მაკედონელებმა მორიგი სიუპრიზი შემოგვთავაზეს - ნერვული დაძაბულობის გარეშე, სლოვენიას დამაჯერებლად გაუსწორდნენ
საბერძნეთისა და რუსეთის ცენტრალურ შეხვედრაში ინტრიგა არ გამოვიდა. რუსეთმა ისევ ვერ აჩვენა დამაჯერებელი თამაში და მიუხედავად ამისა, 16 ქულით დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები, რითაც ევრობასკეტზე ზედიზედ მოგებათა რიცხვი შვიდამდე აიყვანა.

მატჩის წინ ამბობდნენ იმის შესახებ, რომ ბერძნებს ამ მატჩში მოტივაცია არ ჰქონდათ - თითქოს მათთვის მოგებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით მეოთხედფინალში მასპინძელ ლიტვაზე გადიოდნენ. შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ ელიას ცუროსის გუნდს მეოთხედფინალში ესპანეთი ან საფრანგეთი ელოდება, რაც მაინც და მაინც სახარბიელო ვარიანტი არ უნდა იყოს. ამიტომაც ნაკლებად გვჯერა შეთქმულების თეორიის. მაგრამ, მეორეს მხრივ, საბერძნეთი მართლაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც რუსეთთან გამარჯვება ძალიან უნდოდა. ტაბლოზე ანგარიშის მიუხედავად, ბერძნები საკმაოდ ინერტულად თამაშობდნენ.

შესაბამისად, რუსებს უფლება არ ჰქონდათ ეს მატჩი არ მოეგოთ. დაცვაში ბევრი შეცდომის მიუხედავად, ის მეტოქეზე გაცილებით კარგად თამაშობდა. როგორც იქნა, "გაიღვიძა" მოზგოვმა, რომელმაც თამაშიდან 88 პროცენტის სიზუსტით (რვიდან შვიდი ჩააგდო) ისროლა და 19 ქულა დააგროვა.

რუსეთს ერთადერთი კრიტიკული მომენტი ჰქონდა მატჩში, როცა მეორე მეოთხედში ხუთი ქულით ჩამორჩა (33:38), მაგრამ ზედიზედ შვიდი ქულით ისევ დაიბრუნა ლიდერობა და ინიციატივა მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

F ჯგუფში პირველი ადგილის ბედი რუსეთისა და მაკედონიის მატჩში გაირკვევა. მაკედონელებმა მორიგი სიუპრიზი შემოგვთავაზეს - ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე ძალიან დამაჯერებლად გაუსწორდნენ სლოვენიას.

მატჩის ანგარიში სრულად ასახავს მოედანზე მომხდარს - პირველ სამ მეოთხედში მაკედონია მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა, ხოლო ბოლო ათწუთეულში ოდნავ დაწევის საშუალება მისცა სლოვენიას. მნიშვნელოვანია ის, რომ ამჯერად მაკედონელთა რიგებში ყველაფერი ბო მაკალებზე არ ყოფილა დამოკიდებული - ნატურალიზებული ამერიკელი მხოლოდ პირველ ტაიმში იყო საუკეთესო. შესვენების შემდეგ კი მან მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, პარტნიორებისგან კარგი დახმარება მიიღო. სწორედ "სხვა მაკედონელების" მოწყობილი იყო მესამე მეოთხედში 13:5 გაქცევა, რის შემდეგაც სლოვენიამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო. მაშინაც კი, როცა საფინალო სირენამდე გორან დრაგიჩის სამქულიანით სლოვენიამ სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, მაკედონიის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

ახლა ბოჟიდარ მალკოვიჩის გუნდის მეოთხედფინალში გასვლა კითხვით ნიშნის ქვეშ დადგა. თუ ბოლო ტურში სლოვენია ფინეთთან წააგებს, შემდეგ ეტაპზე სწორედ სკანდინავიელები აღმოჩნდებიან. თითქოს ფანტასტიკური ვარიანტია, მაგრამ სლოვენიელთა თამაშის შემხედვარე, სავსებით შესაძლებელია, ფინელებმა მორიგი დიდი სენსაცია შემოგვთავაზონ.

E ჯგუფში დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპი. ორ მატჩს აქ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. სერბეთსა და თურქეთს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თან თურქები ლიტვისა და გერმანიის მატჩის შედეგს უნდა დალოდებოდნენ.

თურქები ბოლო წუთზე ხუთი ქულით აგებდნენ და თითქოს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ ენეს გუნდის პრესინგმა გაამართლა, თანაც ორი ზუსტი შეტევაც გამოუვიდა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. ამას მოჰყვა რვა მეტრიდან ტეოდოშიჩის სრულიად უაზრო ტყორცნა და თურქეთს ბოლო შეტევისთვის საკმარისი დრო დარჩა, მაგრამ ილიასოვამ გადამწყვეტი ტყორცნა ააცილა.

სერბეთმა გააღწია მეოთხედფინალში და იქ F ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება - რუსეთს ან მაკედონიას.

დღის მეორე მატჩში ევრობასკეტის ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს. ბევრი სპეციალისტის აზრით, სწორედ საფრანგეთი უნდა გახდეს ესპანეთის ერთადერთი ღირსეული მეტოქე. თუმცა ამჯერად ბრძოლა არ შედგა, რადგან კოლემ დასვენების საშუალება მისცა პარკერსა და ნოას და ისინი მოედანზე არ გაიყვანა. მათ გარეშე საფრანგეთმა ერთი ტაიმი იბრძოლა, მეორეში კი ესპანეთი 25:4 გაიქცა და შეხვედრას აზრი დაეკარგა.

რაც შეეხება ლიტვასა და გერმანიის მატჩს, მასპინძლებს 11 ქულით არ უნდა წაეგოთ მატჩი და მეოთხედინალში თამაშს ინაღდებდნენ. გერმანიამ ამოცანა ვერ შეასრულა. ერთადერთი, რაც მან მოახერხა, კამანის აქტიურობით ერთი ქულით გავიდა წინ - 64:63, მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ლიტვაც პლეი ოფშია, სადაც მაკედონიასთან და რუსეთთან მოუწევს ბრძოლა.

E ჯგუფი

სერბეთი-თურქეთი 68:67

18:11, 17:16, 21:26, 12:14

ს: ტეოდოშიჩი (20+8 მოხსნა+5 პასი), სავანოვიჩი (14), ტეპიჩი (12+8 მოხსნა), პეროვიჩი (8+6 მოხსნა), კრსტიჩი (8), ბიელიცა (3), მარკოვიჩი (3).

თ: კანტერი (11), ომერ ონანი (11), ილიასოვა (10+7 მოხსნა), თურქოგლუ (8), პრელჯიჩი (8), თუნჩერი (8), არსლანი (6), ომერ აშიქი (5+10 მოხსნა).

საფრანგეთი-ესპანეთი 69:96

22:21, 16:18, 10:29, 21:28

ს: სერაფინი (18), ტრაორე (16), დე კოლო (10), ბატუმი (9), ელბისი (8), დიაო (5+5 მოხსნა), პიეტრუსი (2+2 დაფარება), კაუდი (1).

ე: ნავარო (16), ფერნანდესი (15+6 პასი+3 ჩაჭრა), პ. გასოლი (11), იბაკა (10+7 მოხსნა), რეიესი (10), ლიული (9+4 პასი), მ. გასოლი (9), კლავერი (8), სადა (4+5 მოხსნა), სან ემეტერიო (4), კაოდერონი (0+5 პასი).

ლიტვა-გერმანია 84:75

21:17, 16:19, 21:19, 26:23

ლ: კაუკენასი (19), იასიკიავიჩუსი (17+4 პასი), ვალანჩუნასი (13), კალნიეტისი (9+5 მოხსნა), იასაიტისი (8+8 მოხსნა), იავტოკასი (8+7 მოხსნა), სონგაილა (4), პოჩიუსი (2), იანკუნასი (2).

გ: კამანი (25+11 მოხსნა), ბენცინგი (18), ნოვიცკი (16+9 მოხსნა), შაფარციკი (13), შვეტჰელმი (3).

თ მ ფ ბ ქ

1. ესპანეთი 5 4 1 405-340 9

2. საფრანგეთი 5 4 1 383-388 9

3. ლიტვა 5 3 2 405-397 8

4. სერბეთი 5 2 3 388-412 7

5. გერმანია 5 1 4 345-379 6

6. თურქეთი 5 1 4 331-341 6

F ჯგუფი

მაკედონია-სლოვენია 68:59

20:16, 19:15, 15:11, 14:17

მ: მაკალები (19+4 პასი+3 ჩაჭრა), ილიევსკი (14+5 პასი), ვ. სტოიანოვსკი (11), გეჩევსკი (8), ჩეკოვსკი (7), სამარძინსკი (6), დ. სტოიანოვსკი (3), ანტიჩი (0+6 მოხსნა).

ს: გ. დრაგიჩი (20+5 მოხსნა), ლაკოვიჩი (9), უდრიხი (5), მურიჩი (5), ზ. დრაგიჩი (4+7 მოხსნა), ბეგიჩი (6+7 მოხსნა+2 დაფარება), ლორბეკი (4), იაგოდნიკი (2), სმოდიში (2), სკოლარი (2).

საბერძნეთი-რუსეთი 67:83

16:15, 23:27, 18:23, 10:18

ს: კუფოსი (15), ფოცისი (10), ცისისი (10), კალატესი (7), ბრამოსი (5), კაიმაკოგლუ (5), ბურუსისი (5), მავროედისი (4), პაპანიკოლაუ (3).

რ: მოზგოვი (19+5 მოხსნა+3 დაფარება), შვედი (15), კირილენკო (11+8 მოხსნა+5 პასი), ხრიაპა (11+7 მოხსნა+5 პასი), ვორონცევიჩი (6), ფრიძონი (6+5 მოხსნა), მონია (6), ბიკოვი (4+4 პასი), პონკრაშოვი (3).

თ მ ფ ბ ქ

1. რუსეთი 4 4 0 292-249 8

2. მაკედონია 4 4 0 277-250 8

3. საბერძნეთი 4 2 2 275-276 6

4. სლოვენია 4 1 3 270-277 5

5. ფინეთი 4 1 3 278-305 5

6. საქართველო 4 0 4 269-304 4

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა