მსოფლიოს თასი 2011. ახალი ზელანდია. B ჯგუფი. ინვერქარგილი. "რაგბი პარკ სთედიუმი"
მსოფლიოს თასი 2011. ახალი ზელანდია. B ჯგუფი. ინვერქარგილი. "რაგბი პარკ სთედიუმი".

საქართველო-შოტლანდია 6:15

საქართველო: 15. რეზო გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმა ბასილაია.

16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.

შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობესნი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. ევან მურეი, 4. ნათან ჰაინსი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალი სტროკოში, 7. როს რენი, 8. კელი ბრაუნი.

16. როს ფორდი, 17. ჯოფ კროსი, 18. ალასდაირ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. კრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.

მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია).

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში პირველი შეხვედრა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 6:15 დამარცხდა.

"რაგბი პარკ სთედიუმზე", წვიმიან ამინდში გამართულ შეხვედრაში დაწინაურება რიჩი დიქსონის შეგირდებმა შეძლეს - მერაბ კვირიკაშვილმა დაახლოებით 53 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" 3:0 დაწინაურდნენ.

შოტლანდიელთაგან დენ პარქსს უკვე ორი წუთის შემდეგ შეეძლო ანგარაშის გათანაბრება, მაგრამ კარგი პოზიციიდან საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო. თუმცა სკოტთა ათმა ნომერმა ეს კიდევ ორი წუთის შემდეგ მაინც შეძლო.

შეხვედრის პირველი ნახევარი შოტლანდიელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებამდე პარქსს კიდევ რამდენჯერმე მიეცა საჯარიმოს დარტყმის საშუალება, რომელთაგან ერთი გამოიყენა და ერთიც არეკნით გაგვიტანა. შედეგად ტაიმი შოტლანდიელებმა 9:3 მოიგეს.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა, დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველი მორაგბეებს მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა უჭირდათ. ამასობაში მატჩის მთავარმა ფიგურამ დენ პარქსმა კიდევ სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო, საიდანაც ორჯერ ზუსტად დაარტყა. ამის პასუხად ერთი ზუსტი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა მიითვალა და საბოლოოდ მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით 15:6 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ შეხვედრას ინგლისის ეროვნულ გუნდთან, 18 სექტემბერს გამართავს.

evropeli
არაუსჰავს იმედია 4 წლის მერე როცა რაგბის თამაშს ვისწავლით კალათბურთის ანგარიშით აღარ დავმარცხდებით
Giorgi Javrishvili
Prafesor - ნაწილობრივ გეთანხმები, აბუ (#9) ძალიან კარგია, მეკოშია (#10) დიდი პრობლემა (თუმცა ძალიან კარგი მონაცემები აქვს), არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
prafesor
chkuis kolopebis sakuradgebot...shotlandia kvelaze dzalisxmieri da uxeshi ragbis gundia 6 erze ak chventan es ver gabedes sheeshindat! chven xelit tamashi ar vicit 9-10 nomrebi ar gvkavs...
xaldei
ერთმანეთს ნუ ლანძღავთ ქართველებო. ჩვენზე მეტად მორაგბეებს რომ უნდოდათ ლამაზი მოგება,ეჭვი არაა. მართალია გულსატკენია როცა თითქმის ყველა სპორტში ყრუ დაცვაზე გადავედით,ესეც ომი ხომ არ არის,არავინ გკლავს,თამაშია და ითამაშე,ბოლოსდაბოლოს ლელო გვქვია და ლელოსთვის უნდა გაიწიო. იმედია ინგლისტან უფრო თამამად იტამაშებენ
evropeli
მაგი მართლა არ არის მთავარი,რა თქვა მარტინ ჯონსონმა! მე არ ვიცი თქვა თუ არა,ამაზე ვერ დავდებ თავს.თუმცა არის დიდი შესაძლებლობა რომ ეთქვა,იმიტომ რომ მარტინი ბებერი "ლომი" მორაგბეა წარსულში და ყველა მორაგბე ოპონენტს დამარცხების მერე ტაშით აცილებს მოედნიდან, მარტინი არ არის კრიტიკოსი და ვერ იტყოდა რომ უდისციპლინოები ხართ და გულუპრყვილოები ყოფილხართ ამას თუ დაცვას ეძახითო. ეს მართლა დასაფიქრებელია. პოტენციალი უზარმაზარია ქართულ რაგბში მაგრამ დარჩება ყოველთვის მაგრამად!
Giorgi Javrishvili
მთავარი იცით რა არის? ის რომ (თუნდაც მარტინ ჯონსონის შეფასება ავიღოთ) ეს თამაში შეიძლება ვერ ვითამაშეთ სახარბიელოდ, მაგრამ მსოფლიოს ელიტად წოდებული გუნდები ამ შეფასებებით უკვე ჩვენს გუნდს აფასებენ (აღიარებენ) როგორც თავიანთი (ელიტის) წარმომადგენელს. ესაა გასახარი უპირველეს ყოვლისა!
evropeli
შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე! ამას წერს ინგლისის რაგბის ექსპერტი და კრიტიკოსი Chris Jones გუსჰინდელი თამაშის მერე,ანუ ეს სჰეხედულება დატოვა და "საშიშროება" ინგლისელებისთვის ბორჯღალოსნების ნაკრებმა გუნდმა Georgians are too undisciplined and defensively naive to seriously trouble Martin Johnson`s men ასე რომ ალაოდ ალბათ მამაშენი იყო და შენ გენებით გერგო.
lady gaga
ეხლა ვუყურე თამაშს, მანამდე აქაური კოემტარები წავიკითხე. ვინც ნაკრებს აკრიტებთ, ალაოდ ხომ არ ხართ? მეტი რა უნდა ექნათ?
Giorgi
მართალი ხარ ტაქტიკა იყო წმინდა ქართული..მოვკლათ შევჯამოთ და ვიომოთ .. ტიმ ლეინი რომ გაუშვეს იძახეს არ ვარგოდაო.. ამან რა ასცავლა ნაკრებს და რა ხალხი მიიყვანა ნაკრებში? ფიზმომზადების გარდა არაფერი ეტყობოდა ახალი..ასე სულ თამაშობდნენ ჩვენები და ითამაშებენ.. სადაა ნასცავლი და ახალი?
Javrika
რომა საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობა თამაშობდა გაბოროტებულად(დაგრუზულად)კუნთებზე იხედებოდა და რაღაცის მტკიცებაში იყვნენ 2 კაციანი ზახვატები როდესაც მოწინააღმდეგე წაქცეული გყავს და ზემოდან უპირებ ტრამვა მიაყენო რაგბში დიდი ხანია ამის გაკეთებას ერიდებიან,მითუმეტეს ტურნირებზე როცა საპასუხისმგებლო 5 თამაში გაქვს ჩასატარებელი,განვითარებულებთან ეს არ გაუვათ და ამიტომაც დამარცხდნენ თავიანთი ტაკტიკით,მიიღეს იგივე პასუხი მითუმეტეს ყველა შეტაკებაში ისევ თვითონ დაშავდნენ,სამწუხაროდ 4 დღეში არამგონია რომ ძალები აღიდგინონ ფიზიკური და მორალური და დიდი საშიშროებაა რომ დემორალიზირებული შეხვდნენ ინგლისელებს. გამოირჩეოდა კაპიტანი აბუსერიძე,კვირიკაშვილი და გიგაური,10 დან 7 ბალს დაუწერდი რაგბს ღირსეულები იგებენ ;)
Giorgi Javrishvili
ევროპელს - თანაც შეხედე გვარის გადაკეთების საფასურიც კი გცოდნია უკვე :))) რამდენჯერ გაქვს გვარი შეცვლილი? :)))))
roma
ხალხო ძალიან გთხოვთ ერთმანეთს შეურაცყოფებს ნუ ვაყენებთ,გავაკრიტიკოთ ისინი ვინც ამას იმსახურებს.სპორტში,განსა კუთრებით ჯგუფურში ყველაფერი გათვლილი უვდა იყოს,ე.ი.ბურთს,რომ ფლობ უნდა იც დე შემდეგ რას აკეთებ,წინააღმდეგ შემთხვევა ეს არის ქაოსი.დღეს ჩვენი მორაგბეები თამაშობდნენ ქაოსურად.
Georgian
ევროპელს - სადაური ევროპელი ხარ შენ? ჯავახის თუ სევანის? :))) მოდი რა ნუ პრაფესორობ და ამ ხალხს თავს ნუ ახვევ შენს მცდარ მეთოდოლოგიას! რაგბის გარტყმაში არ ხარ და პრაფესორობ რაღაცეებს :))))
Giorgi Javrishvili
შენ შემოგევლე მე შენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია და მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით და ჩემი გვარით (იხილე საქართველოს მატიანე, სკოლაში მე-6 კლასის მასალაა სხვათა შორის) და ვიღაცვიღაცეებივით არ ვმალავ ჩემს ვინაობას!!! შენ უფრო გეტყობა გვარის გადაკეთების საჭიროება, სხვა რაღა დაგრჩენია თუ არ დამალე საკუთარი გვარი :))) ჯერ რაგბი ითამაშე და მერე განსაჯე მოთამაშეები (თუ ანბანი არ გაქვს ნასწავლი წიგნს ვერ წაიკითხავ) :)))))
evropeli
ჯავრით არ უნდა ითამაშო შვილო და ცოფიანივით არ უნდა ახტებოდე ყველას :)) ამას ვგულისხმობ საქართველოს რაგბის ექსპერტო! ნებისმიერ სპორტში ზალების არასწორი მიმართულებით გამოყენება (ანუ პანიკაში )წამგების ტოლფასია,მითუმეტეს ტურნირზე სადაც ძალიან მცირე დრო გაქვს ტრამვების და ზალის მოსაშუშებლად. შენს ადგილზე გვარს გადავიკეთებდი 10 ლარი ღირს ;)
Giorgi Javrishvili
ევროპელი - მაინტერესებს ოდესმე რაგბი თუ გითამაშიათ? ძალების დაზოგვაზე არა მაგრამ გადანაწილებაზე და გუნდის სულის მოთქმაზე მოედანზე ზრუნავს მხოლოდ 1 ადამიანი (#10), ამ ადამიანმა თამაშის დროს უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები რომ დატვირთვა გუნდის წევრებზე თანაბრად გადაანაწილოს, სადაც დასარტყმელია იქ უნდა დაარტყას და სადაც არ არის იქ არ უნდა დაარტყას. საერთოდ ეს "ძალების დაზოგვა" რაგბისტებისთვის უცნობი თემა :)))
evropeli
ევროპელი,არ გინდა გალამაზება და თავის მოტყუიება! შოტლანდიელებმა როგორც კი შეამჩნიეს და გაანალიზეს ქართველების უნარი და შესაძლებლობა მხოლოდ 1 ხელ ქონდათ ლელოს მცდელობა,თვითმკვლელებთან სხვა ტაქტიკა აირჩიეს და მომენტალურად შეუსრულეს შესასრულებელი. ყველა გუნდი რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს ამ ჩემპიონატზე 1 თამაშისთვის არ გამოვა სტადიონზე და მომავლისთვის მზადებაა ის თანაში,შენ ეტყობა კადრებში ვერ ხედავდი რამხელა რისკზე მიდიოდნენ ქართველი მორაგბეები სრულიად უმიზეზოდ და ზედმეტ ენერგიას უმიზნოდ ხარჯავდნენ, ჯაკობსენმა (შოტლანდიელთა 1 ნომერმა) სულ სამაგიერო სამაგიეროზე უხადა თავის მოპირისპირეს რომელმაჩ ენერგია ვერ დაიზოგა და მის ადგილას გამოყვანილმაც იგივე შეცდომები უშვა,მე მართლა უფრო მეტად ვაფასებდი ქართველთა გუნდს და ბევრად გონივრულად განვითარებულები მეგონენ, ყველაზე ცუდი თამაში იყო და შოტლანდიელებმა დამსახურებულად მოიგეს,საქართველოს ნაკრებისგან ბოლოდან მე2 ადგილს ველოდები,თუ ინგლისს შეასკდა ასეთივე უაზრო ძალების გამოყენებით დიდი ალბათობაა რომ დანარჩენ ყველა თამაშს წააგებენ
Georgian
მოდით ცოტა რეალურად შევხედოთ სურათს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მართალია უკეთესად შეეძლოთ, მაგრამ ის ფაქტი რომ შოტლანდიის გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა განთესელი, მთელი თამაშის განმავლობაში ლელოს ვერ გაგიტანს, იმაზე მეტყველებს რომ ჩვენი ვაჟკაცები ძალიან კარგები არიან. რაც შეეხება შეტევას, იქ მართალია ბევრი ელემენტარული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამინდსაც თუ გავითვალისწინებთ საერთო ჯამში დამაკმაყოფილებლად ითამაშეს. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ისეთი გამოცდილი გამთამაშებელი როგორიც არის მეკო თამაშის დროს სწორ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს :( მთავარი ის არის რომ ბიჭებმა უკვე "თავი მოედანზე" იგრძნეს და ვიმედოვნებ რომ შემდეგ თამაშებში უკეთესი ხარისხის რაგბს გვაჩვენებენ :)))
evropeli
ქართველი კომენტატორისთვის არ მისმენია,ყველაზე ცუდი რაგბი ვნახე ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე,ვინც იცის რაგბის კანონები და თამაში ამას უდაოდ შეამჩნევდა,დღევანდელი გუნდი კიდევ გარდამავალია ჭიდაობიდან-რაგბამდე,გუნდში დიდი "დაგრუზვაც"იგრძნობოდა,აუტებში დიდი შეცდომები იყო დაშვებული,შეტევაზე საერთოდ ვერანაერი სიჩქარით ვერ გადადიოდნენ,თამაშის ტემპი მდორე იყო და თამაში ძინძგლაობას გავდა,შერკინება ვერცერთხელ ვერ მოიგეს,მუდამ 2 კაციან ("ზახვატებში")შეტაკებებში შედიოდნენ,რომელიც არ არის გამართლებული,რადგანაც ტრამვების დიდი შემთხვევიანობაა,თუ დააკვირდით მხოლოდ თვითონვე შავდებოდნენ ამით!სტატისტიკურადაც 16 ჯარიმა 5 ის წინააღმდეგ მეტყველებს ქართველების უხეშობაზე და დაუკვირვებლობაზე დადემითი მხოლოდ ერთი რამ იყო:კვირიკაშვილმა 2 ივე საჯარიმო კარგად შეასრულა (ეტყობა რომ ნავარჯიშები არის) მთლიანობაში 10 ქულიდან 4 ის ღირსები არიან
Aleqsandre Barbaqadze
სპორტზე გულშემატკივრობას თავს ვანებებ ვიდრე გულის შეტევა არ მიმიღია სულ ფეხზე ვიდექი და მგონი შერკინებებშიც შევდიოდი :))
zviadi
იქნებ შეცვალოთ ეს სირიკო კომენტატორები. დაგვაწყვიტეს ნერვები ისე ლანძღავენ ჩვენი ბიჭების თამაშს. მასწავლებლებისთვის ერთი ვაგონია ჩამომდგარი კომენტატორებო. თქვენი თარსი ჭკუა ვატირე.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ