პორტუგალიელმა გადაწყვიტა სტადიონზე საერთოდ არ მივიდეს, რადგან სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლება დისკვალიფიკაციის გამო არ აქვს
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგაში თავისი გუნდის პირველ მატჩს ზაგრების "დინამოსთან" სასტუმროში უყურებს.

პორტუგალიელმა გადაწყვიტა საერთოდ არ დაესწროს მატჩს, რადგან სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლება დისკვალიფიკაციის გამო არ აქვს.

მოურინიომ დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში "ბარსელონასთან" მატჩში საკუთარი გამონათქვამების გამო მიიღო. თავიდან მწვრთნელი გუნდის ხელმძღვანელობას ხუთი მატჩით ჩამოაშორეს, თუმცა შემდეგ ფიფამ დისკვალიფიკაცია სამ მატჩამდე შეამცირა.

მოურინიომ "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩს სასტუმროში უყურა. მწვრთნელი ზაგრებშიც ასე მოიქცევა. მოურინიო თავის დამხმარე აიტორ კარანკასთან ურთიერთობას ტელეფონით და ინტერნეტით აპირებს.

ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "რეალი" D ჯგუფში "დინამოსთან", "ლიონთან" და "აიაქსთან" ერთად გამოდის. პირველ მატჩს ზაგრებში "რეალი" 14 სექტემბერს ჩაატარებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა