რომში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ლიდერთა რვიდან ექვსი პარტია ყაიმით დამთავრდა, მათ შორის - ორი ჩვენებურისა
რომში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე გუშინდელმა დღემ ლიდერებში შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა - რვიდან ექვსი პარტია ყაიმით დამთავრდა, მათ შორის - ორი ჩვენებურისა.

დაზავდნენ თბილისელი დავით არუთინიანი და ესტონელი კაიდო კულაოტსი, ბრიან სმიტი (აშშ)-სოფიკო გურამიშვილი, ალბერტო დავიდი (ლუქსემბურგი)-იური სოლოდოვნიჩენკო (უკრაინა), იგორ ხენკინი (გერმანია)-მარტინ კრავცივი (უკრაინა), მარინ ბოსიჩიჩი (ხორვატია)-ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი), ლასლო გონდა (უნგრეთი)-გავაინ იონესი (ინგლისი). აი, დავიდ ბერცეშმა (უნგრეთი) შავი ფიგურებით ალექსანდრ ფიერს (ბრაზილია) სძლია, ხოლო ალოიზი იანკოვიჩმა (ხორვატია) ლესი ორტეგას (იტალია) მოუგო.

ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ - ნაზი პაიკიძემ ფაბრიციო მაგისთან (იტალია) მოაწერა ზავს ხელი, ბელგიელმა ალექსანდრე დგებუაძემ მიქელანჯელო სკალკიონეს (იტალია) აჯობა.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით ბერცეში და დავიდი მეწინავეობენ. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს არუთინიანმა, კულაოტსმა, სოლოდოვნიჩენკომ, დურარბეილიმ, კრავცივმა, იანკოვიჩმა და ხენკინმა. გურამიშვილმა და დგებუაძემ 4-4 ქულას მოუყარეს თავი, პაიკიძეს 3 ქულა აქვს.

დღეს მე-7 ტურში არუთინიანი სოლოდოვნიჩენკოს, გურამიშვილი - ბოსიჩიჩის, პაიკიძე - დუდერმანს, დგებუაძე კი კოლინზს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა