სიცილიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მასიმო მორატი წყობიდან გამოვიდა და ჯან პერო გასპერინის ტაქტიკის შეცვლას აიძულებს
სერია ა-ს პირველ ტურში, მილანის "ინტერი" უქულოდ დარჩა, დამარცხდა რა უხვგოლიან შეხვედრაში სტუმრად "პალერმოსთან". ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის კრახს იტალიურ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, სიცილიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მასიმო მორატი წყობიდან გამოვიდა და ჯან პერო გასპერინის ტაქტიკის შეცვლას აიძულებს - ანუ, "ინტერი" 3-4-3 სქემიდან, 4-3-1-2-ს დაუბრუნდება. სწორედ ამ ტაქტიკით ათამაშებდნენ გუნდს ჟოზე მოურინიო და ლეონარდო.

ბუნებრივია, მორატიმ კარტებს არ ხსნის და აცხადებს, რომ სწორედ მთავარი მწვრთნელი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ტაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებით: "გასპერინის გადასაწყვეტია, შეცვლის თუ არა ტაქტიკას.

თუ მაინც და მაინც ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ უნდა შეცვალოს სათამაშო ტაქტიკა. ყველა დამწუხრებული ვართ განცდილი მარცხით, მაგრამ მჯერა, გასპერინი ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ გუნდმა მდგომარეობა მალე გამოასწოროს და სეზონი მაღალ დონეზე ჩაატაროს".

"ნერაძურის" არგენტინელი ჩამშლელი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო "პალერმოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ გაკვირვებული დარჩა. მან მილანური კლუბის ოფიციალურ საიტს კომენტარი მისცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"პირველივე ტურში ქულების დაკარგვა მეტად არასასიამოვნოა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. "პალერმო" მშვენიერ ფორმაშია. ცუდია, რომ სეზონის სტარტზე სწორედ სიცილიელებს შევხვდით. მთავარია, სწრაფად დავივიწყოთ ეს მარცხი და ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ".

კამბიასო ყველანაირად ეცადა, რომ განცდილი მარცხის პასუხისმგებლობა გასპერინისთვის აერიდებინა: "ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ამ მარცსში გასპერინია დამნაშავე. სეზონი ახალი დაწყებულია და გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში ჩავდგეთ".

კამბიასოსგან განსხვავებით, "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი "ინტერის" წარუმატებელ სტარტს სწორედ "ნერაძურის" დამრიგებელ ჯან პიერ გასპერინის უკავშირებს: "დარწმუნებული ვარ, "ინტერს" მწვრთნელის შეცვლა ძალიან ძვირად დაუჯდება.

თითოეულ მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, ისეთი გრანდისთვის კი როგორიც "ნერაძურია", ახალ საფეხბურთო ფილოსოფიასთან ადაპტირება მარტივი არ იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ "ინტერი" "პალერმოსგან" ასეთ თამაშს არ ელოდა, მეტოქის შეუფასებლობა კი როგორც წესი ისჯება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის