ქალ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, სადაც ანა ტატიშვილმა 6 საფეხურით უკან დაიხია და 91-ე პოზიცია დაიკავა
გუშინ ქალ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ბოლო ორი კვირის ტურნირების შედეგები აისახა. ერთეულთა თანრიგში ჩვენმა პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა 6 საფეხურით დაიხია უკან და 742 ქულით 91-ე პოზიცია დაიკავა.

ბიელას 100-ათასიან ტურნირში ნახევარფინალში გასვლა დიდად წაადგა მაკა ჩახნაშვილს, 28 წლის ჩოგბურთელი ქართველთა შორის მეორე ადგილზე გადავიდა, რეიტინგში კი 38 ადგილით წაიწია. მაკა 343 ქულით მსოფლიოს 176-ე ჩოგანია. იძულებითმა უქმობამ კვლავ დააკარგვინა პოზიციები ოქსანა კალაშნიკოვას - ის 274 ქულით 217-ე (-8) პოზიციაზეა. სხვები: 260 (+18) სოფიო შაფათავა - 215 ქულა; 435 (-2) ეკა გორგოძე- 89; 462 (-4) სოფიო ქვაცაბაია - 78; 474 (-4) თათია მიქაძე - 75.

დღეიდან ანა ტატიშვილი წყვილთა თანრიგშიც მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია - ანამ ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში ითამაშა და 124-ე პოზიციიდან 93-ემდე დაწინაურდა. მოწინავე ორასეულში კიდევ ორი ჩოგბურთელი გვყავს: 183. ოქსანა კალაშნიკოვა და 199. სოფიო შაფათავა.

ანა ტატიშვილი კანადაშია, სადაც კვებეკის "ბელ ჩელენჯზე" ასპარეზობს. ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. პირველად ისტორიაში ანა ჭთA-ს ტურნირზე განთესილია! კვებეკურ ხალიჩაზე ჩვენებური მე-8 ნომრად განთესეს. მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ბადეში უნდა გაირკვეს.

ანალოგიური საპრიზო ფონდის პირველობა იწყება უზბეკეთშიც, "ტაშკენტ ოუეფნზე" ბედი ორმა ქართველმა სცადა, თუმცა სოფიო შაფათავა და ეკა გორგოძე საკვალიფიკაციო ბადეს ვერ გაცდნენ. გორგოძემ პირველივე წრეში წააგო მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ ვიქტორია ლარიერთან (261) - 2:6, 3:6. შაფათავამ ჯერ უზბეკ მაფტუნა იუნუსოვას მოუგო - 6:1, 6:2, შემდეგ კი იმავე ლარიერთან დათმო - 4:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა