ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯოკოვიჩი-ფედერერი - დიადი ნახევარფინალის მოლოდინში

ჯოკოვიჩი-ფედერერი - დიადი ნახევარფინალის მოლოდინში

ჩოგბურთი. აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის დაპირისპირებაში უპირატესობა სერბს აქვს - 14:9
ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც იქნა, განახლდა ორი დღით წვიმის გამო შეწყვეტილი მერვედფინალური მატჩები, პარალელურად კი ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. ერთ-ერთი სერბული დერბი იყო.

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იანკო ტიპსარევიჩის მატჩის პირველი ორი სეტი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მეტოქეები მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე - პირველ სეტში ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს, მეორეში - თითო-თითო და ორივე პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. პირველი "შემოკლებული გეიმი" ჯოკოვიჩს დარჩა - 7:2, სამაგიეროდ, მეორეში ტიპსარევიჩმა იმარჯვა - 7:4. ეს ამ ტურნირზე ნოვაკის პირველი წაგებული სეტი იყო.

მესამე სეტში კი თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ჯოკოვიჩი კორტის სრული ბატონ-პატრონი გახდა, სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და პარტია "მშრალი" ანგარიშით აიღო. ტიპსარევიჩმა გაბრძოლება სცადა და მეოთზე სეტის პირველ გეიმში 30:0 დაწინაურდა, მაგრამ ნოვაკმა საფრთხე სწრაფად მოიგერია. თუმცა იქვე ერთ ეპიზოდში ფეხი დაიზიანა და სასწრაფოდ ექიმს უხმო კორტზე. სერიოზული არაფერი იყო და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა თამაში გააგრძელა. სამაგიეროდ, არ გაუმართლა ტიპსარევიჩს, რომელმაც მარცხენა ფეხის ტრავმის გამო თამაშის შეწყვეტა გადაწყვიტა. იქნებ ეს მისთვის უკეთესიც იყო, რადგან მეოთხე სეტშიც ყველაფერი მისი განადგურებისკენ მიდიოდა - მატჩი მაშინ შეწყდა, როცა ანგარიში 3:0 იყო ნოვაკის სასარგებლოდ.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე როჯერ ფედერერისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვედრაში ირკვეოდა. ალბათ, ფრანგი გულშემატკივრების გარდა, ყველა ფედერერის მხარეს იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როჯერისა და ნოვაკის მორიგი დაპირისპირების ხილვა გაცილებით საინტერესო უნდა იყოს. სერბს ამ სეზონში სულ ორი მატჩი აქვს წაგებული და აქედან ერთი ფედერერის წინააღმდეგ როლან გაროსის ნახევარფინალში, რითაც შვეიცარიელმა ნოვაკს "დიდი სლემის" აღების შანსი მოუსპო. ბუნებრივია, ჯოკოვიჩი ამ მტკივნეული მარცხისთვის რევანშის ასაღებად არაფერს დაიშურებს.

არადა, წესით ფედერერს რთული მატჩი უნდა ჰქონოდა ცონგასთან იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგმა ამ სეზონში ორჯერ დაამარცხა შვეიცარიელი. მაგრამ ამჯერად ფედერერმა ძალიან იოლად გაიმარჯვა. პირველი სეტი მხოლოდ 38 წუთი გაგრძელდა და როჯერმა მეცხრე გეიმში გაკეთებული ბრეიკით გაიმარჯვა. მეორე და მესამე სეტებში ფედერერმა კიდევ უფრო იოლად მოიგო და ნახევარფინალში გააღწია.

ეს შვეიცარიელისთვის ზედიზედ მერვე ნახევარფინალია ამერიკის ღიაზე. რაც შეეხება, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მის დაპირისპირებას, ჯერჯერობით ანგარიშია 14:9 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

პარალელურად გაიმართა დარჩენილი ოთხი მერვედფინალი. ეს მატჩები წინა დღეს დაიწყო, მაგრამ წვიმის გამო ორი-სამი გეიმის გათამაშების შემდეგ შეწყდა. სხვათა შორის წვიმა ამჯერადაც ჩაერია ენდი როდიკისა და დავიდ ფერერის მატჩის მსვლელობაში. ჩოგბურთელებმა ორი გეიმი ითამაშეს, რის შემდეგაც ენდიმ უკანა ხაზთან სისველის გამო დაიწუწუნა მსაჯთან. ის ადგილი გაამშრალეს, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ წყალი საფარის ქვეშ იყო ჩასული. მისი ამოტუმბვის მცდელობამ შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ, ჩოგბურთელები ლუი არმსტრონგის სახელობის მოედნიდან მე-13 კორტზე გადაიყვანეს, რომელიც მხოლოდ 600 მაყურებელს იტევს.

საინტერესოა, რომ ყოფილმა ჩოგბურთელმა ჯეფ ტარანგომ, რომელიც USTA-ის დირექტორთა საბჭოში შედის, განაცხადა, რომ ამერიკის ღიას პირველობის კომპლექსის რეკონსტრუქციისას ლუი არმსტრონგის არენას საერთოდ დაანგრევენ.

მე-13 კორტზე თამაშის გადატანას მის ხასიათზე არ უმოქმედია. ენდიმ შეინარჩუნა პირველ სეტში მოპოვებული უპირატესობა, მეორეში თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და მალე 2:0 დაწინაურდა პარტიებს შორის. მესამე პარტიაში დავიდმა მოახერხა თამაშის მომატება, მაგრამ დიდხანს მისი პროგრესი არ გაგრძელებულა. ესპანელმა მოიგო ეს სეტი, მეოთხეში ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ამ მომენტიდან ისევ უმატა შეცდომებს, რამაც როდიკს ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად სეტი მოაგებინა.

როდიკი 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში, სადაც რაფაელ ნადალს შეხვდება. ესპანელის მატჩი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან მაშინ შეწყდა, როცა რაფა პირველ სეტში 0:3 იყო ჩამორჩენილი. თუმცა თამაშის განახლების შემდეგ ნადალმა შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება და ურთულეს სეტში ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა - 8:6. სამაგიეროდ, მომდევნო ორ პარტიაში ნადალს პრობლემა აღარ შექმნია. საინტერესო მომენტია: პირველი სეტი 65 წუთი გაგრძელდა, მეორე და მესამე ერთად - 63 წუთი და ამ დროის განმავლობაში რაფამ მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მიულერს.

მეორე მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტეს ენდი მიურეიმ და ჯონ ისნერმა. ბრიტანელს თითქმის არ შეხვედრია წინააღმდეგობა დონალდ იანგისგან, რომელიც მატჩის ორდღიანი მოლოდინის გამო უბრალოდ "გადაიწვა". მიურეი ყოველგვარი რისიკის გარეშე თამაშობდა და მშვიდად აგროვებდა ქულებს იანგის შეცომებზე, რომელიც ამერიკელს ძალიან ბევრი ჰქონდა - დონალდის ერთ ლამაზ გათამაშებაზე სამი უზუსტობა მოდიოდა (იანგს 53 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, მიურეის - 17). საბოლოოდ, საათნახევარში ბრიტანელმა სამი სეტი მოიგო და ჯონ ისნერისა და ჟილ სიმონის მატჩის შედეგს დაელოდა.

ყველაზე დიდხანს კორტზე სწორედ ეს ჩოგბურთელები შეყოვნდნენ - ოთხი სეტი ოთხ საათსა და 5 წუთს გაიწელა. ამერიკელმა ოთხჯერ აიღო ფრანგის მოწოდება, მაგრამ თავისი სამი სეტის მოსაგებად მაინც ტაი-ბრეიკები დასჭირდა.

"შემოკლებული გეიმი" ისნერის სტიქია გახლავთ. ის მოგებული ტაი-ბრეიკებით სეზონის ლიდერი გახლავთ (30 გამარჯვება), ამერიკის ღიაზე უკვე ექვსი ტაი-ბრეიკის ჩატარება მოუწია და ექვსივე მოიგო. კარგად იმუშავა ისნერის მთავარმა იარაღმა - ჯონმა 26 ეისი ჩააწოდა. სწორედ ამის ხარჯზე, ამერიკელი კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

1/8 ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ, 28)-ჟილ სიმონი (საფ, 12) 7:6(2), 3:6, 7:6(2), 7:6(4); ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-დონალდ იანგი (აშშ) 6:2, 6:3, 6:3; ენდი როდიკი (აშშ, 21)-დავიდ ფერერი (ესპ, 5) 6:3, 6:4, 3:6, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ჟილ მიულერი (ლუქ) 7:6(1), 6:1, 6:2.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 20) 7:6(2), 6:7(3), 6:0, 3:0 ტიპსარევიჩის უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 11) 6:4, 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა