საქართველოს ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრები რუმინეთში, 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ გაემგზავრა
დღეს დილით რუმინეთში გაემგზავრა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრები საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მალხაზ ლომთაძისა და ალეკო ნოზაძის ხელმძღვანელობით. ბუქარესტის ფიცარნაგზე 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ძალებს გამოცდიან ქუთაისელები - გიორგი ლომთაძე (69 კგ) და ზურიკო თავაძე (77), საჩხერელი ლაშა ტალახაძე (მძიმე წონა), ხოლო 23-წლამდელთა კონტინენტის ჩემპიონატში მხოლოდ ზუგდიდელი დავით გოგია (105) გვეყოლება.

როგორც მწვრთნელებმა გვითხრეს, ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებული და რუმინეთში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ. განსაკუთრებით ყოფილი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟის - ლაშა ტალახაძის იმედი აქვთ. შარშან მან 17-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სამი ოქროს მედალი (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში) მოიპოვა. იგი ახალგაზრდებშიც მსგავსი შედეგის გამეორებას შეეცდება. მით უმეტეს, რომ ორჭიდში მან ერთი თვის წინათ 395 კილოგრამი დაძლია და ერთი წლის წინანდელი მიღწევა 60 კილოგრამით(!) გააუმჯობესა: ატაცში-25, აკვრაში-35 კილოგრამით. ცხადია, ბუქარესტში მას იოლი გასეირნება არ ექნება, რადგან რუსი და სომეხი მეტოქეებიც სერიოზულად არიან მომზადებული და განწყობილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.

20-წლიანებში გამოვა ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონი გიორგი ლომთაძე, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა აკვრაში.

ატაცში შარშან ასევე მესამე იყო დავით გოგია, რომელმაც ორჭიდში ბრინჯაო პირადი წონით დათმო. ამჯერად 23-წლამდელებში ეცდება დანაკარგის ანაზღაურებას.

ზურიკო თავაძე ორჯერ გამოდიოდა ჭაბუკთა კონტინენტის პირველობებზე. ამჯერად იგი ევროპელ ახალგაზრდებს გაეჯიბრება. ლომთაძე და თავაძე 13 სექტემბერს იასპარეზებენ, გოგია და ტალახაძე კი 17 სექტემბერს იბრძოლებენ მედლებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე