ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სტამბოლმა ევროპა საქართველოში გადაწყვიტა

სტამბოლმა ევროპა საქართველოში გადაწყვიტა

საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე გადაწყდა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს ჭიდაობაში თბილისი უმასპინძლებს
დღეს, 12 სექტემბერს სტამბოლის "სინან ერდენ" არენაზე" მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობა იწყება. არ ვიცით, როგორ დაამთავრებენ მას ჩვენი გუნდები, თუმცა საქართველომ იქ ერთი დიდი წარმატება უკვე მოიპოვა - გუშინ, 11 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო ფედერაცის კონგრესზე გადაწყდა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს!

საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ არაერთგზის მოცემული პირობა შეასრულა და კონგრესის მონაწილენი თბილისის კანდიდატურაზე დაითანხმა.

ამდენად, პირველხარისხოვან შეჯიბრებებს ნელ-ნელა ჩვენც ვუშინაურდებით - ქვეყნის დედაქალაქმა უკვე უმასპინძლა კონტინენტის პირველობებს ძიუდოსა და სამბოში, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას ჭიდაობაში (ამ ტურნირზე გახსნის იმდენად ეფექტური ცერემონიალი შემოგვთავაზეს, ალბათ, ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება), წინ კი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია, თუმცა მანამდე "ბებერი კონტინენტის" რჩეულ მოჭიდავეებსაც ვუმასპინძლებთ.

მაშ ასე, მსოფლიოს პირველობის პირველი, არასაჭიდაო ნაწილი უკვე მოვიგეთ, თუმცა სპორტულ ნაწილში წარმატება ნამდვილად გაგვიჭირდება, გუშინ გამართული ბერძენ-რომაელთა წილისყრა ისეთი "არაქართული" შედეგებით დამთავრდა, მაგრამ მანამდე ორიოდე სიტყვა თავად ჩემპიონატზე...

ეტყობა, საჭიდაო სამყარომ ისმინა კრიტიკა მონაწილეთა კლების შესახებ და ეს პირველობა უჩვეულოდ ხალხმრავალია - არც მეტი, არც ნაკლები, სამივე ტურნირში (ქალებში, ბერძენ-რომაელებსა და "თავისუფლებში") 103 ნაკრები მონაწილეობს.

ცხადია, დიდია სპორტსმენთა რაოდენობაც ცალკეულ წონებში - ზოგან 50 კაცსაც კი აჭარბებს! თურქეთის, როგორც ძლიერი საჭიდაო ქვეყნის ფაქტორის გამო ამ ჩემპიონატს წინასწარი პროგნოზებით ისედაც უძნელესად მიიჩნევდნენ, მაგრამ ასეთ ხალხმრავლობას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. მონაწილეთა შორის ისეთ ქვეყნებსაც შეხვდებით, ადრე რომ არსად გვინახავს - მიკრონეზია, პალაუ, მარშალის კუნძულები, ამერიკის სამოა, გუამი...

ლამის სრულადაა წარმოდგენილი ლათინური ამერიკა - ბრაზილია-არგენტინა არ გვიკვირს და ურუგვაი, ჩილე, ჰონდურასი, გვატემალა, პერუ, პანამა, ნიკარაგუა, ვენესუელა, სალვადორი... ფრიად გაზრდილია აფრიკის წარმომადგენლობაც: სიერა-ლეონე, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი, კოტ დივუარი, კამერუნი, სენეგალი, გვინეა-ბისაუ, ნამიბია, ნიგერია და სხვა...

ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომრავლებულ საჭიდაო ცენტრებთან, სადაც საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს წამყვან მწვრთნელებს აგზავნის (მათ შორის - ქართველებსაც), თუმცა უმთავრეს მიზეზად მაინც ლიცენზიების ფაქტორი მიგვაჩნია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ლონდონის 2012 წლის საგზურებიც გათამაშდება, ყოველ წონაში 6-6.

ჩემპიონატს დღეს, 12 სექტემბერს ბერძენ-რომაელები გახსნიან, საჭიდაოდ კი სამი წონითი კატეგორიის - 55, 66 და 96-ის ფალავნები გავლენ. აქ ჩვენგან ლაშა გოგიტაძე (55), მანუჩარ ცხადაია (66) და დებიუტანტი ირაკლი ქაჯაია (96) ჭიდაობენ, ამ სამეულიდან კი წილისყრამ მეტ-ნაკლებად მხოლოდ ცხადაიას გაუმართლა, ის დუეტი კი თავიდანვე ძლიერებს შეახვედრა.

ყველაზე უფრო მაინც გოგიტაძეს არ გაუმართლა, რომელსაც პირველ ორ წრეში ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტები ელოდებიან - თავიდან უკრაინელთა აზერბაიჯანელ ვიცე-ჩემპიონ ვუგარ რაგიმოვს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი სავარაუდო მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სომეხი რომან ამოიანია.

სომეხი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია - ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი, მსოფლიოს შარშანწინდელი პირველობის ფინალისტი, ხოლო შარშანდელის მესამე პრიზიორია, რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს იტალიელი ფედერიკო მანეას ძლევა. იგი ბოლო წლებში სეზონს არ ტოვებს უმედლოდ და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაც დროის საკითხია.

რომ არა ფენომენალური ირანელი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჰამიდ სორიანი (სხვათა შორის, ის ამჯერად არ ჭიდაობს), იქნებ აქამდე მსოფლიოს პირველობაც მოეგო - ირანელმა შარშანწინ ფინალში მოუგო, შარშან - ნახევარფინალში. შეგახსენებთ, რომ ამოიანმა გოგიტაძე პეკინის ოლიმპიადაზე დაამარცხა.

ბედმა ახალგაზრდა ირაკლი ქაჯაიასაც ძნელი გამოცდა არგუნა - 44 მონაწილეს შორის მაინცდამაინც ეგვიპტელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მოჰამედ აბდელ ფატაჰი შეახვედრა. მეტოქე ადრე 84-ში გამოდიოდა და ტიტულიც იქ მოიპოვა, თუმცა არც 96-ში ჭიდაობს ურიგოდ. ერთი სიტყვით, ქაჯაიას ძნელი ბრძოლა ელოდება.

არადა, ეგვიპტელის გარდა, ნახევარფინალამდე ისეთი არავინ ჰყავს, ვისი დამარცხებაც შეუძლებელი იქნება.

ცხადაიას იმ მხრივ გაუმართლა, რომ საწყის ეტაპებზე არ ჰყავს ძლიერი კონკურენტები - 32-ედფინალში ალჟირელ მოჰამედ სერირს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი სირიელ მუსტაფა მუტეე ალნაკდალისა და შვეიცარიელ პასკალ სტრებელს შორის მოგებულს შეხვდება.

მომდევნო ეტაპზე მის სავარაუდო კონკურენტთა შორის ყველაზე ძლიერი ფალავანი უნგრელი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ტამაშ ლორინცია. აქვეა ევროპის ორგზის რუმინელი ვიცე-ჩემპიონი იონუტ პანაიტი, მაგრამ ის 30 წლისაა და უნგრელი მაინც უფრო საშიში გვგონია. ლორინცი 25 წლისაა, ევროპის ჩემპიონი კი 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა მას შემდეგ ცოტა შეფერხდა... თან მსოფლიოზე უჭირს ჭიდაობა, თუმცა ორჯერ ბრინჯაოსთვის კი იჭიდავა.

ერთი სიტყვით, ცხადაია თუ ამ ბარიერებს გაივლის, მერე უკვე აღარც მის წილისყრას ჰქვია გამართლება, რადგან მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ორივე ფინალისტი მის მხარესაა - უკრაინელთა სომხური წარმოშობის ვიცე-ჩემპიონი, ოდესღაც მანუჩარ კვირკველიას ძირითადი კონკურენტი არმენ ვარდანიანი უფრო ახლოსაა, რუსთა ქართველი ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე კი ნახევარფინალში შეხვდება... დღევანდელი წონებიდან ყველაზე მეტი მონაწილე აქაა - 52 ფალავანი.

ზემოდასახელებული ქართული სამეულის გარდა, სტამბოლში ჩვენგან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და შოთა გოგისვანიძე (120) იასპარეზებენ. ამათგან კვირკველია 14 სექტემბერს ჭიდაობს, დანარჩენები კი 13 სექტემბერს მედლებისა და საგზურების მოპოვებას შეეცდებიან. ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს 20.30-დან მეორე არხი აჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე