ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "ბეშიქთაშმა", "ანდერლეხტმა" და "ალკმაარმა" გოლების ფიესტა მოიწყეს
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გოლების ფიესტა მოიწყეს სტამბოლურმა "ბეშიქთაშმა", ბელგიურმა "ანდერლეხტმა" და ჰოლანდიურმა "ალკმაარმა".

თურქებმა შინ თელ ავივის "ჰაპოელი" გაანადგურეს 5:1. 27 წლის პორტუგალიელმა უგო ალმეიდამ ამ მატჩში დუბლი შეასრულა. "ანდერლეხტის" რიგებში კი ჰეთ თრიკი 23 წლის არგენტინელმა მატიას სუარესმა შეასრულა. "ატლეტიკომ" 2:0 მოუგო ტურნირში "სიონის" ნაცვლად ბოლო წამს დაშვებულ "სელტიკს". აღსანიშნავია, რომ თავი მადრიდელთა ახალწვეულებმა გამოიჩინეს - ბრაზილიელმა დიეგომ ჯერ რადამელ ფალკაოს გაატანინა, მერე თავად შეაგდო.

ევროათების განაცხადებში (ჯამში 80 კლუბში) სულ სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება და სამივე ევროპალიგაზე. მაგრამ რად გინდა - ამ სამიდანაც მოედანზე მხოლოდ ერთი ვიხილეთ - მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გრაცში ითამაშა გიორგი ფოფხაძემ. ჰაიფას "მაქაბის" ლადო დვალიშვილი არსად ჩანდა, ხოლო "რუბინის" სოლომონ კვერკველია მხოლოდ სათადარიგო იყო. სხვათა შორის, ფოფხაძის გუნდის თამაში გვიან გაუმართავი განათების გამო დაიწყო.

A ჯგუფი

პაოკ (საბერძნეთი)-ტოტენჰემი (ინგლისი) 0:0

შემროკი (ირლანდია)-რუბინი (რუსეთი) 0:3

გოლები: 0:1 მარტინსი (3), 0:2 ნობოა (50), 0:3 კარადენიზი (60)

B ჯგუფი

ჰანოვერი (გერმანია)-სტანდარდი (ბელგია) 0:0

კოპენჰაგენი (დანია)-ვორსკლა (უკრაინა) 1:0

გოლი: 1:0 ნორდსტრანდი (54-პენ)

C ჯგუფი

ჰაპოელი (ისრაელი)-რაპიდი (რუმინეთი) 0:1

გოლი: 0:1 ჰერეა (55)

გაძევება: იადინი (90. ჰაპოელი), სურდუ (90. რაპიდი)

პსვ (ჰოლანდია)-ლეგია (პოლონეთი) 1:0

გოლი: 1:0 მერტენსი (21)

D ჯგუფი

ციურიხი (შვეიცარია)-სპორტინგი (პორტუგალია) 0:2

გოლები: 0:1 ინსუა (4), 0:2 ვან ვოლფსვინკელი (21)

ლაციო (იტალია)-ვასლუი (რუმინეთი) 2:2

გოლები: 1:0 სისე (35-პენ), 1:1 ვესლეი (59), 1:2 ვესლეი (63-პენ), 2:2 სკული (71)

გაძევება: ძაური (63. ლაციო)

E ჯგუფი

დინამო (უკრაინა)-სტოკი (ინგლისი) 1:1

გოლები: 0:1 ჯერომი (55), 1:1 ვუკოევიჩი (90)

ბეშიქთაში (თურქეთი)-მაქაბი თ. (ისრაელი) 5:1

გოლები: 1:0 ალმეიდა (3), 2:0 ალმეიდა (28), 2:1 კეჰატი (48), 3:1 აურელიო (50), 4:1 კორკმაზი (53), 5:1 ედუ (88).

F ჯგუფი

სლოვანი (სლოვაკეთი)-ბილბაო (ესპანეთი) 1:2

გოლები: 0:1 სუსაეტა (13), 1:1 გუედი (34), 1:2 მუნიაინი (40)

პსჟ (საფრანგეთი)-ზალცბურგი (ავსტრია) 3:1

გოლები: 1:0 ნენე (35-პენ), 2:0 ბოდმერი (44), 3:0 მენეზი (68), 3:1 სეკაგია (87)

G ჯგუფი

ალკმაარი (ჰოლანდია)-მალმიო (შვედეთი) 4:1

გოლები: 1:0 ალტიდორი (21), 2:0 ელმი (33-პენ), 3:0 მაჰერი (39), 4:0 ჰოლმანი (49), 4:1 ლარსონი (72-პენ)

აუსტრია (ავსტრია)-მეტალისტი (უკრაინა) 1:2

გოლები: 1:0 იუნი (7), 1:1 გიე (56), 1:2 ქსავიერი (79)

H ჯგუფი

ბრიუგე (ბელგია)-მარიბორი (სლოვენია) 2:0

გოლები: 1:0 ოჯიჯა ოფოე (7), 2:0 დირარი (24)

გაძევება: რაიჩევიჩი (85. მარიბორი)

ბირმინგემი (ინგლისი)-ბრაგა (პორტუგალია) 1:3

გოლები: 0:1 ბარბოზა (7), 0:2 ლიმა (59), 1:2 კინგი (71), 1:3 ბარბოზა (88)

I ჯგუფი

უდინეზე (იტალია)-რენი (საფრანგეთი) 2:1

გოლები: 0:1 ჰაჯი (19), 1:1 დი ნატალე (39), 2:1 არმერო (83)

ატლეტიკო (ესპანეთი)-სელტიკი (შოტლანდია) 2:0

გოლები: 1:0 ფალკაო (3), დიეგო (68)

J ჯგუფი

მაქაბი ჰ. (ისრაელი)-აეკ (კვიპროსი) 1:0

გოლი: 1:0 ღადირი (54)

გაძევება: მურილიო (82)

სტიაუა (რუმინეთი)-შალკე (გერმანია) 0:0

K ჯგუფი

ვისლა (პოლონეთი)-ოდენსე (დანია) 1:3

გოლები: 0:1 იოჰანსონი (36), 1:1 კირმი (54), 1:2 უტაკა (81), 1:3 იენსენი (90)

ფულჰემი (ინგლისი)-ტვენტე (ჰოლანდია) 1:1

გოლები: 1:0 ჯონსონი (19), 1:1 ლ. დე იონგი (41)

L ჯგუფი

შტურმი (ავსტრია)-ლოკომოტივი (რუსეთი) 1:2

გოლები: 1:0 საბიჩსი (14), 1:1 ობინა (28), 1:2 სიჩევი (29)

ანდერლეხტი (ბელგია)-აეკ (საბერძნეთი) 4:1

გოლები: 1:0 სუარესი (16), 2:0 იოვანოვიჩი (33), 2:1 ლეონარდო (36), 3:1 სუარესი (40), 4:1 სუარესი (84)

გაძევება: მანოლასი (77. აეკ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის