ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პარაკეკურად საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები ტარდება
რა გასაკვირია, რომ ამ თვეში რაგბის ქომაგთა გულისყური ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ბორჯღალოსანთა ნაკრებიც მონაწილეობს.

პარალელურად ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებიც ტარდება შაბათობით. ასე რომ, შინ თუ გარეთ მიმდინარე სარაგბო მოვლენებით ქართული რაგბის მოყვარულები ნამდვილად განებივრებულები არიან. განებივრება ერთია, განერვიულება - მეორე. ოღონდაც ეს არ იყოს.

თუმცა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები უამისოდ როგორ ჩაივლის. აი, მაგალითად, "ლელომ" მეორე წრის მეორე ტურის მატჩში ძალიან ანერვიულა ავჭალის სარბიელზე შეკრებილი თავისი ქომაგები.

"ლოკომოტივთან" შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი უპირველესად იმიტომ, რომ მეორე წრის პირველ ტურში, 3 სექტემბერს, "ლელომ" არმაზთან 17:22 წააგო. ახლაც გუნდმა მატჩის პირველი ნახევარი პირწმინდად დათმო 3:23.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და უზადოდ ითამაშა "ლოკომოტივის" გამწევმა ძალამ, ამ შემთხვევაში შერკინებამ, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე ნახევარში კი რკინიგზელები მოეშვნენ, მათი ინერტულობა მკაფიოდ გამოიკვეთა ლელოელების გააქტიურების ფონზე, თუმცა საბოლოო გამარჯვება ღირსეულ პაექრობაში "ლოკომოტივს" დარჩა 25:20.

დანარჩენ სამ შეხვედრაში, სატურნირო ცხრილში თავისზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს წინმდგომებმა ადვილად სძლიეს, რაზედაც ურთიერთშეხვედრების შედეგებიც მეტყველებს:

"ხარები" (რუსთავი) -"არმია" (ბთილისი) 13:34;

"არმაზი" (თბილისი)-"ყოჩები" (თბილისი) 23:3;

"აია" (ქუთაისი)-"აკადემია" (თბილისი) 33:7.

რა მოგვცა მეორე წრის მეორე ტურმა? ჯერ ის ვთქვათ, რომ "აიამ" და "არმიამ" ლიდერობა შეინარჩუნეს. მესამე ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა "აკადემია", იგივე ბედი ეწია "ლელოს" - მეოთხედან მეექვსე ადგილზე ჩაინაცვლა. გასულ ტურში წაგებით მდგომარეობა გაიუარესეს "ხარებმა" და "ყოჩებმა".

მეორე წრის მომდევნო III ტურის მატჩები გაიმართება 17 სექტემბერს. ერთმანეთს ხვდებიან: "არმია"-"ლელო"; "ლოკომოტივი"-ყოჩები"; "არმაზი"-"აია"; "აკადემია"-"ხარები".

გათამაშების ცხრილი

10/09 კლუბი ქალაქი თ მ ფ წ გატ:გაშ სხვ ქ

1. "აია" ქუთაისი 9 9 0 0 244:103 +141 18

2. "არმია" თბილისი 9 6 1 2 210:153 +57 13

3. "ლოკომოტივი" თბილისი 9 5 0 4 178:168 +10 10

4. "არმაზი" თბილისი 9 4 1 4 181:187 -6 9

5. "აკადემია" თბილისი 9 3 3 3 169:187 -18 9

6. "ლელო" თბილისი 9 4 0 5 215:189 +26 8

7. "ხარები" რუსთავი 9 2 0 7 098:196 -98 4

8. "ყოჩები" თბილისი 9 0 1 8 120:232 -112 1

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა