რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ეტაპმა "ფორდის" პილოტების დომინირებით ჩაიარა
რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ეტაპმა "ფორდის" პილოტების დომინირებით ჩაიარა და ბოლო დღეს ამ გუნდის ერთადერთი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა - რა მომენტში დაუთმობდა იარი-მატი ლატვალა ეტაპზე გამარჯვებას მიკო ჰირვონენს, რომელსაც საერთო ჩათვლაში უკეთესი პოზიცია უკავია. "ფორდმა" გუნდური ტაქტიკის გათამაშება ფინიშის წინ გადაწყვიტა.

ასე რომ, "ფორდის" პილოტებს შეეძლოთ მშვიდად ჩაემთავრებინათ ეტაპი და არ ენერვიულათ, რადგან მათი უპირატესობა ძალიან დიდი იყო. სამაგიეროდ, ბევრი სამუშაო ჰქონდათ "სიტროენის" წევრებს, რომლებიც ეტაპის დასაწყისშივე მოხვდნენ ავარიაში და დაკარგულის ანაზღაურებისთვისა და ქულათა ზონაში შეღწევისთვის დიდი ბრძოლა უწევდათ. ბოლო დღის სამი სპეცმონაკვეთის შემდეგ სებასტიან ოჟიემ შეძლო ამის გაკეთება, სებასტიან ლოებმა - ვერა

ბოლო სპეცმონაკვეთებზე კი გუნდური ტაქტიკის ზეიმი ვიხილეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ლატვალამ შეანელა სვლა, რითაც ჰირვონენს ეტაპის მოგების საშუალება მისცა, ამით კი მიკომ შესამჩნევად შეამცირა საერთო ჩათვლაში სხვაობა ლოებთან. თავად ფრანგი ჩემპიონი მე-11 ადგილზე იყო და უქულოდ ასრულებდა ეტაპს, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ოჟიემ "სიტროენის" ხელმძღვანელობისგან ბრძანება მიიღო და მეათე ადგილი დაუთმო საერთო ჩათვლის ლიდერს.

მოკლედ, ყველაფერი გაკეთდა ჩემპიონატში ინტრიგის შესანარჩუნებლად, თუმცა გუნდური ტაქტიკის გამოყენებამ და ხელოვნურმა ბრძოლამ ერთგვარი ჩრდილი მიაყენა ავსტრალიის ეტაპს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი და ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა - ლოები უახლოეს მდევარს მხოლოდ 15 ქულას უგებს. მდევარი კი ჰირვონენია, რომელმაც მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა ოჟიე.

X ეტაპი. ავსტრალიის რალი

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 3:35.59,0; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +14,7; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +44,8; 4. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +8.45,2; 5. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +12.33,3... 10. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +30:02.9; 11. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 30.19,4...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 196 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 181; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 116; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 110; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 52; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 32; 9. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 23...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის