რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე საყვარელი და ეფექტური მოთამაშეების რეიტინგში მარცვალაძე და ხოჯავა მოხვდნენ
ინტერნეტ-პორტალმა "რუსბიზნესკონსალტინგმა" ("რბკ"-მ) რუსეთის პრემიერლიგაში მაყურებლის ყველაზე საყვარელი და ეფექტური მოთამაშეების რეიტინგი შეადგინა.

80-კაციან სიაში მხოლოდ ორი ქართველი დაასახელეს - "კრასნოდარში" გადასული ოთარ მარცვალაძე 6 ქულით მე-13-მე-16 ადგილზე გავიდა, მე-17-28-ზე კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პლეიმეიკერი, გუნდის დუბლშემადგენლობაში გადაყვანილი გოჩა ხოჯავა.

უცნაურად გვეჩვენა, რომ რუსი გულშემატკივრისთვის ყველაზე მისაღებ, სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს, თურმე, პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელი ალექსანდრე კერჟაკოვი აჩვენებს, რობერტო კარლოსი კი, რომლის მახაჭყალის "ანჟიში" ჩაყვანაც ლამის რუსეთის სახელმწიფო დუმაში აღნიშნეს, სიაში ვერ მოხვდა.

ასევე უცნაურია, რომ კერჟაკოვის კონკურენტად არ განიხილავენ გერმანიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ კევინ კურანის და მახაჭყალის "ანჟის" კამერუნელ ვარსკვლავ სამუელ ეტოოს - ორივე ხოჯავას პოზიციაზეა.

მოკლედ, ამ მუხთალ წუთისოფელს ვერაფერს გაუგებ, მთელი რუსეთი ფეხბურთზე გიჟდება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თავისი მოთამაშეები ბევრად დიდი მასშტაბის ვარსკვლავებს ურჩევნიათ - არადა, ლაპარაკია ფეხბურთზე.

სხვათა შორის, "სპორტ-ექსპრესის" ტრადიციულ გამოკითხვაში კერჟაკოვი აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

საერთო ჩათვლაში 50 საუკეთესოში მხოლოდ ორი ქართველია: 27-ე ადგილზე 23 ქულით მეკარე გიორგი ლომაია გავიდა (რომელმაც ზამთარში "თანამეგობრობის თასზე" ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში ჩინებულად ითამაშა), 32-ზე კი ისევ და ისევ გოჩა ხოჯავა - ცხადია, "ვოლგაში" ჩატარებული რამდენიმე ეფექტური მატჩის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი (საბერძნეთი)
კაცო ზოგიერთებს ნუთუ მართლა არ ესმით რომ სადღაც ბურკინაფასოში თუ მახაჭკალაში რობარტო კარლოსი პენსიაზე გასვლის ნაცვლად ქაჯებს მილიონებს აწერს, და რათ უნდა კარგი თამაში,სახელიც ეყოფა,ქურდადაა რა!
Burton
ასე ძალიან რა გაგიკვირდათ, ბატონო ავტორო? კერჟაკოვის თამაში ნანახი გაქვთ? მშვენიერი ფეხბურთელია და ძალიანაც კარგი, რომ აფასებენ თავისიანებს, აბა ჩვენ რომ არ ვაფასებთ ჩვენებს ეგ მოგწონთ? კარლოსი არანაირ ლამაზ თამაშს არ ანახებს დღეს და ეტოო სულ ცოტა ხნის გადასულია და ჯერ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა