2011 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდიის ნაკრებთან მარხის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს
ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 6:15 დათმეს, ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს.

ილია ზედგენიძე: "ბიჭებმა ძალიუან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც ხშირად, რამდენჯერმე სრულიად უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.

სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. ჩვენ თავად დავისაჯეთ თავი - უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით.

ვფიქრობ, მსოფლიო რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო მცირდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ და არც ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგით და უკეთესი შედეგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

რევაზ გიგაური: "ოფიციალურ თამაშში პირველად ვითამაშე 15-ე ნომრად და თავიდან ცოტას კი განვიცდიდი, მაგრამ თამაშში მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი, გუნდი არ დამეღალატებინა. მგონი ამოცანას თავი გავართვი.

რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, მადლობა ბიჭებს! შევეცადეთ ქართველი გულშემატკივრეები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. რას ვიზმათ, სპორტში ასეა - ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედია მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ, შევიკვრებით და ჩვენ გულშემატკივრებს გავახარებთ".

ჯაბა გრეგვაძე: "გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები!"

დიმიტრი ბასილაია: "დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქვათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ დაგვიდო".

ესაუბრა ბესიკ ჯანგავაძე

coco
რამ დაგბოღმათ რა გჭირთ?
evropeli
ტრამვებს მოერიდნენ,თვითმკვლელი არანორმალურებისგან! :)პასუხი მიუხვედრელებს. ვინც ხვდება რაბის თამაშს და 50% წესები იცის,ეს კიდე იმას :) გიორგი შემთხვევით რომ იყვნენ მოხვედრილები ნაკრებში ზოგიერთები თამაშის დაწყებაში პიველ ჯარიმაზე ჩანდა დავარდნილმა მორაგბემ ბურთი არ გაანთავისუფლა და ჯარიმა აიკიდა :),აქ 3 წლის ბავშვმა იცის ეგ კანონი,რამდენჯერ ამოუგდეს ბურთი ხელიდან მე შემრცხვა იმის მაგივრად. ერთი ის მახარებს რომ წინა ჩემპიონატთან შედარებით "ზახვატზე" კისერში აღარ წვდებოდნენ შოტლანდიელებს. მოკლედ მიღწევები არის,ისე დღეს ბერჯერ იმსახურებდნენ "არტყმას" არარეგბისტებმა და ბოღმიანებმა მაგინეთ,შეგიძლიათ !:)
Geo-4ever***
ვაბშე ჩაწყობილი იყო ეს თამაში :))))))))) იმიტომ წავაგეთ რომ მიხიჩა არ არის ნაკრების მწვრთნელი :))))))))))) .
Geo-4ever***
Giorgi თუ ლელოს დადებას არ ეცადნენ იმის გამო რომ ზალები შეენახათ (რაშიც ძაან ეჭვი მეპარება) ეგ მეტყველებს ჩვენი ნაკრების სიმძლავრეზე,და არა სისუსტეზე,ესეიგი შოტლანდიაც კი ვერ დაგვიდებს ლელოს ადვილად.
Giorgi
მართალია.. კი ვერ დაგიდეს არ დაგიდეს.. არ დაიხარჯეს ბოლომდე იმიტომ რომ წინ არგენტინა და ინგლისი აქვთ.. მოგება უნდოდათ და წყნარად და ჭკვიანურად მოიგეს.. შენ კიდე ფეხის შეკიდებას თავი აანებე და ითამაშე შემთხვევით რომ მოხვდი ნაკრებში ეგეც გეყოფა
Geo-4ever***
evropeli რეებს წერ :) ,რა ლელო არ დაგვიდეს ,ეგ როგორ შეეძლოთ და მუღამი არ ქონდათ ,თუ როგორ გესმის ეს საგანი შენ.evropeliდამიჯერე უნდოდათ ლელოს დადება და ვერ დადეს:))))))))))))))))))
evropeli
ლელო კი ვერ დაგიდეს,არ დაგიდეს! თქვენივე თამაშში ჩაგაძრეს და მაგრად ჭკვიანურად შეგისრულეს,შენნაერი 1 დღიანი აზროვნება კი არ ააქვთ შოტლანდიელებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა