საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მზად არის, გულშემატკივართა და ჟურნალისტების ყველა კითხვას პასუხი გასცეს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დარჩენას კიდევ ორი წლით სთავაზობს.

"ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების დიდი სურვილი მაქვს. ჩვენ ამ ციკლში 10 ქულა მოვიპოვეთ და გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ამ კაცის მუშაობით კმაყოფილი ვარ.

თემური რომ წავიდეს, უმუშევარი ნადვილად არ დარჩება - საბერძნეთისა და კვიპროსის კლუბები ჩვენზე მეტს სთავაზობდნენ. სთავაზობენ არა მხოლოდ კლუბების, ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების გაწვრთნასაც.

აქვე ვიტყვი, რომ თემურ ქეცბაიასაც ველაპარაკე და მზად არის შეგხვდეთ და ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი.

ჩვენ გარკვეული ეტაპი უკვე გავიარეთ, არის რაღაც საწყენი, მაგრამ ყველაფერი კეთდება წინსვლისთვის. ბიძაშვილ-მამიდაშვილობითა და ნაცნობობით ნაკრებებში აღარავინ აჰყავთ. დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ საფრანგეთ-გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ქართველები ჩამოვიყვანოთ. მაგრამ არის ობიექტური რეალობაც - ესპანელები 35-კაციანი დაცვითა და მზარეულებით ჩამოვიდნენ, ჟანგბადი ჩამოიტანეს, სასტუმროში რომ დაემონტაჟებინათ...

სამწუხაროდ, ჩვენ შიდა ჩემპიონატიც არ გვაქვს ძლიერი, ნაკრებს სათანადო ცვლა ადგილზევე რომ გავუზარდოთ. ამას გარდა, ბევრი მოთამაშე გვყავს რუსეთში, სადაც თამაშების 80 პროცენტი ეჭვს იწვევს.

სულ გვესმის, რომ ანანიძე პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ რუსეთში 15-20 წუთს ათამაშებენ, რაც გაზრდისთვის არასაკმარისია. მაგრამ ამ ბავშვმაც უნდა შეცვალოს დამოკიდებულება...

ჩემი უდიდესი სურვილია, თემურმა ჩვენთან იმუშაოს და გუნდის გაახალგაზრდავებასთან ერთად, მიზნად დავისახოთ მომდევნო ევროპის ჩემპიონატისთვის უსერიოზულესი მომზადება. ვფიქრობ, ახლა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურების დროა. საამისოდ მოთამაშეები ჩვენს ჩემპიონატში უნდა გავზარდოთ. მაგრამ აქ 1000 ლარს იღებენ, რუსეთში კი 20-30 ათას დოლარს. ყველას უნდა "როლს როისი" და "ბენტლი", ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში კი ბევრი ფეხებს უფრთხილდება. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი" - თქვა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი (საბერძნეთი)
რაც შეეხება ქეცბაიას,ოლიმპიაკოსის მწვრთნელობისას არც ერთი თამაში არ წაუგია არც ლიგაზე
დავითი (საბერძნეთი)
უეფა დიდი შოუბიზნესია,როცა დაინახავს საქართველოში შემოსავლიანი ჩემპიონატი ტარდება,გადმოგვიგდებს რამეს,ისე როგორც რუსებს და ბერძნებს მისცა
pipinia lortkipanidze
არსებული რეალობიდან გამომდინარე,ის რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჭეშმარიტი ქომაგისთვის ძნელია ხმა არ აიმაღლოს და თავისი გულისტკივილი სხებს არ გაუზიაროს.ჩვენს ფეხბურთს გაბელიას ან ქეცბაია გადადგომა ვერ უშველის.გაცილებით დიდი და ღრმა პრობლემის წინაშე ვდგევართ და ეს ნაკრებში არაერთხელ მოწვეული მაღალკვალიფიციური მწვრთნელების უსარგებლობამ ძალიან კარგად დაგვანახა.თუმც ჯოხს ყოველთვის მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებზე ვტეხავთ,რეალურ მიზეზებზე კი არავინ საუბრობს,მეტწილად ვისაც ეხება და ვალდებულიცაა სიმართლე ილაპარაკოს და არსებული კოშმარის დასრულებაში თავისი სავალდებულო წვლილი შეიტანოს.არახალია რომ სიჭინავამ ვერ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და ვერ მოახერხა ფედერაციაში თავისი გუნდით მოსვლა,შეიქმნა მავანთათვის მისაღებ ფიგურად, რომელიც უკვე სათამაშო ფიგურების ტომარაშია მოქცეული.ზოგადად და გვერდის ავლით წერა და ლაპარაკი საქმეს ვერ წაადგება,ხოლო პირდაპირი და სამართლიანი სამწუხაროდ არავინ აღმოჩნდა.რათქმაუნდა ვუყურე ნაკრების ორივე თამაშს,ვუსმენდი კომენტატორის რეპორტაჟს რომელიც გამუდმებით იმეორებდა რომ,გაჩნდა კითხვები რომელზეც მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა უნდა პასუხი გასცენ.ასევე მოვისმინე და წავიკითხე მატჩის შემდგომ არაერთი კრიტიკა ასევე მწვრთნესა თუ ფეხბურთელებზე,კი ბატონო ვინ თუ არა მწვრთნელი და ფეხბურთელები,ვიზეც ხელი მიგვიწვდება.
Geo-4ever***
ქეცბაიამ ნაკრები სწორი გზით წაიყვანა,ჩაკეტილი,პრაგმატული ფეხბურთით,მაგრამ ტუტრუცანა ქართველი ქომაგი,და ჟურნალისტებიც ითხოვდნენ ბრაზილიის თამაშს,შეტევაზე ორიენტირულობას, არადა ყველა ჩვენი დონის ქვეყანა თამაშობს ან ჩაკეტილს ან პარგმატულ ფეხბურთს,და აღწევენ გამარჯვებას,მაგრამ აქ მაგის ტვინი ერთეულებს ააქვთ,და ერთუჯრედიანები ქადაგებენ ,რომ ჯობია 3;0 წააგო და სამაგირეოდ" ეხბურთი" , ჯერ ერთი არ უნდა მისცე საშუალება მოწინააღმდეგეს ,რომ შენზე გაიგულავოს,და ხორვატიამ კი მოგვიგო ხორვატიაში მაგრამ უდიდესი ნერვების რესურსის ხარჯზე,რაც ჩვენს მიმართ მოწინააღმდეგის პატივისცემას ზრდის,და რომ ერთუჯრედიანებისთვის დაგვეჯერა როგორიც ჟურნალისტი ილია ნანობაშვილია ვთქვათ,მაშინ უნდა გაგვეხსნა თამაში და წაგვეგო 3:0 ,და ხორვატების მასხრად ასაგდები ვყოფილიყავით.ქეცბაიას საღოლ,ნოილიდან მშვენიერ შედეგს მიაღწია,გვასწავლის დაცვით თამაშს.ეს შედეგს გამოიღებს ადრეთუგვიან.
უძლევი
ქეცბაია მუშაობით კმაყოფილი კი ვარ, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, მაგრამ ბოლოსკენ ჩავარდნა გვაქვს შედეგების მხრივ. უნდა შეცვალოს ქეცბაიამ რაღაცა ნაკრებში. გაუშვას ქართველი ფეხბურთელები და მოიყვანოს სომეხი ფეხბურთელები :DDD
daviti
რაზე ილაპარაკებს ქეცბაია პრესკონფერეციაზე,თავის შეცდომებზე,იმაზე რომ ეს ნაკრები ზოგიერთ მატჩში მხოლოდ იღბალით თუ ჯობს თავის წინამორბედებს,აღიარებს იმას,რომ მიუხედავად ფეხბურთელების მართლა მწირი არჩევანისა,მალტაზე უკეთესები გვყავს და მსგავს გუნდებთან უკეთესად უნდა თამაშობდეს გუნდი თუნდაც საშვალო კვალიფიკაციის მწვრთნელის ხელში?თუ ისევ იბლატაოს უნდა და მამისტოლა ხალხს ცხვირის წინ თითები უნდა უტრიალოს?
daviti
ამ კლოუნს ნახე რა,რუსეთში რომ ითვლი საეჭვო მანჩების რაოდენობას,საქართველოში იცის ნეტა რა ხდება?
magelani
ეს შუშაკს და შუშანიკს რომ გაარჩევს,მერე კიდევ შეიძლება რაღაც რომ თქვას:)))))))http://www.droni.ge/?m=4&AID=4047
levani kaxeti
აი, არ იქნები და შენი აჯობებს; "მოგხვდება" ბაირამ-ფათახში;. ეეხ, ნეტავ შენ ვინ რას გეკითხება, შე საცოდავო, შენა.
marcopolo
შენ თავს მიხედე რო ძველბიჭობ სიჭინავა და სხვების ფეხებს თავი დაანებე,რა გინდა შენსავით ნაცელიტას შეუძვრენ და თავი მოიკლან,ითამაშა დემეტრაძემ ჯიგრიანად მარა ვინ დაუფასა,ჯობდა მაგ ბიჭზე გეზრუნათ.სირცხვილო-ქეცბაია და არველაძეები ნაცებთან ერთად ბურთს აგორებენ და დემეტრაძე ციხეშია...
ave avtush
სიჭინავა დანიშნული რომ ხარ და არა არჩეული,სხვას ვერც იტყვი ვერაფერს. კმაყოფილი იქნებოდი მინუს ათიც რომ გვქონოდა თუ ზემოდან გეტყოდნენ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა