ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"მეტალურგმა" "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში ორი უპასუხო გოლი გაუტანა

"მეტალურგმა" "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში ორი უპასუხო გოლი გაუტანა

ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ ქვემოქართლელებმა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვეს
10. 09. მცხეთა-პარკი. 200 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:2

0:1, 0:2 ტატანაშვილი (49, 62)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) მეტალურგი (4-2-3-1)

ძაძამია ბედიაშვილი

ხურცილავა სეთურიძე

ადამაძე კვახაძე

კასრაძე გ. კვარაცხელია

ღანიაშვილი ჯაფარიძე

მაისაშვილი რაზმაძე

ჯანელიძე ქავთარაძე

კორიფაძე ჭედია

გიორგი გურეშიძე გ. მიქაბერიძე

ზაქრაძე გეწაძე

ჩიმაკაძე ტატანაშვილი

მწვრთნელი: ბ. ბერიძე მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი

ვიტ ჯორჯია

46. ზაქრაძე-ვაშაკიძე

63. მაისაშვილი-ვასაძე

74. გურეწიძე-კუხალეიშვილი

სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, ოთარიშვილი, ხუმარაშვილი

მეტალურგი

69. ქავთარაძე-გავაშელიშვილი

75. მიქაბერიძე-პავლიაშვილი

80. გეწაძე-დობროვოლსკი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, ი. მაისურაძე, მახვილაძე

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (10), ჭედია (24), კვახაძე (29)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)

ზედიზედ ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ "მეტალურგმა" ნავსი გატეხა და კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებით რუსთაველები ლიდერთა ზონასაც მიუახლოვდნენ და მნიშვნელოვანი მატჩების წინ ქულათა მეტ-ნაკლებად საკმარისი მარაგიც დააგროვეს: "მეტალურგს" თითქმის ზედიზედ მოუწევს "ტორპედოსთან", "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" დაპირისპირება.

რაც შეეხება შაბათის მატჩს, "მეტალურგმა", ფაქტობრივად, გამოცდილების და მეტოქესთან შედარებით უკეთესი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე შეძლო 3 ქული მოპოვება; აი, ერთიანად გაახალგაზრდავებულმა "ვიტ ჯორჯიამ" კი ღირსეული წინააღმდეგობაც ვერ გაუწია მოწინააღმდეგეს და საერთოდაც, ეს შეხვედრა მასპინძლებმა თავიანთ შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარეს.

ამ შეხვედრაზე მასპინძლები მეტ-ნაკლებად ორტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ, - თუ არ ჩავთვლით დისკალიფიცირებული ნახევარმცველის, 21 წლის გურამ გურეშიძის არყოფნას, რომლის ადგილიც მისმა უმცროსმა ძმამ, გიორგიმ დაიკავა. წინა ტურთან შედარებით რამდენიმე ცვლილება იყო "მეტალურგის" შემადგენლობაშიც: ძირითადში დაიწყო თამაში 22 წლის გიორგი ქავთარაძემ, ისე როგორც რუსთაველთა ორმა ახალწვეულმა, 27 წლის გიორგი ჭედიამ და 26 წლის გიორგი სეთურიძემ.

თუმცა, სტუმრებს სერიოზული დანაკლისიც ჰქონდათ: ტრავმის გამო უკევ მეორე შეხვედრა გამოტოვა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ, ხოლო გასული სეზონის აღმოჩენა ("ლელოს" ვერსიით) ირაკლი მაისურაძე კი სათადარიგოთა შორის გახლდათ. აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: ამ მატჩში "მეტალურგს" სტუმრის სტატუსი... პირობითად თუ ეთქმოდა! სამწუხაროდ, ქარიან ამინდში ჩატარებულ შეხვედრას საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი (200-მდე კაცი) დაესწრო და ამათგან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობაც რუსთაველთა გუნდის ქომაგები იყვნენ, რომელთა შორისაც ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც გახლდათ.

ეგ კი არა, არცთუ დიდი ხნის წინათ შექმნილი "მეტალურგის" ფან-კლუბის წევრები თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს მატჩი რუსთავში ტარდებოდა და ყოვლად უღიმღამო და უფერული შეხვედრის "გამოცოცხლებას" ზედმეტად ომახიანი შეძახილებით ცდილობდნენ. ისე, ფან-კლუბის დანიშნულება საყვარელი გუნდის გამხნევებაა, მაგრამ არც ის არის ლამაზი, როცა სტუმრად ჩადიხარ და... მასპინძელთა ფეხბურთელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებ; ჰოდა, ამიტომაც იყო, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე გაწევ-გამოწევა რომ მოხდა: "ვიტ ჯორჯიას" მცირერიცხოვან ქომაგთა ჯგუფმა აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოხატა და საკადრისი პასუხიც გასცა რამდენიმე ზედმეტად აგრესიულ რუსთაველ გულშემატკივარს.

ისე, მდგომარეობა, შესაძლოა, უმართავიც გამხდარიყო, მაგრამ სტადიონის დაცვისა და განსაკუთრებით, "მეტალურგის" ტექნიკური დირექტორის, აკა ქავთარაძის ძალისხმევით, ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში არ გადაზრდილა; არადა, არც არაფერი უკლდა.

აი, ეს იყო ამ მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, თორემ პირველ ტაიმში მოედანზე რაც ხდებოდა, იმას ფეხბურთის გარდა ყველაფერი ერქვა! მთელი 45 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს ერთი, მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევაც არ განუხორციელებიათ და კარში კი არა, კარის მიმართულებით დარტყმებიც არ გვინახავს; მხოლოდ ერთადერთხელ იყო, სახიფათო ეპიზოდს რომ წააგავდა: პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და მათი აზრით, პენალტსაც იმსახურებდნენ; სამწუხაროდ, ტრიბუნიდან ძნელი გასარკვევი იყო, - მართლაც ხელით ითამაშა "ვიტ ჯორჯიას" ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ, თუ - არა.

აი, მეორე ტაიმს კი შედარებით არა უშავდა; ყოველ შემთხვევაში პირველთან შედარებაც არ შეიძლებოდა: "მეტალურგის" ფეხბურთელები შესვენების შემდეგ ბევრად უფრო მოტივირებულნი გამოიყურებოდნენ და ეს მონდომება დაუფასდათ კიდეც. სტუმართა პირველი გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა: რევაზ გეწაძის კუთხურის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი კარგად გაერკვა სიტუაციაში და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 27 წლის თავდამსხმელმა მალე "დუბლიც" შეასრულა - სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ლაშა ჯაფარიძის ჩინებული რეიდი ტატანაშვილის არანაკლებ ეფექტური დარტყმით დამთავრდა.

"მეტალურგს" მანამდეც ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, როცა რევაზ გეწაძისა და გიორგი მიქაბერიძის მიერ გათამაშებულ ლამაზ კომბინაციას გიორგი ჭედია აგვირგვინებდა, მაგრამ მასპინძლები გიორგი ძაძამიამ გადაარჩინა. მასპინძელთა მეკარემ კიდევ ერთ ეპიზოდში იყოჩაღა, როცა ჯაფარიძის მორიგი ზუსტი პასის შემდეგ ტატანაშვილი თავით ცდილობდა "ჰეთ-თრიქის" შესრულებას. ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ სტუმრები დამშვიდდნენ და "ვიტ ჯორჯიამ" ერთი-ორჯერ "თავი შეგვახსენა".

ერთ ეპიზოდში ლაშა კასრაძის თავური დარტყმა არაზუსტი აღმოჩდა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის ლევან კუხალეიშვილმა საჯარიმოს გარედან სცადა გოლის გატანა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" ახალწვეულის დარტყმას გამოცდილი გრიგოლ ბედიაშვილი უპრობლემოდ გაუმკლავდა.

საქართველოს ჩემპიონატი. სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაია 5 4 0 1 10-3 12

2. დინამო 4 3 1 0 8-4 10

3. გაგრა 5 3 0 2 9-6 9

4. ზესტაფონი 4 2 2 0 8-5 8

5. მეტალურგი 5 2 2 1 4-2 8

6. მერანი 5 2 1 2 4-6 7

7. ტორპედო 4 2 0 2 4-3 6

8. კოლხეთი 5 1 2 2 3-5 5

9. ვიტ ჯორჯია 5 1 2 2 5-8 5

10. დილა 4 1 0 3 5-7 3

11. სპარტაკი 5 0 2 3 2-6 2

12. სიონი 5 0 2 3 2-9 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება