გამორიცხული არაა, მალე ნაკრებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი დაემშვიდობონ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. გუშინ, 13 სექტემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის ჩატარების შესახებ "ლელოს" რატომღაც არ აცნობეს, ქეცბაიამ ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება 2+2 სისტემით გააფორმა, ანუ გუნდს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი, თუ ფედერაციასთან შეთანხმდება, ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფშიც ავარჯიშებს.

დადასტურდა "ლელოს" ინფორმაცია, რომ შესარჩევი ციკლის ბოლომდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სოსო ჭედია უხელმძღვანელებს - ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, საქართველოს 17, 19-წლამდელების და ახალგაზრდული ნაკრებების კოორდინირება ქეცბაიას დაევალა - ის ყველა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების პერიოდში მწვრთნელებთან სისტემატურად გამართავს კონსულტაციებს.

ჩვენი ინფორმაციით, ნაკრებში გადატანილი სტრესებისა და იმედგაცრუების შემდეგ ქეცბაიას დარჩენის დიდი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სიჭინავამ საამისოდ ყველაფერი გააკეთა, ამ ყველაფერს კი ასე ხსნიდა - ლატვია-მალტასთან წარუმატებელი მატჩების შემდეგ ქეცბაიას კრიტიკა გასაგებია, მაგრამ თემურის დასატოვებლად ყველაფერი რომ არ ვიღონო, ამისთვის არანაკლებ ამბავს ატეხავენო.

ახალი ციკლიდან ეროვნული ნაკრების განახლება და გაახალგაზრდავება დაიწყება - ეს პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა. თუმცა ისიც თქვა, რომ ვეტერანებს ნაკრებში თამაში კიდევ შეუძლიათო. ფედერაციაში კი მომწიფდა აზრი: რადგან გამოცდილ ვეტერანებს უკვე კარიერის დასრულების დრო უახლოვდებათ, აჯობებს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადავიდეს. ეს იგივე პოლიტიკაა, რამაც თავის დროზე თავად ქეცბაიას სანაკრებო კარიერა შეიწირა, მაგრამ ასეთი აზრი არსებობს.

ასე რომ, გამორიცხული არ არის, მალე ნაკრებს 33 წლის კახა კალაძე, 34 წლის ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი დაემშვიდობონ. იაშვილმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ წასვლაზე დაფიქრდა. ძნელი სათქმელია, გულშემატკივრის პრეტენზიების მიუხედავად, გამოცდილი ვეტერანების გარეშე ნაკრები უკეთ ათამაშდება თუ არა.

თუმცა, იმედია, როდესაც ეს დრო დადგება, ნაკრების ყოფილ ლიდერებს ძველებურად უმადურად არ გაუშვებენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი თაობის ნაკრებმა ვერაფერს მიაღწია, გუნდს წლების განმავლობაში გულითა და სულით ემსახურნენ და გაცილების მატჩს მაინც იმსახურებენ.

გულშემატკივრები გამსაკუთრებით სამ კანდიდატურას ქომაგობენ და აინტერესებთ, რატომ სოსო ჭედია და არა მაგალითად, აზერბაიჯანიდან წამოსვლის მსურველი, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, "დინამო 2"-ისა და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და "ზესტაფონის" ყოფილი დამრიგებელი გია გეგუჩაძე - გულშემატკივრებში მათ ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდათ. ჩვენი ინფორმაციით, ეს კანდიდატურები არც განხილულა, რადგან ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირება თემურ ქეცბაიას დაევალა. თავად ჭედიამ ბრძანა, ქეცბაიას მოთხოვნებს კარგად რომ ვიცნობ, ალბათ, გუნდის გაწვრთნა ამიტომ შემომთავაზესო.

ქეცბაია და ჭედია წლებია ერთმანეთს იცნობენ, ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" გამოსვლის დროიდან მეგობრობენ, თემური მას ენდობა, ფამაგუსტას "ანორთოსისშიც" ამიტომ მიიყვანა და გვერდში დაიყენა. ისედაც, ჭედიას წესიერი კაცის და გონიერი მრჩეველის სახელი აქვს.

საკუთარი სურვილით გაბელიას წასვლის დღესვე ცხადი იყო, რომ ლაპარაკი იქნებოდა ჭედიაზე. მაშინ ძალიან გვენიშნა ფედერაციის ერთ-ერთი თანამშრომელის ნათქვამი - ნაკრებს ქართველი გაწვრთნის, რომელიც ნორვეგიელივით გაწონასწორებული იქნებაო. როდესაც კარგად გამოვიკვლიეთ, შევიტყვეთ, რომ ჭედიას კანდიდატურა გაბელიას გადადგომის შემდეგვე განიხილეს.

მისი დანიშვნა იმასაც ნიშნავს, რომ ჭედიას ახალგაზრდების იმ კალაპოტში ჩაყენება დაევალება, რომლითაც თამაშს ეროვნული ნაკრები აპირებს და საჭირო შემთხვევაში გუნდს უპრობლემოდ რომ შეუერთდებიან.

ადრეც ასე იყო, ოთარ გაბელიაც არ მუშაობდა მხოლოდ ახალგაზრდულის ინტერესებისთვის, ეროვნული მაინც უპირველესი გუნდი იყო და იქნება ყოველთვის. მხოლოდ იმის გამოკლებით, რომ ახალგაზრდულს უფრო მეტი საექსპერიმენტო ფუნქცია დაეკისრება.

საქმე ისაა, რომ შემდეგ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებზე ლაპარაკიც სასაცილოა, როდესაც მეტოქეებად კენჭისყრამ ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი გვარგუნა. სიჭინავამ თქვა კიდეც, რომ შემდეგ ციკლს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთო. გაახალგაზრდავებაც ამის გამო გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vano
მოკლედ პრეზიდენტები ქართულ ფეხბურთზე ფულს აკეთებენ რა. ჟორდანია და ახალკაცი ხო გავხადეთ მილიონერები, ახლა სიჭინავას ჯერია. ტყულიად კი არ უთქვამ ძველ ხალხს, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. რა უნდა სიჭინავას ფედერაციის პერზიდენტად. ფეხბურთის მცოდნე ხალხი აღარ დარჩა საქართველოში თუ რა არის.
უძლევი
eddy მაგ ციტატის წინ წერია: "ჩვენი ინფორმაციით ..." ანუ ჭორიკნების დონეზეო, ამას ნიშნავს "ჩვენი ინფორმაციით" :) კარგით ახლა, ქეცბაის არ უნდოდა და დომენტიამ დააძალა, შარვალი შემოახია, დააბა და ძალით მოაწერინა კონტრაქტზე ხელი??? და მერე პრესკონფერენციაზე სიცილ-კისკისით რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ქეცბაია არ იყო ის? გვეყო ჩვენი ფეხბურთის პრობლემების ქარიზმატული პიროვნებების უკან დამალვა. მომწონს ქეცბაია, მაგრამ მხოლოდ ის ვერ უშველის ქართულ ფეხბურთს. დაეხმარება, კი ბატონო, მაგრამ ვერ უშველის. ქართულ ფეხბურთს ფუნდამენტალური რეფორმები სჭირდება. დომენტია ვერ გაქაჩავს ამდენს, სხვა ლიდერი და გუნდი უნდა ამ საქმეს. დავივიწყოთ ნაკრების წარმატება კიდევ დიდხანს. ქეცბაია ვერ იქნება პასუხისმგებელი წარუმატებლობაზე, რადგან შემდეგი შესარჩევი განწირულია ისედაც. ადამიანის პასუხისმგებლობას საქართველოში სასამართლოს ნაცვლად აღმასრულებელი შტო განსაზღვრავს. მაგალითი არის ნოდარ ახალკაცი. ის ახლა მილიონერია და კომფორტულ ცხოვრებას ეწევა გერმანიაში ქართული ფეხბურთის დანგრევაში თავისი წვლილის შეტანის გამო!
eddy
>"ქეცბაიას დარჩენის დიდი სურვილი არ ჰქონდა" da "სიჭინავამ საამისოდ ყველაფერი გააკეთა". ეს ტიპიური სისულელე საქარტველოში რომ ხშირად ხდება. ეს ის ვარიანტია - რაც ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ადამიანი ამბობს არ უნდოდაო და მე მივაჩეჩეო სიჭინავამ!? რა უნდა მოთხოვო საქმე თუ ისე ვერ Wავა როგორც საჭირო?
roma
მე პირადად ქეცბაიას წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ მან ისრაელთან წაგების შემდეგ დაკარგა სადავეები და ამ სადავეებს ის ვეღარ დაიბრუნებს.მაშასადამე ის ამ ამოცანას ვერ შეასრულებს,ე.ი გუნდს ვერ ააშენებს,მას ამის უნარი არ გააჩნია.დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ერთი წლის შემდეგაც ასეთ დღეში ვიქნებით.
GIA
ქეცბაიას, საკმაოდ ძნელი დავალება აქვს გასაკეთებელი. რომელიც 4 წელზეა გათვლილი. მან, უნდა კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს, ამასთან მოამზადოს გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ალბათ იცით რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. იმედია იმპერიოდისთვის მაინც გამოცნდებიან მაღალი კლასის ფეხბურთელები. ამ დავალების შესასრულებლად, აუცილებელია დაიწეროს გეგმა სადაც ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იქნება გათვლილი. კარგი იქნება მარტო ქეცბაიას ნუ ავკიდებთ, ამხელა სამუშაოს ჩატარებას. საჭიროა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო (რომელშიც გაერთიანდებიან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტები)რომელიც უხელმძღვანელებს ამ ისტორიული პროექტის განხორციელებას.
უძლევი
მივესალმები ქეცბაიას და დომენტიას გადაწყვეტილებას. ყველა ნაკრები ერთი სისტემით უნდა თამაშობდეს და მუშაობდეს. ფესბურთელები და მწვრთნელები უნდა შეეწყონ სისტემას და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო. ახალგაზრდები უკეთ მოემზადებიან მთავარ გუნდში თამაშისთვის ქეცბაიას ხელში. წარმატებებს ვუსურვებ ქეცბაიას! დომენტი, სფფ-ს მკვდარი ვებგვერდი გააცოცხლეთ!!! დადეთ ინფორმაცია, ცხრილები უმაღლეს, პირველ და რეგიონალურ ლიგებზე!!! გააკეთეთ რეამე!!!
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან