ფინეთის ნაკრების ლიდერი მოხარულია, რომ ბოლონიის "ვირტუსში" კვლავაც ვიქტორ სანიკიძის გვერდით ითამაშებს
ევროპის ჩემპიონატზე უამრავი კალათბურთელი თამაშობდა, რომლებიც ქართველებს კარგად იცნობენ. ლიტვიდან შემოგთავაზეთ გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას თანაგუნდელების (სლოვენიის "ოლიმპიაში") გორან იაგონდიკისა და ვლადო ილიევსკის კომენტარები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ილიევსკის გადამწყვეტი სამქულიანით დაამარცხა მაკედონიამ ლიტვა.

დღეს პეტრი კოპონენის ინტერვიუს წაკითხვის საშუალება გაქვთ. იგი ფინეთის ნაკრების ლიდერია, გასულ სეზონში ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ბოლონიის "ვირტუსში" გამოდიოდა. საუბრისას კოპონენმა მითხრა - იმედი მაქვს ახალ სეზონშიც ვიქტორის გვერდით ვითამაშებო.

ქართველ ფორვარდს ამ ზაფხულს ბოლონიელებთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ, დავინტერესდით, "ვირტუსში" დარჩება თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას.

- ახალი კონტრაქტის გაფორმება დღის წესრიგში იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვერ მოხერხდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ვირტუსიდან" წამოვედი. ამ გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონსაც ბოლონიაში გავატარებ.

დავუბრუნდეთ ფინელ პეტრი კოპონენს, რომელმაც "ვირტუსის" პერსპექტივებზე ილაპარაკა:

- მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონატი ერთი-ორად საინტერესო სანახავი იქნება - უამრავი ძლიერი ამერიკელი ჩამოვიდა. "ვირტუსიც" საგრძნობლად გაძლიერდა და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იქნება.

- ფინეთსაც საინტერესო ნაკრები ჰყავს. რის ხარჯზე მოახერხეთ საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრა?

- ჩვენი ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, თითოეული კალათბურთელი ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ეს თამაშსაც გვიადვილებს - კარგად ვიცით რა დროს რომელი კალათბურთელი სად უნდა მოვძებნოთ. ფინეთმა წარმატებას გუნდური თამაშით მიაღწია. თორმეტეულში მოხვედრით კმაყოფილები ვართ, მაგრამ გული გვწყდება, რომ მეტის გაკეთებაც შეგვეძლო: მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ტურში სლოვენიისთვის რომ გვეჯობნა მეოთხედფინალში ვითამაშებდით. ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

- საქართველოს ნაკრებთან მატჩს როგორ გაიხსენებ?

- ქართველებს კარგად ვიცნობთ. მათთან ხომ რამდენიმე წლის წინათ მეორე დივიზიონშიც ვთამაშობდით. მას მერე დიდი პროგრესი განიცადა როგორც ფინეთმა, ასევე საქართველომ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ისინი ერთმანეთს ევრობასკეტის მეორე ეტაპზე შეხვდნენ. რთული მატჩი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ქართველებზე მეტი ენერგია გქონდათ.

- მეც ასე ვფიქრობ. ამას ობიექტური მიზეზი აქვს - ჩვენ უფრო მეტი ისეთი სათადარიგო გვყავდა, რომლებიც ბევრს თამაშობდნენ. ეს სასტარტო ხუთეულის კალათბურთელებს დასვენების საშუალებას აძლევდა, რაც ევრობასკეტის დარ რთულ შეჯიბრებაზე ბევრს ნიშნავს.

- ბოლოს ვიქტორ სანიკიძეზე გკითხავ...

- მას, ალბათ, თქვენც კარგად იცნობთ: უნივერსალი კალათბურთელია, ათლეტური, მოხსნებისასაც ისევე ეფექტურია, როგორც სამქულიანების ტყორცნისას. რაც მთავარია, ვიქტორი თამაშს სეზონიდან სეზონამდე აუმჯობესებს. რაც შეეხება არასპორტულ მხარეს, სანიკიძე შესანიშნავი პიროვნებაა. მასთან ურთიერთობა საინტერესოა. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი სეზონის ვიქტორის გვერდზე გატარება მომიწევს. ვიმედოვნებ, შარშანდელზე მეტს მივაღწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა