მამაკაცთა პროფესიული ტურისგან განსხვავებით, ქალებში ყოველთვის რთულია ნახევარფინალისტთა თუ ფინალისტმა პროგნოზირება
მამაკაცთა პროფესიული ტურისგან განსხვავებით, ქალებში სიტუაცია განსხვავებულია და აქ ყოველთვის რთულია ნახევარფინალისტთა თუ ფინალისტმა პროგნოზირება.

წელს "დიდი სლემის" ოთხ ტურნირს ქალებს შორის სხვადასხვა გამარჯვებული ეყოლება, ხოლო აშშ-ის ღიას წლევანდელი ნახევარფინალისტებიდან მხოლოდ კაროლინ ვოზნიაცკიმ ითამაშა შარშან ამავე ეტაპზე.

დანიელს ფინალში გასასვლელად ამერიკის ღია პირველობის მთავარ ფავორიტთან სერენა უილიამსთან უწევდა შეხვედრა. ერთადერთი, რაც ამ მატჩში ამერიკელს ხელს უშლიდა, მარცხენა ფეხის ტრავმა იყო. მას ტკივილი მთელი შეხვედრის განმავლობაში აწუხებდა, რის გამოც სერენას ერთხელ ექიმის გამოძახებაც კი მოუწია კორტზე - ეს მეხუთე გეიმში მოხდა.

თუმცა პირველი სეტის სტარტზე ვოზნიაცკი ასე თუ ისე თანაბრად ებრძოდა უილიამსს. სერენა ოდნავ ნერვიურობდა და ამიტომაც ბევრ შეცდომას უშვებდა, მათ შორის ტაქტიკურს - ძალიან ხშირად აჰყვა კაროლინს ამ უკანასკნელისთვის მოსახერხებელ უკანა ხაზზე გათამაშებებში.

მაგრამ თანდათან სერენა გონს მოვიდა და ცხადი გახდა, რომ დანიელს აღარაფერი დარჩა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მთელი სეტის განმავლობაში კაროლინს ერთი "ვინერსიც" არ ჰქონია. ამას დაემატა მისი 10 უნებლიე შეცდომა და ამის გამო ვოზნიაცკიმ ორ გეიმზე მეტის აღება ვერ მოახერხა - 2:6.

მეორე სეტისთვის ამერიკელი საბოლოოდ დაწყნარდა და შესაძლოა, ვადაზე ადრე ირწმუნა გამარჯვება. პარტიის დასაწყისში გაკეთებული ბრეიკის შემდეგ, ამერიკელმა თითქმის შეწყვიტა ბრძოლა მიღებაზე და აქცენტი საკუთარ გეიმებზე გადაიტანა. მაგრამ 5:3-ზე, როცა სერენა მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა, მის მოქმედებაში ისევ დაბრუნდა ნერვიულობა, რაც ორ ორმაგ შეცდომაში გადაიზარდა. თუმცა ამერიკელმა ძალიან მალე დაივიწყა საკუთარი წაგებული გეიმი და სეტში მეორე ბრეიკით საბოლოოდ მოუკლო შეხვედრას მოულოდნელად გაჩენილი ინტრიგა.

ფინალში სერენას მეტოქე სამანტა სტოსური გახდა, რომელმაც შეძლო ნახევარფინალურ ეტაპზე სენსაციურად გასული გერმანელის ანჟელიკ კერბერის დამარცხება. თუმცა ავსტრალიელისთვის ამ მატჩის მოგება იოლი არ ყოფილა - ამისთვის მას სამი სეტის ჩატარება მოუწია.

სერენა უილიამსი 4:2-ს უგებს სტოსურს პირად შეხვედრებში, თანაც მათი ბოლო მატჩი სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიმართა - ტორონტოს სუპერტურნირის ფინალში ამერიკელმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო - 6:4, 6:2.

ქალები

1/2 ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:3, 2:6, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 28)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1) 6:2, 6:4.

მიქსტი. ფინალი

მელანი ოუდინი/ჯეკ სოკი (აშშ)-ხისელა დულკო/ედუარდო შვანკი (არგ) 7:6(4), 4:6, 10:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა