მაკედონიასთან დამარცხების მიუხედავად საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს
მაკედონიასთან დამარცხების მიუხედავად საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ. ამისთვის საჭიროა, დღეს, 10 სექტემბერს ჩვენ ფინეთს ვაჯობოთ, ხოლო საბერძნეთმა რუსეთთან წააგოს. ბოლო ტურში კი საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება გადაწყვეტს მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობას.

არის სლოვენიის უკან მოტოვების თეორიული შანსი, თუმცა ასეც და ისეც ქართველებმა დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ.

ჯგუფიდან გასვლის შანსიც რომ არ იყოს, ჩვენი კალათბურთელები პროფესიონალები არიან და თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად ემზადებიან. მით უმეტეს, როცა მეტოქე ფინეთია, გუნდი, რომელმაც 2005 და 2007 წლებში ელიტისკენ მიმავალი გზა გადაგვიღობა. ანგარიშსწორებისთვის ქართველები უკეთეს სარბიელს ვერც ინატრებდნენ...

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინელებს კარგი გუნდი ჰყავთ, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ. ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპზე შემთხვევით როდი მოხვდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ წვრთნის ჰენრიკ დეტმანი, კაცი, რომელმაც გუნდი მეორე ლიგიდან ევრობასკეტამდე მიიყვანა.

არის კიდევ ერთი არასასიამოვნო ნიუანსი - საქართველოს ნაკრებს აკლია ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე. კაპიტანს პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ აღარ უთამაშია, ხოლო ცინცაძემ ჯვარედინი იოგი მაკედონიასთან მატჩის პირველ ტაიმში გაიწყვიტა. მას ოპერაცია სჭირდება და შესაძლოა ეს საქმე ლიტველმა ექიმებმა ითავონ.

გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ვილნიუსის "რომერიოს" უნივერსიტეტში ვარჯიში შუადღეს გამართა. კალათბურთელთა გასამხნევებლად დარბაზთან ქართველი ქომაგებით სავსე ავტობუსი მივიდა. გულშემატკივრები საყვირებითა და ქართული ატრიბუტებით იყვნენ შეიარაღებულნი, მოთამაშეები შეძახილებით და სიმღერით გაამხნევეს, ასევე ერთად იმღერეს ქვეყნის ჰიმნი და ტაშით გააცილეს სასტუმრო "მერიდიანისკენ", სადაც ჩვენი გუნდია დაბინავებული.

- ფინელებს კარგად ვიცნობთ. მათთან 2004 წლის შემდეგ ოთხი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდის სტრატეგიაც იგივეა, მწვრთნელიც და მოთამაშეებიც. მათთან საბრძოლველად მზად ვართ, - თქვა ვლადიმერ ბოისამ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

ave avtush
მართლა ძაან ბევრი დაკარგვები გვაქ,მაგრამ მაღალ ტემპში ,მაღალ დონეზე ტამაში მიუჩვეველია ჯერ . არაუშავს ყველასტან ლომებივით იბრძოლეს,ყოჩაღი ბიჭები ხართ!
თემური
ბიჭებზე აუგი როგორ უნდა თქვა, მაგრამ დასანანი შეცდომები რომ არა უკეთეს შედეგს მივაღწევდით. ალბათ მომვალში უფრო მაღალი ადგილებისთვისაც ვიბრძოლებთ. მწვრთნელები შეცდნენ ამერიკელ კალათბურთელში. მან, შერმადინმა და ვლადიმერ ბოისამ აშკარად ჩააგდეს ეს ჩემპიონატი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა