ლევან ფანიაშვილი: "უმაღლესი ლიგის გასული ტური არცთუ მღელვარე გამოდგა და მსაჯებს უხეში შეცდომები არ დაუშვიათ"
ვაგრძელებთ ტრადიციას და სამსაჯო საკითზე კვლავაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს მივმართავთ.

უმაღლესი ლიგის გასული ტური არცთუ მღელვარე გამოდგა და მსაჯებს უხეში შეცდომები არ დაუშვიათ.

"ერთი მატჩის გარდა, ყველას ფირი უკვე ვნახეთ და საგანგაშო შეცდომა ნამდვილად არავის მოსვლია. არის გარკვეული ხარვეზები და ამის გარეშე წარმოუდგენელია, სამუშაო პროცესში ასე ხდება ხოლმე", - გვითხრა ფანიაშვილმა.

როგორც იცით, ყოველი ტურის შემდეგ სამსაჯო განყოფილებაში დეტალურად ირჩევა შეხვედრების ვიდეოჩანაწერები და მსაჯთა კორპუსი საკუთარ პლუს-მინუსებს შიდა სამზარეულოში განიხილავს. ფანიაშვილი ამ შეხვედრების ეფექტურობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებების წყალობით უხეში შეცდომები დროთა განმავლობაში საგრძნობლად იკლებს.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა და რამდენიმე დღეში მსაჯები ერთგვარ შემაჯამებელ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, სადაც გასული ერთი თვის განმავლობაში მომხდარ საინტერესო ეპიზოდებს კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან.

საქართველოში უმაღლესი და პირველი ტურის მატჩები სხვადასხვა დღეს ტარდება. დავინტერესდით, ხომ არ არის ეს მსაჯთა ნაკლებობით გამოწვეული.

"საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია, უმაღლესი და პირველი ლიგის ტურები ერთ დღეს დავნიშნოთ, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესია, თამაშები სხვადასხვა დროს გაიმართოს, რომ დაინტერესებულმა გულშემატკივარმა მაქსიმალურად ბევრგან მისვლა შეძლოს. მსაჯების რაოდენობა სავსებით საკმარისია, თუმცა ზოგჯერ პირველ ლიგაში ისეთი სირთულის მატჩია, რომ იქ აუცილებლად უმაღლესი ლიგის მსაჯები უნდა დავნიშნოთ. ამ მიზეზების გამო, მატჩების სხვადასხვა დროს ჩატარება უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია".

ქართველი მსაჯები საერთაშორისო მატჩებზე უახლოესი პერიოდისთვისაც არიან მიწვეულნი. დავით ხარიტონაშვილი და ლევან კვარაცხელია ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირის მატჩებს განსჯიან.

თავად ფანიაშვილი კი პორტუგალიაშია მიწვეული, სადაც 29 სექტემბერს ევროპის ლიგის მატჩი ჩატარდება ადგილობრივი "ბრაგასა" და ბელგიური "ბრიუგეს" შორის და მსაჯთა დამკვირვებელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა