გერმანიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურის შემდეგ სანიკიძე არიკ ბრაუნთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს
გერმანიაში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი,რომლის საპრიზო ფონდია 11650 ევრო.

გამარჯვებული 2000 ევროს მიიღებს, მეორე-მესამეადგილოსნები, შესაბამისად, - 1500 და 1200 ევროს.

მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის 182 მოჭადრაკე ჩაება.

მათ შორის არიან თბილისელები - საქართველოს ექსჩემპიონი დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე და საერთაშორისო ოსტატი დავით ლობჟანიძე.

გუშინ მე-7 ტურში სანიკიძემ თეთრი ფიგურებით 48-ე სვლაზე მასპინძელი რომან ვიდონიაკი დაამარცხა:

დიაგრამა

44. კფ5+ მფგ8 45. ლბ2 ფ6 46. კგ6 ედ8 47. მფ5 მფ8

48. მ+დ8 და შავები დანებდნენ.

სანიკიძე 7 ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს არიკ ბრაუნთან, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ დიდოსტატს, ტურნირის რეიტინგფავორიტ დავით ბარამიძეს დაუზავდა. ასევე, ყაიმით დამთავრდა დანარჩენ მეწინავეთა პარტიები: ილია შვეიდერი (გერმანია)-იონ ჰექტორი (შვედეთი), ვადიმ მალახატკო (ბელგია)-ოლივერ მიჰოკი (უნგრეთი).

მეტოქესთან (ტობიას ჰირნაიზე, გერმანია) ქულა გაიყო ლობჟანიძემაც, რომელსაც 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ბარამიძე, შნეიდერი, ჰექტორი, მიჰოკი, სიერბრედი, ფედოროვსკი და ჰოფმანი ჩამორჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა