გთავაზობთ ბრაზილიის სერია A-ს XXIII ტურის მიმოხილვას და მომდევნო ტურის ანონს
"სანტოსი"-"კრუზეირო" 1:0

გოლი: 1:0 ბორჟესი (13)

გაძევება: ლეო (67. კრუზეირო), ფაბრისიო (90. კრუზეირო)

"ამერიკა"-"ავაი" 2:2

გოლები: 1:0 ჟილსონი (8), 2:0 ანდრე დიასი (27), 2:1 ვილიამი (77), 2:2 კლევერსონი (83)

"პალმეირასი"-"ინტერნასიონალი" 0:3

გოლები: 0:1 ლეანდრო დამიაო (24), 0:2 ლეანდრო დამიაო (83), 0:3 ლეანდრო დამიაო (90)

"ფლუმინენსე"-"კორინთიანსი" 1:0

გოლი: 1:0 ფრედი (22)

"სეარა"-"ატლეტიკო გ." 1:1

გოლები: 1:0 ეგიდიო (38), 1:1 ფელიპე (88)

"კორიტიბა"-"ბოტაფოგო" 5:0

გოლები: 1:0 ემერსონი (43), 2:0 მარკუს აურელიო (53-პენ), 3:0 ბილი (65), 4:0 რაფინია (81), 5:0 ევერტონ კოშტა (88)

შენიშვნა: ანდერსონ აკინოს (14 თამაში, 5 გოლი) არ უთამაშია (დისკვალიფიკაცია).

"ფიგეირენსე"-"ვასკუ და გამა" 1:1

გოლები: 1:0 ველინგტონ ნემი (4), 1:1 ფაგნერი (16)

"ფლამენგო"-"ატლეტიკო პ." 1:2

გოლები: 0:1 ერაკლესი (39), 0:2 გერონი (46), 1:2 ველინტონი (82)

გაძევება: გერონი (69. ატლეტიკო)

"გრემიო"-"სან პაულუ" 1:0

გოლი: 1:0 დუგლასი (65)

"ატლეტიკო მ."-"ბაია" 2:0

გოლები: 1:0 მანო ალვეში (45-პენ), 2:0 მანო ალვეში (55)

გაძევება: პაულო მირანდა (45. ბაია)

"სანტოსის" და "კრუზეიროს" მატჩი შეიძლებოდა ტურის ცენტრალური ყოფილიყო, მაგრამ ახლა სხვა დროა - "სანტოსი" უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდის ამ სეზონში, "კრუზეიროს" კი ერთადერთი საფიქრალიღა შერჩა - კოპა სუდამერიკანაზე მოხვედრა.

კლასით მაინც "სანტოსი" უკეთესი გუნდია, თუმცა მასპინძელთა უდიდესი უპირატესობა მხოლოდ ერთ გოლში აისახა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირმა ბორჟესმა გაიტანა.

ჯერ 30 წლის ფორვარდს სტუმართა მეკარემ აუღო, შემდეგ მსაჯმა "სანტოსის" გოლი საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა და ბოლოს, როგორც იქნა, ნეიმარმა და ალან კარდეკმა გაითამაშეს ლამაზი კომბინაცია და ბორჟესი დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანეს.

ეს ბორჟესის მე-16 გოლია ჩემპიონატში. უნდა ყოფილიყო მე-17-ეც, მაგრამ მისი თავური გოლი არ ჩათვალეს, შეცდომით დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა. მსაჯების არაობიექტურობა ამით არ მორჩენილა, მათ "სანტოსის" კარში პენალტი მოიგონეს, მაგრამ არგენტინელმა მონტილიომ პენალტი ააცილა. ეს ყველაფერი პირველ ტაიმში ხდებოდა. მეორე ტაიმში "კრუზეიროს" უპირატესობა მართლაც ჰქონდა, იმავე მონტილიოს კარგი თამაშის წყალობით, მაგრამ "სანტოსმა" 3 ქულა შეინარჩუნა.

"კორინთიანსი" სტუმრად "ფლუმინენსესთან" დამარცხდა, ლიდერმა მოქმედ ჩემპიონთან წააგო, მაგრამ პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა. ყველაფერი ფრედის საჯარიმომ გადაწყვიტა, ფორვარდს ის კარგად არ შეუსრულებია, მაგრამ ცოცხალი კედლიდან რიკოშეტით ბურთი კარში გავიდა.

ზუსტად იმავე დროს "ინტერნასიონალმა" ნაწილებად დაშალა "პალმეირასი" - 3:0. სამივე გოლი სტუმართაგან ლეანდრო დამიაომ გაიტანა. "ვერდაოს" კარში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს ჩემპიონატში 13 გოლი დაუგროვდა.

"კორინთიანსს" ბედი წყალობს, პირველ ადგილზე გადასვლის შანსი "ბოტაფოგოს" და "ვასკუ და გამას" ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. "ბოტაფოგო" სულაც შერცხვა, "კორიტიბასთან" 0:5 დამარცხდა. სულ ბოლოს "სან პაულუ" თამაშობდა, ახლა ამ გუნდს ჰქონდა პირველ ადგილზე გადასვლის შანსი, მაგრამ "გრემიომ" დუგლასის გოლის წყალობით აჯობა მეტოქეს, "სან პაულუს" ვერც რივალდოს გამოსვლამ უშველა.

"ფლამენგოში" კრიზისი დაიწყო. სხვანაირად როგორ ავხსნათ "რუბრო-ნეგროს" მარცხი აუტსაიდერ "ატლეტიკო პარანაენსესთან"? უკვე 8 მატჩია რონალდინიოს გუნდმა მოგების სიხარული არ იცის.

თ მ ფ წ ბ ქ

1. კორინთიანსი 23 13 4 6 35-23 43

2. ვასკუ და გამა 23 12 6 5 33-27 42

3. სან პაულუ 23 12 5 6 35-28 41

4. ბოტაფოგო 22 12 4 6 36-25 40

5. ფლუმინენსე 23 12 1 10 30-26 37

6. ფლამენგო 23 9 9 5 38-31 36

7. ინტერნასიონალი 23 9 8 6 39-30 35

8. პალმეირასი 23 8 10 5 29-23 34

9. კორიტიბა 23 9 5 9 39-29 32

10. ფიგეირენსე 23 8 7 8 28-30 31

11. ატლეტიკო გ 23 8 6 9 29-27 30

12. გრემიო 22 8 6 8 27-27 30

13. სანტოსი 21 8 5 8 29-32 29

14. კრუზეირო 23 8 4 11 30-28 28

15. სეარა 23 7 6 10 30-37 27

16. ატლეტიკო მ. 23 7 3 13 30-40 24

17. ბაია 23 5 9 9 25-32 24

18. ატლეტიკო პ. 23 5 7 11 24-36 22

19. ავაი 23 5 6 12 27-48 21

20. ამერიკა 23 3 9 11 30-44 18

ბომბარდირები: 16 - ბორჟესი (სანტოსი), 13 - ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), 12 - რონალდინიო (ფლამენგო), მონტილიო (კრუზეირო); 9 - დეივიდი (ფლამენგო), რაფაელ მოურა (ფლუმინენსე), ვილიამი (ავაი).

მომდევნო ტური

17 სექტემბერი: "ატლეტიკო გ"-"ატლეტიკო მ", "სან პაულუ"-"სეარა", "ვასკუ და გამა"-"გრემიო".

18 სექტემბერი: "ატლეტიკო პ."-"ფიგეირენსე", "ავაი-პალმეირასი", "ბაია-ფლუმინენსე", "ბოტაფოგო"-"ფლამენგო", "კორინთიანსი"-"სანტოსი", "კრუზეირო"-"ამერიკა", "ინტერნასიონალი"-"კორიტიბა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა