"ბარსელონას" უსიამოვნო ამბები "რეალ სოსიედადთან" ახალწვეულის ალექსი სანჩესის ტრავმით და მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ დაიწყო
ერთმანეთს მიეწყო უსიამოვნო ამბები "ბარსელონაში" - ჯერ იყო, თითქოსდა, არსაიდან მოსული ფრე "ანოეტაზე", კატალონიური გრანდი 2:0-ს უგებდა "რეალ სოსიედადს", როცა საოცარი შეცდომების წყალობით, ბასკებმა გათანაბრება შეძლეს, ამავე მატჩში დაიმტვრა გუნდის ჩილელი ახალწვეული ალექსის სანჩესი, რომელიც საუცხოოდ თამაშობდა.

მეორე დღეს კი გამოცხადდა, რომ 22 წლის ფორვარდი 8 კვირით დაემშვიდობა ფეხბურთს. წარუმატებლობას წარუმატებლობა მოჰყვა - ჩემპიონთა ლიგის საწყის მატჩში "ბარსამ" ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლი (პატოს გოლი მატჩის 24-ე წამზე) გაუშვა და საბოლოოდ ბოლო წამებზე ტიაგო სილვას თავურის "წყალობით" გამარჯვებაც გაუშვა ხელიდან - 2:2.

ამ თამაშში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე ანდრეს ინიესტა დაკარგა... 5 კვირით. გუშინ კი ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა გამოაცხადა, კლუბში "დელიკატური" ფინანსური სიტუაციააო...

ვალო, საიდან მოდიხარ?

ფაუსმა თქვა, რომ მართალია, კლუბმა 15%-ით შეამცირა ვალი, მაგრამ ის ჯერაც არნახულად დიდია. დღეისათვის, "ბარსას" ვალი 364 მილიონ ევროს შეადგენს! "ჩვენ არ ვღალატობთ აღებულ კურსს და ვალს ვამცირებთ, მაგრამ ის ჯერ ისევ იმდენად დიდია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის გეგმების დასახვა.

რაც შეიძლება, მეტი თანხა უნდა გამოიმუშავოს კლუბმა. არ შეიძლება ბანკების ვალი კისერზე გვაწვეს", - განაცხადა ხავიერ ფაუსმა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ამ ზაფხულში ჯამში 60 მილიონი ევრო დახარჯა, რითაც ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი შეიძინა. თუმცა "ბარსელონამ" გაყიდა კიდევაც ფეხბურთელები - ბოიან კრკიჩი "რომაში", ორიოლ რომეუ "ჩელსიში" და ხეფრენ სუარესი ლისაბონის "სპორტინგში".

ანდრესმაც ჩაიმუხლა

ლიგის მატჩი "მილანთან" განსაკუთრებით უსიამოვნო ანდრეს ინიესტას ტრავმის გამო იყო - "ბარსას" შუახაზის მთავარმა შემქმნელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე ორთავა კუნთი გაიწყვიტა და ერთი თვე უქმობა მოუწევს.

38-ე წუთზე მან უცებ იტაცა ხელი ფეხზე და შეცვლა ითხოვა, მის ნაცვლად მოედანზე სესკ ფაბრეგასი გავიდა. ახლა "ბარსელონას" ლაზარეთში სამი ლიდერია: ჟერარდ პიკე, ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა. ანდრესი ძალიან გააამწარა ტრავმებმა - გვარდიოლას ხანაში (ანუ სამი სეზონის განმავლობაში) ინიესტამ 9 ტრავმა მიიღო. მესამე შემთხვევაა, როცა მას ორთავა კუნთი გაუწყდა, თუმცა პირველად - მარცხენა ფეხზე.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი კარლეს პუიოლი (გამოჩნდა იბრაჰიმ აფელაიც), რომელმაც მუხლის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება შეძლო. მსოფლიოს ჩემპიონი 67-ე წუთზე შევიდა სეიდუ კეიტას ნაცვლად და "კამპ ნოუს" ოვაციაც დაიმსახურა, მაგრამ, სიმართლე ითქვას, კაპიტანი საშინელ ფორმაშია, ბოლო წუთებში მან იმდენი შეცდომა დაუშვა რამდენიც ოპტიმალურ ფორმაში 2-3 მატჩში არ მოსდის ხოლმე. პუიოლი 110 დღე იყო უფეხბურთოდ...

ღმერთები მიწაზე ეშვებიან

"მილანთან" მატჩის შემდეგ ჩავი გაიძახოდა, რომ ეს დიდი საფეხბურთო უსამართლობაა, იტალიელებმა "კატენაჩო" ითამაშეს და დაუმსახურებელი ქულა წაიღეს კატალონიიდან.

მაგრამ, იქნებ, მისი თანაგუნდელი დანიელ ალვეშია უფრო მართალი, რომელიც ამბობს, რომ არც ისეთი დიდები ვართ, დროა, მიწაზე დავეშვათო. იქნებ, მართლაც მეტისმეტად ირწმუნეს თავიანთი უძლეველობა ბარსელონელებმა. იქნებ, სეზონის დასაწყისში მოგებულმა ორმა სუპერთასმა მათ დათვური სამსახური გაუწია?

არადა, გვარდიოლას ეს რომ არ ეხება, მთელმა მსოფლიომ იცის - ამ მწვრთნელს საერთოდ არ ახასიათებს ზემოდან გადმოხედვა, მოწინააღმდეგის შეუფასებლობა და დაუფასებლობა. მაგრამ ხომ შეიძლება მას ხელიდან (დროებით) სადავეები გაქცეოდა?

მართალია, პეპი, როცა ამბობს, რომ "მილანს" მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე და უტყუარი ფაქტი ხომ ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგია - 2:2. ჩავი მიიჩნევს, რომ ეს კრიზისი დროებითია და შაბათს "ოსასუნასთან" ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება. ვნახოთ. კარლეს პუიოლი კი ამბობს: "ჩვენთან ყველაფერი რიგზეა, ნუ უსმენთ სისულელეებს".

ხვრელი ცენტრში

ის რომ პუიოლი დაბრუნდა, კარგია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ დაცვის ცენტრი გასაძლიერებელია. გვარდიოლამ ბუსკეტსი და მასკერანო მცველებად აქცია, თუმცა ასე დიდ ხანს ხომ არ გაგრძელდება. ამბობენ, რომ იანვარში კლუბი სწორედ ცენტრალურ მცველს შეიძენს პირველ რიგში. ორი გვარი უკვე დაიწერა ესპანურ პრესაში, ორივე ბრაზილიურია - დავიდ ლუიზი "ჩელსიდან" და ტიაგო სილვა "მილანიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა