უკლებლივ ყველა ქართველმა ჩოგბურთელმა, თათია მიქაძის გარდა, ვტა-ს ახალ რეიტინგში მცირედით, მაგრამ მაინც უკან დაიხია.

უკლებლივ ყველა ქართველმა ჩოგბურთელმა, თათია მიქაძის გარდა, ვტა-ს ახალ რეიტინგში მცირედით, მაგრამ მაინც უკან დაიხია. ბუნებრივია, ამის მიზეზი მათი ბოლოდროინდელი უქმობაა. რაც შეეხება სოფიო ქვაცაბაიას, მას სტამბოლში მოპოვებული 6 ქულა შემდეგ ორშაბათს დაემატება. გთავაზობთ ჩვენებურთა დღევანდელ მდგომარეობას მსოფლიო კლასიფიკაციებში - ქალები (ვტა): 149 (-2) ანა ტატიშვილი - 422 ქულა; 190 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 283; 212 (-3) მაკა ჩახნაშვილი - 248; 255 (-1) სოფიო შაფათავა - 200; 285 (+2) თათია მიქაძე - 173; 412 (-6) სოფიო ქვაცაბაია - 85; 475 (-11) მანანა შაფაქიძე - 67; 553 (-1) ეკა გორგოძე - 50; 1047 (-7) ანა ჯიქია - 4. ვაჟები (ატპ): 631 (+3) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 34 ქულა; 1383 (-4) ლაზარე კუხალაშვილი - 2.

ამ კვირაში არაფერს ველით ჩვენი გოგონებისგან, ისინი ისვენებენ მომავალი ბატალიების წინ. ვაჟთა შორის ტურნირთა ბადეებში კი მოვალეობის მოხდის მიზნით შევიხედეთ და... ქვემო ავსტრიის ცენტრ ზანკტ პოლტენში მიმდინარე ტურნირში (10 ათასი დოლარი) ლადო ჩიხლაძე აღმოვაჩინეთ! მართალია, მაისში 25 წლის ჩიხლაძე საქართველოს ნაკრებს "დევისის თასზე" დაეხმარა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ამით ჩიხლაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მძიმე ტრავმა მიიღო ამერიკაში, ჩოგბურთს არ დაბრუნებია. ინდივიდუალურ ტურნირებში კი ჩიხლაძემ ბოლოს შარშან, თებერვალში ითამაშა ავსტრის ქალაქ ზალცბურგში. ჩიხლაძემ კისრის ტრავმა არასაჩოგბურთო სიტუაციაში 2007 წლის შემოდგომით მიიღო - 22 წლის ჩოგბურთელი კარიერის აღმასვლას მაშინ იწყებდა, ის მსოფლიოში 350-ე ჩოგანი იყო. თავიდან კარიერის გაგრძელებაზე არც იყო ლაპარაკი, მაგრამ თითქმის ერთი წლის პაუზის შემდეგ ლადო მაინც დაბრუნდა კორტებზე. მაგრამ, მას მერე ორ მცირე საერთაშორისო ტურნირში ნახევარფინალში გასვლაღა შეძლო. სულ ეს იყო და ჩიხლაძე კვლავ გაჩერდა... არ ვიცით, რამდენად სერიოზულია მისი გეგმები ამჯერად, ზანკტ პოლტენის ტურნირი კი მან საკვალიფიკაციო ბადის მოგებით დაიწყო...

პირველ საკვალიფიკაციო წრეში ურეიტინგო ქართველმა გერმანელ ნავიდ იოჰანიგმანს მოუგო - 6:3, 7:5. მეორეში მას ორი ტაი-ბრეიკი დასჭირდა ამერიკელი ნიკოლას მაისტერის (1065) წინააღმდეგობის დასაძლევად - 7:6 (6), 7:6 (6). ფინალურ წრეში ლადოს არ გასჭირვებია ავსტრიელი მაქსი პონგრატცის დამარცხება - 6:3, 6:3. ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველის მეტოქე გერმანელი შტეფენ დიერაუფია.

მინსკში 10-ათასიან ტურნირში ნაკლები წარმატებით იასპარეზა 16 წლის პავლე ვაშაკიძემ, ვისაც მასპინძელმა იაროსლავ ზუბკომ "მშრალად" მოუგო - 6:0, 6:0. მოსკოვში მცირე, 10-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს. მართალია, იქ ქართველი ჩოგბურთელი არავინაა, მაგრამ რამდენიმე ქართული წარმოშობის სპორტსმენი კი შევნიშნეთ. მაგალითად, 22 წლის ბექა კომახიძე, რომელმაც შეძლო საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა და 17 წლის შალვა ჯანაშია...

ლელო

ფოტოზე: ლადო ჩიხლაძე, 2007 წლის თბილისის ტურნირის გამარჯვებული

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე