ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
საქართველო-შოტლანდია 6:15 - გულნატკენი, მაგრამ ამაყი "ბორჯღალოსნები" [VODEO]
საქართველო-შოტლანდია 6:15 - გულნატკენი, მაგრამ ამაყი "ბორჯღალოსნები" [VODEO]
შოტლანდიელებს გამარჯვების სიხარული რატომღაც არ გამოუხატავთ, სამაგიეროდ, ქართველი მორაგბეები საკმაოდ დამწუხრებულნი ჩანდნენ
შოტლანდიის ნაკრებთან თამაშის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" საქართველოს პრერზიდენტის წერილი მიიღეს, რომელიც მათ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააცნო. ცხადია, ქვეყნის პირველი პირი გუნდს თანადგომას უცხადებდა და მთლიანობაში საკმაოდ თბილი, ემოციური მიმართვა გამოუვიდა.
მერე სავახშმოდ გამზადებულ გუნდს ორი ვიდეომიმართვა უჩვენეს. დიდგორის ველიდან ბასიანის გუნდის გალობის თანხლებით საქართველოს ნაკრებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიმართა. ყოველივე ამის გვრიგვინი კი საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვა იყო.
საღამო ძალიან ემოციური გამოდგა, ბიჭები, ისედაც საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ნანახმა და გაგონილმა კი მათი ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო გაამძაფრა.
საქართველოს ნაკრები ინვერქარგილში 11 სექტემბერს ჩავიდა. მას შემდეგ ამ ქალაქს არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ აქ რაიმე სერიოზული ღონისძიება ტარდება. თუმცა თამაშის დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დილიდან ინვერქარგილის ქუჩებში სასტუმროებსა და კაფე-ბარებში შოტლანდიელი ქომაგები გამოჩნდენ.
აქა-იქ ქართული დროშებიც ფრიალებდა. ძირითადად უცხოელები, ინგლისელები და არგენტინელები აპირებდნენ "ბორჯღალოსნების" ქომაგობას. ძალიან უნდოდათ ქართველებს მათი კონკურენტი შოტლანდია დაემარცხებინათ.
ეს ქართველ მორაგბეებსაც ძალიან უნდოდათ, საამისოდ დიდხანს ემზადებოდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მაგრამ, არ გამოვიდა.
თამაშის წინ ყველა ერთხმად ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს და, თუ ენდი რობინსონმა და მისმა ბიჭებმა მისი განეიტრალება ვერ შეძლეს, საქმე ცუდად წაუვათო.
"სკოტებმა" ჩვენ შერკინებას თავის საუკეთსო თვისებების გამოვლენის საშუალება არ მისცეს, რაც საბოლოოდ გამარჯვების საწინდარად იქცა.
"ნარშავების" თავკაცმა ენდი რობინსონმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა: "ბიჭებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს. ჩვენ შევძელით ქართველების შერკინების განეიტრალება, მეტიც მასზე ვდომინირებდით კიდეც, საწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ".
არადა, თამაშის საწყისი ათი წუთი ჩვენი ნაკრების უპირატესობით წარიმართა. მეხუთე წუთზე მორკინალებმა საკმაოდ სახოფათოდ შეუტიეს, 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს და აიღე-მიეძალეს ხერხით წინ იმდენად წაიწიეს, რომ ლელომდე ათოდ მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ რაკიდან ბურთი უკან მგეზავ მერაბ კვირკაშვილს მიწოდა, რომელმაც კარის დალაშქვრა 20 მეტრიდან სცადა, მაგარამ უშედეგოდ.
მეორე, საკმაოდ კარგი იერიშის ინიციატორი რვა ნომერი დიმა ბასილაია იყო. შერკინება შოტლანდიელთა ნახევარზე ათმეტრიან ხაზთან ახლოს დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ. ბასიალაიამ ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია, მერე იქვე მიმყოლ გარემარბ ალექსანდრე თოდუას გაატანა, რომელიც შოტლანდიელებმა ლელოდან 10 მეტრში შეაჩერეს.
"სკოტებმა" რამდენჯერმე სცადეს მწყობრი იერიშის წამოწყება, მაგრამ "ბორჯღალოსანთა" გადაულახავ დაცვის კედელს წააწყდნენ. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა ერთი შეხედვით ავანტიურული გადაწყვეტილება მიიღო. არბიტრმა შოტლანდიელები რაკში ბურთის შეყოვნებისთვის დააჯარიმა ჩვენი მოედნის ნახევარზე. კარამდე 53 მეტრი იყო. "მეკომ" დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა. ბურთმა ზუსტად ძელებს შორის გაიარა - 3:0.
"სკოტებს" ანგარიშის გათანაბრების საშუალება სამ წუთში მიეცათ, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათმა მგეზავმა, დენ პარქსმა საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პარქსმა კიდევ ორი საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო, არადა საბოლოოდ გამარჯვებას "ნარშავებმა" სწორედ მისი დარტყმების წყალობით მიაღწიეს. ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. "ბორჯღალოსნები" მატჩში სულ თვრამეტჯერ დაჯარიმდნენ, აქედან შოტლანდიელებმა შვიდი კარში დაარტყეს და მხოლოდ ოთხი გაიტანეს.
პარქსმა ანაგარიშის გათანაბრება 23-ე წუთზე მაინც მოახერხა. ამ დროისთვის სათამაშო უპირატესობას უკვე შოტლანდიელები ფლობდნენ - 3:3. გადამწყვეტი მატჩში, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთი აღმოჩნდა. 33-ე წუთზე, როცა "სკოტებმა" ქართველთა გაუვალ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს, დენ პარქსმა არეკნი დაჰკრა და გაიტანა, ხუთ წუთში მანვე 26 მეტრიდან საჯარიმოც მიითვალა 9:3, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ 29 წუთი ისე მიილია, რომ გუნდებმა მონაგრის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. ამ დროისთვის კი ისევ პარქსმა იყოჩაღა და საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ცხრამდე გაზარდა. "მეკომ" საპასუხოდ საჯარიმო ზუსტად ერთ წუთში დაარტყა 39 მეტრიდან და გაიატანა - 6:12.
თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა. ცხადია, ამ დროის განმავლობაში 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სულაც არ არის აუხდენელი ოცნება, მაგრამ "სკოტებმა" ყველაფერი იღონეს, რათა გამარჯვება ხელიდან არ გაეშვათ. თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე, კი პარქსმა ანგარიშში სხვაობა ისევ გაზარდა - 15:6.
თამაშის მიწურულს სალელოვე შეტევის განხორციელების შანსი მოგვეცა, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ მოვაწოდეთ და შეტევა ჩაიშალა.
შოტლანდიელებს გამარჯვებით გამოწვეული სხარული რატომღაც არ გამოუხატავთ, სამაგიეროდ, ქართველი მორაგბეები ჩანდნენ საკმაოდ დამწუხრებულნი.
ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებთან 6:15 დამარცხდნენ
მსოფლის თასი 2011. ახალი ზელანდია. B ჯგუფი.
საქართველო-შოტლანდია 6:15
საქართველო: (15-9) გიგაური, მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, თოდუა (ურჯუკაშვილი 65), კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ხინჩაგიშვილი, ბრეგვაძე (გიორგაძე 62), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 53), დათუნაშვილი, მაისურაძე (ჩხაიძე 48), სუთიაშვილი, გორგოძე, ბასილაია (კოლელიშვილი 62).
2ს: კვირიკაშვილი
შოტლანდია: (15-9) რ.ლამონტი (პატერსონი 70), ევანსი, დე ლუკა, მორისონი, შ.ლამონტი, პარქსი, ლაუსონი. (1-8) იაკობსენი, ფორდი, მურეი, ჰაინსი (გრეი 70), ჰამილტონი, სტროკოში, რენი, ბრაუუნი.
4ს,ა: პარქსი
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
მატჩის შემდეგ
ილია ზედგინიძე: "ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც რამდენჯერმე უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.
სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით, თავად დავისაჯეთ ჩვენი თავი.
ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო მცირდება. ჩვენც ვიზრდებით, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და უკეთესი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".
რეზო გიგაური: "ოფიციალურ მატჩში პირველად ვითამაშე ფულბეკად. თავიდან ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი, ვცდილობდი, გუნდი არ დამეღალატებინა. ვფიქრობ, რომ ცუდად არ მითამაშია.
რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. ვეცადეთ ქართველი ქომაგები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. სპორტში ასეა, ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედი მაქვს, მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ და გულშემატკივარსაც გავახარებთ".
დიმიტრი ბასილაია: "დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქავათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა"
ირაკლი აბუსერიძე: "ვიცოდით, რომ ძალიან ძნელი თამაში გველოდა. ბევრი პოზიტიური იყო ჩვენს თამაშში, თუმცა შეცდომებიც ბლომად დავუშვით. ხშირად ვჯარიმდებოდით, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა".
ჯაბა ბრეგვაძე: "გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები"
რიჩი დიქსონი: "დაცვაში გუნდმა კარგად ითამაშა, ცხადია, იყო შეცდომებიც. მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ შეტევის ორგანიზებას ვერ ვახერხებდით. ვეცდებით, ინგლისთან მატჩამდე ამ პრობლემაზე ვიმუშავოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ".
სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 9 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. არგენტინა -1, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0
A ჯგუფი
კანადა-ტონგა 25:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. კანადა - 4, 4. ტონგა - 1, 5. იაპონია - 0
D ჯგუფი
სამოა-ნამიბია 49:12
სატურნირო მდგომარეობა
1. სამოა - 5 ქულა, 2. ფიჯი - 5, 3. სამხრეთ აფრიკა - 4, 4. უელსი - 1, 5. Nნამიბია - 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• evropeli
lady gaga შენ ისეთ ადამიანს აფეტიშებ შენთან დისკუსიებში ნამდვილად ვერ ჩავებმები,(ჩამორტყმულებთან ურთიერთობითობა სიამოვნებას არ მანიჭებს)გაგაჩნია 2 აზრი,შენი და მცდარი. არ მიკვირს რომ ჩემი ალაგ ალაგ განათლება გაშიფრე და რაგბის და ცხოვრების არცოდნაში გამომამჟღავნე,იმის ფონზე რომ ხვდები თურმე რა ედო გულში რაგბის ექსპერტს და კრიტიკოს როცა ირონიული შეფასება მისცა საქართველოს ნაკრებს(უმრავლესობის აზრით დამსახურებული) გამიკვირდა რომ,შენი განათლების და ცოდნის მქონე ადამიანს გამოგეპარა და არგუმენტად არ მოიყვანე გამართლება რომ ლონდონის გაზეთს რუსი მფლობელი ყავს და ამ განცხადების უკან რუსეთი დგას :)(დღევანდელი ქართული თავდაცვის,ინსტინქტი) დიდი მადლობა რცევისთვის მაგრამ მე ნეიტრალურ პოზიციას ვერ დავიკავებ,მირჩევნია ჩემთვის(უმრავლესობისთვის დედამიწაზე)მისაღები და დანახული რეალობა ვთქვა და ნეიტრალური ნამდვილად არ ვიყო,მაგას მირჩევნია დადებითი დამენახა და რუსთავი 2 ის კომენტატორისთვის დამეჯერა,(რასაც არასოდეს არ ვიკადრებ) რიჩარდ დიქსონი დიდი ხანი საპენსიოა და მაგ საუკუნის რაგბს აღარავინ არ თამაშობს!ტიპი პულის საკეთებლად და დასალევად არის ჩამოსული და მაგის სახელი ჩვენ მოგებებში არ დაგვეხმარება,ქართულ რაგბს დიდი პოტენციალი აქვს მაგრამ სულ მაჩანჩალას და დამწევის სახელს უქმნიან,90იანების დასაწყისში ჩვენი რაგბი ნამდვილად უტოლდებოდა(თუ არ უსწრებდა)ნებისმიერ "ელიტარულ"(როგორც ტქვენ უძახით) გუნდს,იმიტომ რომ დაკომპლექტებული იყო მორაგბეებით და არა მოჭიდავეებით. მორიგი კომენტარს ინგლისის მატჩის შემდეგ გპირდებით. წარმატებებს უსურვებ ბიჭებს და უფრო მეტი რაგბის თამაშს ვიდრე ჭიდაობას!
• eddy
evropeli-რა შუაშია. ტანამსრომელი მყავს ინგლისიდან, ტამაშის წინ მითხრა შოტლანდიელები ძალოვა რაგბის თამაშობენ და ბევრ ტვინს არ აქსოვენ თამაშიო. თამაშის მერე ეტკობა გულის დაწკვეტა არ უნდოდა და, ჩემს შეკითხვაზე მარტო ის მიტხრა - უინტერესო ტამაში იკოო. ალბათ უკვე აგარ იტკვის შოტლანდიელებზე არ ფიქრობენო. ზოგადად კი როგორ ვატკობ აქაური ცომენტარით - ეტობა არ გვიკვარს სიმარტლეს თვალები რომ გავუსჭოროთ - და ჩვენ ნაჭუჭში გვირჩევნია სხოვრება.
• jamel
რომელ ჩასვრაზე საუბარი არ გამაგიჟოთ :) მე7ე გუნდს ეთამაშე ტოლსწორად... ვაახ... ევროპელს უბრალოდ პასუხს არ გავცემ, არ დავეშვები მის დონეზე :)
• Taro
როდესაც ადამიანი ჩაისვრის და ვერ ხვდება რომ ჩასვრილია აუცილებლად უნდა მიუთითო,ნეიტრალური პოზიციის დაკავება დიდი ცოდვაა ვეთანხმები ევროპელს კარგი იქნება თუ ბიჭები ინგლისთან მატი პასუხისმგებლობით და მონდომებით გამოვლენ და ნაკლებ კრიტიკას დაიმსახურებენ ისე ესეთი სიტყვები რუსებს რომ დაეწერათ ჩვენზე,ეხლა აქ დედისგინების კორიანტელი იქნებოდა
• lady gaga
evropeliს კომენტარში არის რაღაცა ძალიან ქართული სამწუხაროდ (კატეგორიულობასა და ალაგ-ალაგ განათლებულობას ვგუილისმობ). მეგობარო, სანამ ციტატების მიყვანას დაიწყებთ, იქნება ცოტა უფრო ღრმად გაერკვიოთ სიტუაციაში. ნეიტრალური შეფასება არის მაგალითად გარდიანის საიტზე: http://www.guardian.co.uk/sport/2011/sep/14/scotland-georgia-rugby-world-cup სადაც წესიერად წერია ყველაფერი, რომ ნერვიულობისგან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, რომ ჩვენმა შერკინებამ ვერ დაჩაგრა ისინი, და რომ დონეებს შორის სხვაობა ძალიან შემცირდა ... რაც შეეხება თქვენს ციტატას (ინგლისში ვცხოვრობ და მერწმუნე, ცოტა მაგ საქმეში ვერკვევი) - ეს არის ინგლისელის დაწერილი, რომლის მიზანი იყო შოტლანდიელებისთვის 'გაელაწუნებინა', რომ მოკლედ ეხლა მაგ ქლიავებს ვერ მოუგეთ წესიერად და .... ამიტომ არის, რომ თუ ნეიტრალური ინფორმაცია გინდათ ბრიტანეთში ისეთ საკითხზე, სადაც ინგლისიც გარეული და შოტლანდიაც, რომელიმე საერთო-ბრიტანული გამოცემა უნდა ნახოთ (გარდიანი, ბი-ბი-სი, ...) თქვენ კი ლონდონის საღამოს გაზეთი მოიტანეთ, რომელიც ცხადია რომ მთლად ობიექტური ვერ იქნებოდა.
• evropeli
ერთი არგუმენტი მოიყვანე!რაც მე ჩამოვთვალე იმის საწინააღმდეგო,Loser ების და ფარჩაკების გაფეტიშება ქართველების დევიზად გექცათ? :))) პროვოკატული ზამაშკებით მამაშენთან გაირთე თავი,ოღონდ ჯერ გამოიცანი რომელია ამ 15 მოთამაშისგან ;)
• jamel
ევროპელი რა არასერიოზულ კრიტიკას აწვება. ცუდია როდესაც რაგბი არ იცი და რაგბს აკრიტიკებ, რთულია ალბათ :)
• 2D
evropeli კარგს რას დაწერდნენ აბა ჩვენზე,რაც ვითამაშეთ... ისე დიქსონი მგონი 1 წელია რაც ნაკრების მწვრთნელია:).წინა მსოფლიოზე რომ არაფერი ვთქვათ,გულშემატკივრობა ავსტრალიაშიც უკეთესი გვყავდა. ინგლისთან იმედია იგივე არ განმეორდება,რაც 2003-ში. აბუსერიძე გამოფხიზლდეს ცოტა!
• evropeli
უნდა იამაყოთ! ამას წერს თქვენზე Chris Jones Georgians are too undisciplined and defensively naive to seriously trouble Martin Johnson`s men ვინც ინგლისური არ იცის ფაქტიურად "ისინი" ხართო :) რიჩი დიქსონს(გამოუსწორებელ ალკოჰოლიკს)2 წელი ქონდა ხარვეხებს 2 დღეში გამოასწორებს ?! თუ სააკამ გულშემატკივრების დესანტი არ გადასხა ზელანდიაში და არბიტრები არ "მოთაფლეს" სასწრაფოდ,პოლიტიკური ზეწოლა იქ არ გაუავათ.ინგლისელები კალათბურთის ანგარიშით დაასრულებენ 18ში თამაშს
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია