თბილისის "დინამოსთან" უპრინციპულესი დაპირისპირების წინ ქუთაისის ,,ტორპედომ" ხასიათი გამოიკეთა
ქუთაისი. სტადიონი, ცენტრალური: 1000 მაყურებელი

ტორპედო-სიონი 2:0

1:0 დათუნაიშვილი (21), 2:0 საბანაძე (43)

ტორპედო სიონი

4-4-2 4-3-2-1

მიგინეიშვილი ზუხბაია

ფოფხაძე კობაური

გამეზარდაშვილი გ. ოქროპირიძე

ფარულავა სვანიძე

ჩიკვილაძე თარგამაძე

დოლიძე მ. ოქროპირიძე

დიღმელაშვილი გაბრიჭიძე

კუხიანიძე უგრეხელიძე

გ. დათუნაიშვილი ვ. ბოლქვაძე

საბანაძე ლ. ჩხეტიანი

მეგრელაძე ისიანი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. კიკნაძე ვ. ჩაგელიშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, ტაბატაძე, თარხნიშვილი

71. დოლიძე - იოსელიანი

83. საბანაძე - კირკიტაძე

87. მეგრელაძე - გოცირიძე

სათადარიგო: ლობჟანიძე, ხურციძე, ადამაშვილი

46. ისიანი - უგულავა

46. უგრეხელიძე - კობერიძე

78. სვანიძე - ქუცურუა

გაფრთხილება: ლ. ჩხეტიანი (61)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ამბიციურმა "ტორპედომ" ჩემპიონატი არადამაჯერებლად დაწიყო და თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარიც გაანაწყენა. ბოლნისელებთან მატჩისას ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უჩვეულო სიხალვათე იყო: საყვარელი გუნდის საქომაგოდ 1000 კაცი ძლივს შეიკრიბა. თანაც, მათი ნაწილი საქართველო-ფინეთის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მოვიდა სტადიონზე. გულშემატკივართა უმრავლესობის განწყობა ასეთი იყო ,,დაგვანახონ მონდომება, მოიგონ და ხალხიც დაბრუნდება სტადიონზე, თუ არა და, ამ რაოდენობის მაყურებელიც სანატრელი გაუხდებათო".

მოკლედ, ტორპედოელებს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად გულშემატკივართა ნდობის დაბრუნებაც მართებდათ და ამისთვის პირველი ნაბიჯი "სიონის" დამარცხება უნდა გამხდარიყო. "ტორპედოს" მსგავსად სეზონი ბოლნისურმა კლუბმაც მძიმედ დაიწყო, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, მათ უამრავი პრობლემა ჰქონდათ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა. წინა ტურში მარტვილში განცდილი მარცხის შემდეგ, რიონისპირელთა დამრიგებელმა გიორგი კიკნაძემ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. განაცხადში ვერ მოხვდა გამოცდილი ცენტრალური მცველი სევასტი თოდუა, მის ნაცვლად ძირითადში ,,ტორპედოში" ახლახანს ჩარიცხული დავით გამეზარდაშვილი გამოჩნდა, რომელიც ბოლოს მოლდოვის ჩემპიონ ,,დაჩიაში" თამაშობდა. ძირითადს დაუბრუნდნენ გიორგი დათუნაიშვილი და დავით დიღმელაშვილი. სიახლე იყო მოედნის ცენტრში ახალგაზრდა გიორგი კუხიანიძის გამოჩენაც.

ცვლილებებმა აშკარად გაამართლა. გამეზარდაშვილი და დიღმელაშვილი საიმედოდ თამაშობდნენ, დათუნაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და მის მიერ გატანილმა გოლმა ტორპედოელთა გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი. ცალკე აღნიშვნის ღირსია კუხიანიძის კარგი თამაში, რომელიც კიკნაძემ დუბლებიდან დააწინაურა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა მისი ნდობა სავსებით გამართლა. იგი თამამად და გააზრებულად უძღვებოდა ქუთაისელთა შეტევებს და კარში შორიდან დარტყმებსაც არ ერიდებოდა.

,,ტორპედომ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და მწვავედაც შეუტია. ბოლნისელებმა კი კონტრშეტევებზე ააწყვეს თამაში. მასპინძლებს დებიუტში ორი კარგი მომენტი გაუცუდდათ: ჯერ მეგრელაძის თავური დარტყმა გადასცდა ხარიხას, შემდეგ კი საბანაძემ ვერ გაიტანა უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან. ქუთაისელთა მონდომებამ შედეგი 21-ე წუთზე გამოიღო: კუხიანიძისა და მეგრელაძის აქტიურობის შემდეგ დათუნაიშვილმა ვარდნაში შესძლო გამოვარდნილ ბურთზე დამატება - 1:0.

სტუმრებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ კუთხურის შემდეგ ქუთაისელთა კარის მიმართულებით წასულ ბურთს კარის ხაზზე ფარულავა გადაეღობა. ტაიმის ბოლოს ქუთათურებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ამ ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა საბანაძემ, მარცხენა ფრთაზე გიორგი ოქროპირიძე ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან ზუხბაიას ახლო კუთხეში ძლიერად დაურტყა, მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა და კარში მისი ხელიდან აღმოჩნდა - 2:0

შესვენების შემდეგ, ბოლნისელთა დამრიგებელმა ვახტანგ ჩაგელიშვილმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე უგულავა და კობერიძე გამოჩნდნენ, რომლებმაც მალევე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. თუმცა, ამ ეპიზოდში ბოლნისელებს არ გაუმართლათ: კობერიძის ჩაწოდებისა და უგულავას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას გადასცდა. ამის შემდეგ, უპირატესობას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ და საგოლე მომენტებიც მხოლოდ ,,სიონის" კართან იქმნებოდა. ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ კუხიანიძეს, დათუნაიშვილს, საბანაძეს და შეცვლაზე შემოსულ იოსელიანს. ბოლნისელთაგან გამოსარჩევი მხოლოდ ქუცურუას დარტყმა იყო, რომლის მოგერიებაც მიგინეიშვილს არ გასჭირვებია.

მოკლედ, "დინამოსთან" უპრინციპულესი დაპირისპირების წინ ,,ტორპედომ" ხასიათი გამოიკეთა და იმედია, ქართული ,,კლასიკო" სტადიონზე მაყურებლებსაც დააბრუნებს.

მატჩის შემდეგ

გიორგი კიკნაძე: ,,შედეგით კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ შეიძლებოდა უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოგვეგო. ჩვენი გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური ნიუანსი გამოჩნდა. ახლა საგოლე მომენტების რეალიზაციის მაჩვენებელიც უნდა გავაუმჯობესოთ. სატურნირო ცხრილში ქულებით სოლიდურად არავინ არის დაწინაურებული. ლიდერ გუნდებთანაც ძალიან დიდი ჩამორჩენა არა გვაქვს და ბრძოლას გავაგრძელებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi1991
როგორციქნა დაიწყეს ქუთაისლების გუნდში დაბრუნება და კიდევ მოზებნონ რომლებიც რუსეთში ტამაშობენ დაბალ ლიგებში
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს