"გული მომიკლა იმ კომენტარებმა, რაც ფორუმებზე ეწერა, გაბელია რა მეკარე იყო, ან რა ფეხბურთი უთამაშიაო კარგით, ასე იყოს..."
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთთან ჯერ ქუთაისში წააგო 2:7, შემდეგ კი გასვლაზე - 0:2.

მომხდარის გამო გუშინ, 9 სექტემბერი საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა "მიხეილ მესხზე", რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ კი საგანგებო განცხადება გააკეთა და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

ოთარ გაბელია: "მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს სხვამ უნდა უხელმძღვანელოს. როდესაც ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთთან ორ შეხვედრაში 9 ბურთი გაუშვა, თავი ვალდებულად ჩავთვალე გადავმდგარიყავი, რადგან კაცური პრინციპებით ვცხოვრობ.

პასუხისმგებლობას ბოლომდე ვაცნობიერებ, მაგრამ ჟურნალისტებსაც გთხოვთ და ფეხბურთელებსაც მივმართავ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცაში ნუ აიყვანთ - მათ ჯერ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და დასამტკიცებელი.

ჩემი წასვლით ამ გუნდისთვის არაფერი მთავრდება. ახლაც მჯერა, რომ ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შეუძლია. გულსატკენი მხოლოდ ესაა - ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგ, კარგი მწვრთნელი ვიყავი და ევროპის ჩემპიონთან მარცხის შემდეგ ყველას სალანძღავი გავხდი... ხორვატიაში წასვლის წინ, ფეხბურთში მოღვაწე ბევრი ადამიანი ირონიულად ამბობდა, ვნახოთ ერთი, რას გახდებიანო... ფეხბურთი ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრებაა, ამის გარდა, არასდროს არაფერი მიკეთებია და არც ახლა ვაპირებ სადმე წასვლას.

ესპანეთთან მოგების იმედი არ მქონდა, დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ბევრ ეროვნულ ნაკრებსაც მოუგებს. მაგრამ ჩემ ფიქრებს ფეხბურთელებს ვერ გავანდობდი. პირიქით, პრესისთვის ვთქვი კიდეც, ესპანეთმა როდესმე ხომ უნდა წააგოს-მეთქი. მაგრამ მოხდა ყველაზე ცუდი რამ - ქუთაისში თამაში დაწყებული არ იყო, როდესაც ზოგიერთ ფეხბურთელს სახეზე ფერი არ ედო. ალბათ, მეც შევცდი შემადგენლობის შერჩევისას. ბევრმა მოთამაშემ უნდა გადახედოს თავის თამაშს და საქმისადმი მიდგომას. 21 წლის ბიჭები არიან და ფეხბურთზე უფრო მეტად უნდა იფიქრონ.

ისე, ხორვატიაში გამგზავრებამდე ვიღაც ამბობდა - ვნახოთ, როგორ ჩამოხვალთო. მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი".

ასე დასრულდა ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიას მოღვაწეობა, რომელიც 2009 წლის აგვისტოდან დაიწყო. ნუ ვიქნებით უმადურები, ესპანეთთან მარცხის გარდა, კარგი თამაშებიც გვახსოვს. წინა ციკლში გუნდმა 15 ქულა დააგროვა და რომ არა სომხეთთან თბილისში მოულოდნელი მარცხი, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვქონდა. დასამახსოვრებელი იყო ორივე გამარჯვება თურქებთან, გასვლაზე სომხებისა და შინ ესტონელების ძლევაც.

გაბელიას გუნდმა ახალი შესარჩევი ციკლიც წარმატებით დაიწყო - გასვლაზე ხორვატიას 1:0 მოუგო და ჯგუფის წარმატებით გავლის იმედი გაჩნდა, მაგრამ ესპანელებთან კატასტროფულმა წაგებებმა გაბელიას არჩევანი არ დაუტოვა და "ლელოსთან" ემოციური კომენტარი გააკეთა:

"გული მომიკლა იმ კომენტარებმა, რაც ფორუმებზე ეწერა, გაბელია რა მეკარე იყო, ან რა ფეხბურთი უთამაშიაო. კარგით, ასე იყოს, მაგრამ წაგებების გამო ყველაფერს ხაზი არ უნდა გადავუსვათ.

ნაკრებში დანიშვნის პერიოდში არაქართული გუნდის გაწვრთნა შემომთავაზეს, ბევრად უკეთეს პირობებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე - ქვეყნის სამსახური ფულზე არ უნდა გაცვალო. სამწუხაროდ, ახლა ისეთი ამბავი მოხდა, მივხვდი, წასვლა სჯობდა".

ზვიად სიჭინავა: "ეს იყო ოთარის გადაწყვეტილება. მაგრამ რა უნდა ქნას მაშინ "მანჩესტერთან" 2:7 წაგების შემდეგ არსენ ვენგერმა, "არსენალი" უნდა მიატოვოს? გაბელიამ კი ორ შეხვედრაში 9 გოლი ვერ აიტანა და გადაწყვეტილება მიიღო.

- გაბელიას ვინ შეცვლის?

- აუცილებლად ქართველი სპეციალისტი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებსაც უჭირთ ადგილობრივი სპეციფიკის გაგება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელი უნდა დავნიშნოთ.

კითხვა ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძისა და "დინამო 2"-სა და 19-წლამდელთა ნაკრების თავკაც გიორგი დევდარიანის თაობაზეც დაისვა:

- მართალია თუ არა, რომ გაბელიას შემცვლელად მათი კანდიდატურებიც განიხილება?

- ცხადაძეზე არ გვილაპარაკია, დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრებს კი თურქეთში უმნიშვნელოვანესი შესარჩევი მატჩები ელის.

- გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ?

- უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ახლა ამაზე ფიქრის დროც არ გვქონდა, რადგან ოთარმა გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მაცნობა. სამწუხაროდ, მწვრთნელთა დეფიციტი აშკარაა და დაფიქრება გვჭირდება.

აქვე ვიტყვი, რომ გაბელია ფეხბურთიდან არ მიდის, ის ჩვენ გვერდით იქნება და იმედია, კვლავ დაგვეხმარება.

P.S. გუშინ, 9 სექტემბერს გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი სოსო ჭედიაა. ის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტია. ჭედიას კანდიდატურას ფედერაცია სწორეად ამის გამო ემხრობა - მისი დანიშვნის შემთხვევაში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს "ცენტრალიზებული" და ერთიანი მართვა ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანა
ოთარ გაბელიას ფეხბურთზე ზოგს ის წარმოდგენა აქვს, როგორიც ზოგიერთს რობერტ სტურუას სპექტაკლებზე. მეგონა, ბატონ ოთარს დღეს ლანძღვა უფრო გაუხარდებოდა, ვიდრე ამათი ხოტბა. გაბელიას სხვა ღირსეულ ფეხბურთელებთან ერთად უკვე აქვს გარკვეული ადგილი ფეხბურთის ისტორიაში. და თუ ქართული ფეხბურთი დღევანდელ მდგომარეობას ვერ უნდა გასცდეს, მაშინ წასვლა სჯობს. დღეს ქართული ფეხბურთი არათუ დასამარებული, არამედ ”ძეგლდადგმულიცაა” უკვე.
nikolozi
გიორგის ვეთანხმები ძალიან კარგი მწვრთნელია
giorgi
ყველაზე კარგი კანდიდატურაა U-17 მწვრთნელი ვასილ მაისურაძე
givi
რა იყო მეგრელების გარდა სიჭინავასთვის მწრთნელები აღარ არსებობენ ???? :)
gorgasal
გია გეგუჩაძე არის ყველაზე რეალური კანდიდატი ახალგაზრდული ნაკრებისთვის.
carew
dzodzuashvili danishnet, mafiozebo !
უძლევი
დომენტია, აბა შენ იცი, ღირსეული კანდიდატი მოიყვანე U-21-ის მწვრთნელად. არ ვიცი ვინ უნდა მოვიდეს, თორემ ვიტყოდი. დევდარიანი კი მომწონს, მაგრამ ის უკვე U-19-ში არის და არ იქნება სწორი მოწყვიტო იმ ნაკრებს. ჭედიას ვარიანტი არ მომწონს. რა, ჭედია მთავარ ეროვნულში აღარ ჭირდება ქეცბაიას? თუ ქეცბაია აღარ აგრძელებს კონტრაქტს?
levani kaxeti
ღირსეული კაცის ღირსეული საქციელი; ამის მეტი რა უნდა თქვას ადამიანმა. მე, უკვე რამდენიმე ათეული წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, მახსოვს ბევრი კარგი მეკარის თამაში, დავით გოგია, ეს დიდებული მეკარე, მალხაზ გაგოშიძე, არანაკლებ კარგი მეკარე, კარლო მჭედლიძე; მაგრამ ოთარ გაბელია სულ სხვა იყო, როცა ის კარში იდგა, რატომღაც სულ სხვანაირი აურა ტრიალებდა მოედანზე, მიუხედავად იმისა, ვის ვეთამაშებოდით, არსებობდა ყოველთვის იმედი, რომ ოთარი არ დაგვღალატებდა. გაბელია არა მარტო დიდებული მეკარე იყო, არამედ კარგი ორგანიზატორიც, ბევრს ეხსომება, თუ როგორ ხელმძრვანელობდა დაცვას მეტოქის შეტევისას. ოთარ გაბელია თუ არ სჯობდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ დროისათვის საბჭოეთში აღიარებულ მეკარეს, რენატ დასაევს. ასე, რომ მე არ ვიცი ვინ რა დაწერა ცუდი გაბელიაზე ფორუმებზე, მაგრამ ჩემთვის მისი დარი მეკარე არ არსებობს ქართულ ფეხბურთში; გაბელია არანაკლებ წარმატებული მწრთნელიცაა, მაგრამ მწვრთნელის კარიერაში არსებობს მომენტი, როცა წასვლა სჯობს დარჩენას. ამიტომაც ვაფასებ პირადად მე ამ დიდებულ ადამიანს და სპორტსმენს; ვუსურვებ ჩვენს ოთარს წარმატებას ცხოვრებაში და უფრო მეტი წარმატებით დაბრუნებას კვლავ ქართულ ფეხბურთში.
Burton
დევდარიანი დანიშნეთ ფარჩაკებო!!!
xaldei
ახალი ექპერიმენტი კიდევ...დევდარიანი არ არსებობს? მაგის გაკეთებული გუნდი არაა ეგ ბიჭები?
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!