ამერიკის ღია პირველობის ფინალურ მატჩში სერბმა ჩოგბურთელმა ესპანელი რაფაელ ნადალი ოთხ სეტში დაამარცხა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ მატჩში, რომელიც წუხელ, 13 სექტემბერს გვიან ღამით გაიმართა, ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა, ანგარიშით 6:2, 6:4, 6:7 (3:7), 6:1. შეხვედრა ოთხ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგო. აქამდე სერბმა ფინალში ორჯერ ითამაშა 2007 და 2010 წელს. 2010 წელს გამწყვეტი მატჩი ჯოკოვიჩმა სწორედ რაფაელ ნადალთან დათმო.

ამერიკის ღია პირველობა ჯოკოვიჩისთვის 2011 წელს დიდი სლემის მესამე მოგებული ტურნირია. იანვარში სერბმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ივლისში კი - უიმბლდონის ტურნირი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: დიდ მატჩებში გამარჯვებულის ბედს წვრილმანები წყვეტს. ვფიქრობ, ის იგებს, ვისაც გამარჯვების მეტი სურვილი აქვს. საოცარი სეზონი მქონდა და ის კიდევ გრძელდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ ტურნირებზე თამაშის ჩემეული სტილი არ შემიცვლია. ჩემი დარტყმების უმრავლესობა ისეთივეა, როგორიც 2-3 წლის წინ იყო.

როდესაც ნადალთან მესამე სეტი წავაგე, გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები არ მაქვს", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

რაფაელ ნადალი: რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ იცით, რომ ჯოკოვიჩი ჩოგბურთს არაჩვეულებრივად თამაშობს. იმის გამეორება, რაც მან ამ სეზონში გააკეთა, შეუძლებელია. ნოვაკმა დიდ წარმატებებს მიაღწია.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა