვს. თუ არსებულ კანდიდატებს მარადონაც დაემატა, მაშინ რენდი ლერნერს მარტინ იოლს, სვენ-გორან ერიკსონს, "ასტონ ვილაში" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ კევინ მაკდონალდსა და დიეგო მარადონას შორის მოუწევს ერთ-ერთის არჩევა. გარდა ამისა, სტივ ბრიუსსაც მიიჩნევენ პრეტენდენტად "ვილას" დამრიგებლის თანამდებობაზე - ლერნერს ძლიერ მოწონს მის მიერ "სანდერლენდში" გაწეული სამუშაო.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე