"გაზ-მეთანიდან" თურქულ "სამსუნსფორში" გადასულმა ქართველმა მცველმა პირველი ტური ტრავმის გამო გამოტოვა
აკაკი ხუბუტია რუმინული "გაზ-მეთანიდან" თურქულ "სამსუნსფორში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლატვიასა და მალტასთან მატჩებში ვერ დაეხმარა. სწორედ ამის გამო გამოტოვა მან "სამსუნსფორის" შეხვედრა თურქული სუპერლიგის პირველ ტურში - ხუბუტიას გუნდმა შინ "გენჩლერბირლიგის" 3:2 სძლია.

25 წლის მცველი ბოლომდე ჯერ არ მომჯობინებულა და არაა გადაწყვეტილი, უახლოეს ტურში ჩაატარებს სადებიუტო შეხვედრას, თუ "სამსუნსფორის" ღირსებას ოდნავ მოგვიანებით დაიცავს. ხუბუტიას ფეხი ბოლომდე არ მოუშუშებია და ექიმები ურჩევენ, არ გარისკოს. არადა, "სამსუნი" 18 ოქტომბერს "გალათასარაის" სტუმრობს...

ორიოდე სიტყვით თვით "სამსუნსფორზე": ხუბუტიას გუნდი თურქულ სუპერლიგას ამ ზაფხულს დაუბრუნდა, დაიკავა რა რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილი. "სამსუნს", რომელიც 1965 წელს დაარსდა და გამორჩეული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელები არ ჰყავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი შვეიცარიელი ვლადიმირ პეტკოვიჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა